workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
5 ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა, იანვარში კლუბმა გაყიდოს

5 ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა, იანვარში კლუბმა გაყიდოს

2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის გამო, “ბარსელონამ” საგრძნობი ფინანსური ზარალი განიცადა, რისთვისაც კლუბმა, შესაძლოა, ფეხბურთელების გაყიდვა გადაწყვიტოს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ “ბარსას” ამჟამინდელ, დროებით ხელმძღვანელობას მოთამაშეების გასხვისების უფლება არ აქვს, თუმცა ბორდის წევრებს მოლაპარაკებების გამართვა და შემდეგ ახალი მესვეურებისთვის (არჩევნები 24 იანვარსაა ჩანიშნული) გადაცემა შეუძლიათ.

ახლა კი, მადრიდული Marca გვთავაზობს იმ 5 ფეხბურთელს, რომლებსაც, შესაძლოა, კრიზისის ფონზე, გუნდის დატოვება მოუხდეთ.

უსმან დემბელე

კატალონიური კარიერის განმავალობაში მიღებულმა უამრავმა ტრავმამ ფრანგს პოტენციალის ბოლომდე გამოყენების საშუალება არ მისცა. “ბლაუგრანამ” წარსულში მისი გაყიდვა უკვე სცადა და, მოთმინების ამოწურვის შემთხვევაში, შესაძლოა მსგავსი მცდელობა იანვარშიც ვიხილოთ. Transfermarkt-ის მიხედვით 23 წლის შემტევი 50 მილიონ ევროდაა შეფასებული. მსურველი კლუბების გამოჩენის შემთხვევაში, “ბარსა” შესაძლოა ამ თანხის სანაცვლოდ მას შეელიოს.

სამუელ უმტიტი

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ტრავმებისკენაა მიდრეკილი. როგორც ჩანს, ფრანგი უკანახაზელი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის, ვინაიდან, ჟერარ პიკეს ხანგრძლივი უქმობის პირბებშიც კი, მას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. Transfermarkt-ი წარმოშობით კამერუნელ მცველს 12 მილიონ ევროდ აფასებს. თანხის სიმცირის მიუხედავად, ლუის სუარესის უფასოდ გაშვების ფონზე, ახალი პრეზიდენტისთვის ნებისმიერი სარგებელი მისასალმებელი იქნება.

რიკი პუჩი

“ლა მასიას” მიერ აღზრდილ უნიჭიერეს ნახევარმცველს კლუბის ამჟამინდელი თავკაცი არ ენდობა და, შესაბამისად, იგი ხშირად სათადარიგოთა სკამზე გვევლინება. მიმდინარე სეზონში 21 წლის შუახაზელმა 5 მატჩში მოედანზე ჯამში მხოლოდ 78 წუთი დაჰყო, რამაც, შესაძლოა, ზამთარში მისი წასვლა გამოიწვიოს. Transfermarkt-ზე კატალონიელი 20 მილიონ ევროდაა შეფასებული. “ბლაუგრანამ” შესაძლებელია მისი იჯარით გაშვების ვარიანტი განიხილოს ან გაყიდოს და გამოსყიდვის უფლება დაიტოვოს.

ჟუნიორ ფირპო

2019 წელს წარმოშობით დომენიკელის შეძენის შემდეგ, მას ჟორდი ალბას მემკვიდრედ მიიჩნევდნენ. მაგრამ, მიღებული შანსების მიუხედავად, 24 წლის ფლანგელმა თავის გამოჩენა ვერ შეძლო. ფირპოს სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონ ევროს შეადგენს. “ლურჯ-ბროწეულისფერებმა”, შესაძლოა, იგი იანვარშივე გაასხვისონ.

კარლეს ალენია

კატალონიელთა აკადემიის კიდევ ერთი პროდუქტი, რომელსაც, ნახევარდაცვაში არსებული კონკურენციიდან გამომდინარე, სათამაშო დრო არ ეძლევა. როგორც ჩანს, ნიდერლანდელი სპეციალისტი იმედებს არც მასზე ამყარებს. Transfermarkt-ზე ალენიას სატრანსფერო ღირებულებად 18 მილიონი ევრო გვხვდება, მაგრამ, ამჟამინდელი სიტუაციის ფონზე, ამ თანხის მიღება, თითქმის, წარმოუდგენელია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • me da barca
    schedule 04 იან 2021, 00:56
    #18

    დემბელე და პუჩი ამოაგდეთ და გრიზმანი და კოუტინიო ჩასვით. თუმცა ორფეხა კოუ არ უნდა არავის, თორემ ცალფეხა მითუმეტეს ვის რად უნდა.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 02 იან 2021, 18:26
    #17

    BEQA BARCA,
    არ აძლევს და გაუგებარია რატომ.იმდენი არ ქნას რომ მართლა გაუშვას გუნდიდან.

    BARCELONA FOREVER,
    გრიზმანის იმედად ჩემი მტერი დარჩა 😄😀

  • Ansu_fati_22
    schedule 02 იან 2021, 17:43
    #16

    ფირპო იჯარით შეიძლება პუჩი და დემბელე უნდა დარჩნენ დანარჩენები გაიარონ და გრიზმანიც მიაყოლონ

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 02 იან 2021, 15:28
    #15

    ერთადერთი კოუტინიო და გრიზმანია გასაშვები.პუჩის მოხვედრა ამ სიაში არ გამკვირვებია ისე ყავს ამოჩემებული გენიალური იდეების მქონე მწვრთნელს.პედრის და დემბელეს რა უნდათ ამ სიაში ესეც გაუგებარია.

  • katalomia
    schedule 02 იან 2021, 15:08
    #14

    გრიზმანი მოჟნა, მაგრამ კოუს ვეღარც კი გაყიდიან ალბათ ამ ოპერაციის გადამკიდე. თორე სასარგებლო იქნება გუნდისთვის ეს ორი დედალი რო გავასუხაროთ. პუჩი მებრალება ძაააან და ვგულშემატკივრობ პუჩის დარჩენას და ძირითადში მოხვედრას. დემბო პედრი და პუჩი ამათ სისხლში აქვთ შემტევი, გამამწვავებელი ქმედებები მოედანზე და სხვაგან როგორ უნდა გაუშვათ როცა ძლივს გვეღირსა ინის და ხავის მერე ასე ლამაზი თამაშის მოყვარული იგროკები?!

  • ბასქუ10
    schedule 02 იან 2021, 14:10
    #13

    ფირპო უნდა გავყიდოთ, რიკი და ალენია იჯარით უნდა გაუშვან ეს ნახევარი სეზონი მაინც, დემბელე კი საჭიროა, ტრამვების მიუხედავად, უმტიტს კი ერთი შანსი ეკუთვნის ამ მძიმე ტრამვის შემდეგ

  • მსლ
    schedule 02 იან 2021, 14:08
    #12

    გრიზმანი, უმტიტი, ლენგლე, პიკე, მეტი არავინ და წესიერ მცველი მოიყვანონ

  • BEQA BARCA
    schedule 02 იან 2021, 13:30
    #11

    ალენიას და ფირპოს გარდა არც ერთი არ უნდა გავუშვათ. რომ მოიხოდონ სამივე იდეალური იქნება.. პუჩს კი დრო უნდა მისცეს 😡😡

  • nika 54
    schedule 02 იან 2021, 13:26
    #10

    კარგია ციცის რო ყველას წარმოშობა ახსოვს.

  • BARCELONA FOREVER
    schedule 02 იან 2021, 12:37
    #9

    რა დემბელე და პუჩი აბა გრიზმანის იმედად დავრჩენილვართ და ეგაა :დ

  • ANSU FATI 10
    schedule 02 იან 2021, 12:16
    #8

    გრიზმანიც მოსაშორებელია სასწრაფოდ

  • Albicelecte
    schedule 02 იან 2021, 12:04
    #7

    დემბელეს წასვლა არის არარეალური,
    ალბათ ალენიას გაუშვებენ, მაგრამ კუმანს ხომ სჭირდება ჯინაზე, რომ რიკი არ ათამაშოს?

  • GiorgiGabe99
    schedule 02 იან 2021, 12:02
    #6

    ციტატა: M10 S9 D11
    დემბელეს და პუჩს არავინ გაუშვებს ალენია მოსაშორებელია ფირპო თუ წავა ალბას ზამენა მოსაყვანი იქნება და კლუბის სახსრებიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა რო გაუშვან და მცველის მოყვანას არ აპირებენ ზამთარში და უტიტის გაშვებაც სათუოა

    ციტატა: Coutinho14
    დროზე მოვიდეს ეს არჩევნები თორე ეს ტუსკესი თუ ვინც არი რაღაც სისულელეს რო იზამს მაგას წყალი არ გაუვა


    ტუსკეტი ვერავის გაყიდის და იყიდის არ აქვს მაგის უფლება


    ხოდა თუ ლაპორტა მოვიდა პუჩი რო არ წავა ეგ ვიცი პროსტა ეს გაზეთები ათას სისულელეს რო წერენ რომელი გინდა რო დაიჯერო :დ

  • lesane C
    schedule 02 იან 2021, 11:56
    #5

    უსმანას და პუჩს თავი დაანებონ,ალენიაც იჯარით გაუშვან,ამათ გრიზმანი დაუმატონ,რამენაირად უნდა გაყიდონ სხვა გზა არაა არაფერი არ გამოვა მაგისგან,კოუს არც არავინ არ იყიდის თორე შეიძლება მაგის გაყიდვაც,მარა მერე ყველა ვარიანტში უნდა მოიყვანონ დეპაი

  • carles puyol 5
    schedule 02 იან 2021, 11:51
    #4

    პუჩს ხელი არ დაედოს.დანრჩენები წაიყვანეთ

  • M10 S9 D11
    schedule 02 იან 2021, 11:51
    #3

    დემბელეს და პუჩს არავინ გაუშვებს ალენია მოსაშორებელია ფირპო თუ წავა ალბას ზამენა მოსაყვანი იქნება და კლუბის სახსრებიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა რო გაუშვან და მცველის მოყვანას არ აპირებენ ზამთარში და უტიტის გაშვებაც სათუოა

    ციტატა: Coutinho14
    დროზე მოვიდეს ეს არჩევნები თორე ეს ტუსკესი თუ ვინც არი რაღაც სისულელეს რო იზამს მაგას წყალი არ გაუვა


    ტუსკეტი ვერავის გაყიდის და იყიდის არ აქვს მაგის უფლება

  • Memphis Depay
    schedule 02 იან 2021, 11:40
    #2

    სელტა დღეს არ აგებს, რამოსი არ იქნება მითუმეტეს.

  • GiorgiGabe99
    schedule 02 იან 2021, 11:39
    #1

    დროზე მოვიდეს ეს არჩევნები თორე ეს ტუსკესი თუ ვინც არი რაღაც სისულელეს რო იზამს მაგას წყალი არ გაუვა