workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანშლაგი ვილიას პრეზენტაციაზე

ანშლაგი ვილიას პრეზენტაციაზე

ათასობით ადამიანი მივიდა “ნოუ კამპზე” რათა პირველად ენახა დავიდ ვილა “ბარსელონას” ფორმით.

გულშემატკივრებმა ზეიმი ჯერ კიდევ ვილიას გამოსვლამდე დაიწყეს, მაშინ, როცა ესპანელი გასახდელში ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა და გადაჭედილი სტადიონის დიდ ტელეეკრანებზე ამას აჩვენებდნენ. დავიდის მოედანზე გამოსვლას უდიდესი ოვაციები მოჰყვა. როდესაც მან დატოვა მოედანი და დაამთავრა პრეზენტაცია განაცხადა, რომ ძალიან ნერვიულობდა, რადგან “ბარსას” მაისურით “ნოუ–კამპზე” გამოსვლა მისი ოცნება იყო.

სავსე ტრიბუნები
ნოუ–კამპის კარები არ გაიღო 13:30 საათამდე. როდესაც ჭიშკარი გაიღო “კულეებმა” ტრიბუნები სწრაფადვე შეავსეს. Barca TV ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადასცემდა, რათა სახლში მყოფებსაც ენახათ ეს შესანიშნავი პრეზენტაცია.

მოედანზე
14:30 საათზე დავიდ ვილია მოედანზე გამოვიდა წითელ შორტებსა და ყვითელსაყელოიან მაისურში. გულშემატკივრების ოვაციებს საზღვარი არ ჰქონდა. ესპანელმა ორიოდე სიტყვის თქმის შემდეგ ბურთი დაამუშავა, აკენწლა და შემდეგ “ნოუ–კამპს” წრე დაარტყა რათა მისალმებოდა ყველა “კულეს” და გადაეღო სურათები.

წყარო: www.barcamania.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward