როგორც კატალონიური სპორტული გამოცემა “სპორტი” იუწყება, კატალონიის “ბარსელონას” 9 ნომრიანი მაისურის მფლობელი, 20 წლის ბოიან კრკიჩი რომაულ “რომაში” განაგრძობს საფეხბურთო კარიერას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი “ბარსას” აღარ დაუბრუნდება…
“სპორტის” ცნობით, ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომელიც დანიაში იმართება და რომელშიც ბოიანი ესპანეთის ღირსებას იცავს, კატალონიელი ფეხბურთელი იტალიას ეწვევა, სადაც “რომასთან” კონტრაქტს გააფორმებს. შეთანხმების მიღწევისათვის მხარეებს ბევრი დრო არ დაუხარჯავთ … მართალია ბოიანი გუნდს ტოვებს თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ბლაუგრანას ფორმას სამუდამოდ ემშვიდობება. კატალონიის “ბარსელონას” 2 წელიწადში ფეხბურთელის უკან, კატალონიაში დაბრუნება შეეძლება. ახლა კი კრკიჩი რომში, ლუის ენრიკეს კლუბის ღირსების დასაცავად იბრძოლებს. იმედი ვიქონიოთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი 22 წლის ასაკში ბევრად მეტი გამოცდილებითა და ამაღლებული კლასით, “ბარსას” დაუბრუნდება და სწორედ იქ განაგრძობს საფეხბურთო კარიერას, სადაც თავად მას სურს.