ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: ”თუკი ”არსენალი” 40 მილიონზე თანახმა არ იქნება სესკი არ გადმოვა”

როსელი: ”თუკი ”არსენალი” 40 მილიონზე თანახმა არ იქნება სესკი არ გადმოვა”

ესპანური ”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი გუნდი არ აპირებს ლონდონის ”არსენალის” ნახევარმცველ, სესკ ფაბრეგასში 40 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადახდას.

”სესკი აკეთებს ყველაფერს, რათა ”ბარსაში” გადმოვიდეს. პეპ გვარდიოლამ იცის რა ღირს ფეხბურთელები. სესკ ფაბრეგასის ფასი 40 მილიონ ევროზე ნაკლებია. ”ბარსელონა” ფეხბურთელის გამოსასყიდად 40 მილიონ ევრომდე გადაიხდის. თუკი ”არსენალი” არ დათანხმდება ამ შეთავაზებას სესკი არ გადმოვა. პეპმა იცის, რომ ჩვენ არცთუ ისე მდიდარი კლუბი ვართ. რაც შეეხება ალექსის სანჩესს, ახლა არ შეიძლება ითქვას, რომ მის ყიდვასთან ძალიან ახლოს ვართ” – განაცხადა როსელმა კატალონიურ არხ ”TV3”-ისთან საუბრისას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში