workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეკემბრის თვის გამარჯვებული ცნობილია

დეკემბრის თვის გამარჯვებული ცნობილია

ბარსამანიას დეკემბრის თვის გათამაშება დასრულდა და გვყავს გამარჯვებული, რომელსაც კომპანია GL Sport “ბარსელონას” მაისურით დააჯილდოვებს.

დეკემბრის თვეში ჩვენი გათამაშების გამარჯვებული კომენტარების რაოდენობით ვლინდებოდა. პირველი ადგილი დაიკავა მომხმარებელმა ნიკით Albicelecte, რომელსაც “ბარსელონას” მაისური გადაეცემა.

მე-2 და მე-3 პოზიციებზე გავიდნენ მომხმარებლები ნიკებით M10 S9 D11 და BARCELONA FOREVER. მათ ჩვენი საიტისგან ანდრეს ინიესტასა და ლუის სუარესის ავტობიოგრაფიული წიგნები გადაეცემათ.

ვულოცავთ სამივე გამარჯვებულს!

იანვრის თვეში გათამაშების წესი არ შეიცვლება – პრიზები ამჯერადაც კომენტარების რაოდენობით გათამაშდება.

გათამაშების წესები:

  • გათამაშება იმართება მხოლოდ “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ჩვენს საიტზე;
  • ყველა ის კომენტარი, რომლის დაწერის მიზანიც მხოლოდ გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაა, წაიშლება, ხოლო მსგავსი ფაქტის რამდენჯერმე გამეორების შემთხვევაში, ავტორი დაისჯება;
  • პირველ ადგილზე გასულ მომხმარებელს მომდევნო თვის ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს;
  • გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ ჩვენი საიტის რედაქტორებსა და ადმინისტრატორებს;
  • გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ მაინც დასჯილი იქნება საიტის წესების დარღვევის გამო. ეს წესი უცვლელი იქნება ყოველთვის, რა სახეც არ უნდა მიიღოს ჩვენმა გათმაშებებმა და რა პრიზებიც არ უნდა დაგვემატოს. თუ გადამოწმების დროს დადგინდა, რომ გამარჯვებული პირი წარსულში (2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მხილებულია საიტის წესების დარღვევაში, ის გათამაშებიდან მოიხსნება, ხოლო გამარჯვებულად მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირი გამოცხადდება.

ასევე გაეცანით ინფორმაციას ჩვენი სხვა გათამაშებების შესახებ.

საუკეთესო ხუთეული:

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (18)

  • LM10TheLegend
    schedule 02 იან 2021, 12:37

    გილცოავთ ძმებო წარმატებები ყველას barca-4

  • Albicelecte
    schedule 02 იან 2021, 01:20

    Bobi,
    მადლობა, ლიგა, ტრიპლეტი და ლამაზი სანახაობით მოგებული კლასიკოები მომელოცოს!!!

  • Bobi
    schedule 02 იან 2021, 00:50

    ვულოცავ გამარჯვებულს ❤️ მადლობა ღმერთს ვიცი რა ბედნიერებაცაა რს გრძნობა 😁😍

  • Albicelecte
    schedule 02 იან 2021, 00:44

    იმედი მაქვს, რომ მაისის ბოლოს ლიგის ფინალში გავამხნევებთ ერთმანეთს, წარმატებულ წელს გისურვებთ ყველას…

  • BEQA BARCA
    schedule 02 იან 2021, 00:24

    ციტატა: me da barca
    გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ვიცოდი ვინც მოიგებდა, ანუ ეტყობოდა.
    სულ თავიდან მეგონა მეორე ადგილოსანი მოიგებდა, მაგრამ გზადაგზა აზრი შემეცვალა და არც შევმცდარვარ. ვულოცავ!


    მეც თავიდან ეგ მეგონა….

  • I.S.
    schedule 02 იან 2021, 00:00

    გილოცავთ ძმებო. საინტერესოა ვინ რამდენი ხმა მიიღო

  • Albicelecte
    schedule 01 იან 2021, 21:47

    ახალ წელს გილოცავთ ყველას, მშვიდობას გისურვებთ პირველ რიგში და ჯანმრთელობას, ამასთან ერთად ძველი სირთულეები დაე ძველ წელს წაჰყვეს….
    მადლობა ყველას მოლოცვისათვის, ძალიან კარგები ხართ და ერთად დიდხანს დავტკბებით იმ ულამაზესი ფეხბურთით, რაც უფრო მეტია, ვიდრე კლუბი…
    იმედია სტადიონებიც და ფან-კლუბების შეკრების ადგილებიც გახსნილი და უსაფრთხო იქნება მალე, რაც უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი ემოცია და მეტი გული ჩავდოთ ლურჯ-ბროწეულისფერი კლუბის წარმატებაში!
    უტიტულო წელი თითქოს რაღაცას ნიშნავდა, თითქოს მეტი გამოწვევა და სირთულეების გაშიშვლება იყო, მოხდა ისეთები, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით
    გუნდი უნდა დაშლილიყო თურმე, კაპიტანი და ლეგენდა უნდა გაეყიდათ თხასავით რაღაც რამდენიმე მილიონის გამო… გუნდს მისი ემოცია და სული უნდა გაეყიდა და მაგალითი რეალ მადრიდისაგან უნდა აეღო თითქოს…
    მძიმე წელი იყო და ის გავაცილეთ, მე ოპტიმისტი ვარ და საკუთარს ყველაზე მეტად ვაფასებ, დიდი ტრანსფერები? ჰო, ფული საჭიროა, მაგრამ როდესაც გგონია, რომ ყველაფერს იყიდი და ყველაფერზე ზემოთ დადგები ეს დასასრულის დასაწყისია, ბარსელონა შეუფასებელია, მას უკვდავი სული აქვს, თავისი ტრადიციის და ათწლეულების მანძილზე ნაჭედი გამოცდილებით ნასაზრდოები… თავისი ფილოსოფიით, პარადიგმითა და თაობების უწყვეტი ჯაჭვით…
    გამპერით, სამიტიერით, კუბალა-კოჩითით და მირამონტესით, კრუიფი-ნეესკენსით და დრიმ-თიმით, ბაკეროთი და კუმანის ჯარიმებით, ახალგაზრდა გვარდიოლათი და ლუის ენრიკეთი, შემდეგ დინიოთი და ეპოოქალური გუნდის დასაწყისით… თავისი უნიკალური ლა მასიით, იგივე კატალონიური "ჰოგვარტსით" სადაც უცნაური, საოცარი უნარების ჯადოქრები იზრდებიან…
    ჰო, იზრდებიან და გასაოცარ ჯადოქართა თაობას ქმნიან, რომლებიც ადამიანებს სიხარულსა და ბედნიერებას განიჭებენ
    თაობები, რომლებიც გასაოცარ და ულამაზეს ეპოქას გვთავაზობენ, რომლებიც სხვათა შორის განა სხვაზე ნაკლებ ტიტულებს იგებენ? მაგრამ მოგებული ტიტულები მხოლოდ ტიტულებია და მთავარი ისაა თუ ამას როგორ აკეთებენ… ლამაზად, ღირსეულად, გასაოცრად და ეს ბარსაა…
    და რა თქმა უნდა პატარა გენიოსი, რომელიც ბარსამ იპოვა, აღზარდა და მსოფლიოს აჩუქა, ჩემი Lionel Andere Messi
    რომელიც ჯერ ისევ გვაბედნიერებს და მართალია მტელს მსოფლიოს ეკუთვნის, მისი გული მაინც კამპ ნოუზეა;
    და როდესაც კარიერას დაასრულებს, ის ბოლომდე შევსებული კამპ ნოუს ოვაციების ფონზე უნდა გავაცილოთ, იმედი მაქვს, რომ იმ დღეს ჩვენ ერთად იქ მოხვედრას შევძლებთ;
    კიდევ ერთხელ გილოცავთ 2021
    წარმატებები, სიხარული და ბედნიერება ყველას! barca-1 barca-1 barca-1

  • me da barca
    schedule 01 იან 2021, 21:06

    გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ვიცოდი ვინც მოიგებდა, ანუ ეტყობოდა.
    სულ თავიდან მეგონა მეორე ადგილოსანი მოიგებდა, მაგრამ გზადაგზა აზრი შემეცვალა და არც შევმცდარვარ. ვულოცავ!

  • BEQA BARCA
    schedule 01 იან 2021, 20:55

    გილოცავთ სამივეს. ისე მე მეგონა MSD მოიგებდა. მაგრამ ყველას გილოცავთ….

  • C.PC5
    schedule 01 იან 2021, 20:28

    გილოცავთ ძმდებო!!!

  • BARCELONA FOREVER
    schedule 01 იან 2021, 19:11

    AGU3RO,
    აწი პირველი მომელოცოს 😀❤️

  • AGU3RO
    schedule 01 იან 2021, 18:57

    გილოცავთ.

    მეხუთეზე გავედი 😀❤

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 01 იან 2021, 18:53

    ვულოცავ ხუთივეს 😊 პირველ რიგში გამარჯვებულს blush barca-4

  • M10 S9 D11
    schedule 01 იან 2021, 18:42

    ციტატა: BARCELONA FOREVER
    M10 S9 D11,
    გილოცავთ შენც და Albicelectesac ❤️


    გაიხარე ❤️

  • BARCELONA FOREVER
    schedule 01 იან 2021, 18:37

    M10 S9 D11,
    გილოცავთ შენც და Albicelectesac ❤️

  • M10 S9 D11
    schedule 01 იან 2021, 18:33

    გილოცავ Albicelecte❤️❤️

  • Tsitsi
    schedule 01 იან 2021, 18:25

    გილოცავთ! heart_eyes barca-4 ყველას წარმატებებს გისურვებთ