ინტერვიუ ლიონელ მესისთან

ინტერვიუ ლიონელ მესისთან

“ბარსელონას” კაპიტანმა ლიონელ მესიმ La Sexta-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

– არდადეგებზე ჩემს ოჯახთან ერთად არგენტინაში მივემგზავრები.

– როდესაც ბავშვი ვიყავი, ფეხბურთისთვის ყოველთვის რაღაცას ვითხოვდი – მაისური, ბურთი, ბუცები… მშობლები ჩემს გასაბედნიერებლად ყველაფერს აკეთებდნენ.

– იმ ბურთის მიღებაც კი მახსოვს, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა, ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი. მამა და დედა ჩემთვის ყოველთვის ყველაფერს საუკეთესოს აკეთებდნენ.

– არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პრესაში ბევრს საუბრობს. მირჩევნია, ახლობელ ადამიანებთან ვისაუბრო.

– PlayStation-ის თამაში? ამას აღარ ვაკეთებ. მას უფრო ხშირად ტიაგო თამაშობს. ადრე მთელი დღე ვთამაშობდი. მისი დაბადების შემდეგ შევყწვიტე. ახლა ამას დრო და დრო ვაკეთებ.

– ბევრი სპორტსმენით მოხიბლული ვარ. ნადალი ჩოგბურთში და რონალდუ ფეხბურთში სამაგალითოები არიან. ძალიან ბევრი ბრწყინვალე ათლეტი არსებობს.

– “ბარსელონა” ჩემი ცხოვრებაა.

– “ბარსამ” ყველაფერი მომცა. ბარსელონაში უფრო დიდ ხანს მიცხოვრია, ვიდრე არგენტინაში…

– ყველაფერი აქ ვისწავლე. კლუბმა ჩამომაყალიბა როგორც ფეხბურთელად, ასევე პიროვნებად.

– დღეისათვის კარგად ვარ. ხასიათზე მოსასვლელად გარკვეული დრო დამჭირდა. მონდომებული ვარ და მსურს ვიბრძოლო ყველა ტიტულისთვის. ხალხი ისე საუბრობს, რომ არაფერი იცის. ისინი სიახლეებს თხზავენ და შემდეგ ტელევიზიაში ან გაზეთებში უშვებენ. ბოლო დროს, RMC-მ ბევრი ტყუილი დაწერა.

– კლუბი მძიმე სიტუაციაშია. ეს ყველასთვის რთულია. ძალიან გაგვიჭირდება იმ სიმაღლეზე ყოფნა, რომელზეც ადრე ვიყავით.

– არ მადარდებს, რას ამბობს ხალხი ჩემზე. ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ, მათი აზრია.

– ბოლო დროს მოვიწყინე? სპორტული საკითხების გამო არ ვტირი, მაგრამ ამას ძალიან განვიცდი. ცრემლი სხვა საკითხებზე მომდის, მაგრამ მირჩევნია, დეტალებს არ ჩავწვდეთ.

– ბარსელონაში გადმოსვლის პერიოდი რთული იყო, რადგან 13 წლის ვიყავი და ყველაფერს ჩემს ზურგს უკან ვტოვებდი – მეგობრებს, ქვეყანას… მივდიოდი იქ, სადაც არავინ მიცნობდა.

– იყო დრო, როდესაც მორცხვი ვიყავი. მხოლოდ ჩემი ოცნების ასრულებაზე ვფიქრობდი.

– მატეო? ის ყველაფერს ბევრად უკეთ უზრუნველყოფს. მას ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.

– ბართომეუსთვის ნობიტა (მულტფილმის პერსონაჟი) არასდროს დამიძახია (იცინის).

– ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივია და ზოგჯერ მოსაწყენიც. ვიღვიძებ, ვსაუზმობ, ბავშვები სკოლაში მიმყავს, ვვარჯიშობ და უკან ვბრუნდები.

– კასტელდეფესში 10 წელი ვცხოვრობდი. ეს პატარა დასახლებაა და რა თქმა უნდა, მასზე ყველაფერი ვიცი.

– ზოგჯერ მინდა ხოლმე, რომ ცნობადი არ ვიყო… განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შვილებთან ერთად ვარ.

– ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რადგან ჩემს მიმართ ყველა სიყვარულს გამოხატავს, ვინც მე მგულშემატკივორბს.

– ოდესმე კრიშტიანუთი PlayStation-ზე მითამაშია? არასდროს… გუნდებს მხოლოდ შემთხვევითობის პრინციპით ვირჩევ.

– გულშემატკივრების გარეშე თამაში საშინელებაა. სავსე სტადიონი ყველაფერს უფრო აბალანსებს. “კამპ ნოუზე” მისვლა ადრინდელს აღარ ჰგავს. იქ არავინაა.

– გადატვირთული კალენდარი? სპორტსმენზე არავინ ფიქრობს. ჩანს, რომ ეს უფრო ეკონომიკის ინტერესია, ვიდრე სპორტისა თუ თამაშის.

– მარადონას გარდაცვალება? იმ დროს სახლში ვიყავი და შეტყობინება მამაჩემისგან მივიღე. მაშინვე ტელევიზორი ჩავრთე და ყველაფრის გარკვევა დავიწყე.

– “ნიუელს ოლდ ბოისის” ძველი მაისური? ეს კლუბის საჩუქარი იყო… ვგრძნობდი, რომ იმ მაისურის გამოსაყენებლად და დიეგოსთვის პატივის მისაგებად სწორი დრო იყო.

– მაისური “ნიუელსისგან” მივიღე. ვიცოდი, რომ იმ დღეს გოლს გავიტანდი, მაგრამ ეს უცნაური იყო. იმ თამაშში, როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდი, გოლი გავიტანე.

– მარადონა პოლიტიკურ არჩევანს ღიად აფიქსირებდა, მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულება არასდროს გამიმჟღავნებია. ეს ის არაა, რაც თავს უკეთ მაგრძნობინებს. მე ფეხბურთელი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხედვები მაქვს, ამას პირადად შევინახავ, თავს ასე უფრო უკეთ ვგრძნობ.

– “ბაიერნთან” 2-8 წაგება? ეს მძიმე მარცხი იყო. ასეთი წაგებას არ ველოდით და ამან გული გვატკინა.

– ზეწოლა იმის გამო, რომ მსოფლიოში საუკეთესოს მიწოდებენ და ამის ყოველ თამაშში ჩვენება მიწევს? უბრალოდ თითოეულ თამაშზე კონცენტირებული ვარ და არ ვფიქრობ იმაზე, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიმიჩნევენ.

– გავგზავნიდი ბიუროფაქსს, თუ კიდევ მომიწევდა? დიახ, ეს იყო ჩემი აზრისა და გრძნობების გამოხატვის მეთოდი. ეს იყო სათქმელი კლუბისადმი, რომ წასვლა მინდოდა.

– მაწუხებდა ის ფაქტი, რომ კლუბში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ იმაში, რომ “ბარსელონა” მიყვარდა… ვგრძნობდი, რომ საოცარი პერიოდი დასრულდა და დრო იყო, კლუბი დამეტოვებინა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მომცა. ტიტულების მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლა მინდოდა. ვგრძნობდი, რომ ცვლილებების დრო იყო. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ჩემი სახის უარყოფითი სურათის შექმნა დაიწყო.

– ჩემთვის იოლი არ იყო იმის თქმა, რომ კლუბის დატოვება და ქალაქიდან წასვლა მინდოდა. ჩემს ოჯახს აქ დარჩენა უნდოდა. ბარსელონა მათი სახლია, მაგრამ მე ნამდვილად ვგრძნობდი იმას, რომ წასვლის დრო იყო. ლუის სუარესის გაშვებას ჩემს გადაწყვეტილებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მისი პირდაპირ კონკურენტ გუნდში გაშება გიჟური იდეა იყო.

– ბართომეუმ ბევრ რაღაცაში მომატყუა. მირჩევნია, ამას არ ჩავუღრმავდე, რადგან პირად თემებზე საუბარი არ მიყვარს. თუმცა, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ბევრი რამ მოხდა.

– დარჩენა ადვოკატებმა მირჩიეს? არა, თუმცა მათთან ვისაუბრე. მათ ისიც კი მითხრეს, რომ სასამართლო დავას მოვიგებდი, მაგრამ ეს იყო უკანასკნელი რამ, რისი გაკეთებაც მინდოდა.

– საგადასახადო საკითხები კლუბთან და გულშემატკივრები? გარკვეულ მომენტებში, სიტუაციიდან გამომიდნარე, ფანები შენს გვერდით ვერ დადგებიან.

– გვარდიოლას მიერ თამაშებისთვის მომზადების მეთოდი განსაკუთრებული იყო. ლუის ენრიკესაც მუშაობის ბრწყინვალე გზა ჰქონდა. გამიმართლა, რომ მათთან მუშაობა მომიწია.

– ეს ყველაფერი კუმანისთვის რთულია, რადგან ახლა გარდამავალი ეტაპია… გუნდში ახალი ფეხბურთელები და ნიჭიერი ტალანტები არიან. მათი შეთამაშება რთულია.

– დარწმუნებული არ ვარ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ. ვინც მოვა, იმას კლუბი მძიმე მდგომარეობაში დახვდება. მან უნდა იმუშაოს იმაზე, რომ გუნდი დააბრუნოს იქ, სადაც იყო. ჩემთვის ჯერ არცერთ კანდიდატს არ დაურეკავს.

– დავრჩებოდი, თუ ჩავი მწვრთნელად მოვიდოდა ან ნეიმარი დაბრუნდებოდა? მოვიცადოთ და ვანხოთ, რა მოხდება. გადაწყვეტილებას ზაფხულში მივიღებ. კლუბი ახლა ფინანსურად რთულ სიტუაციაშია, ამიტომ ნეიმარის მოყვანა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

– WhatsApp-ში სუარესთან და ნეიმართან სასაუბრო ჯგუფი მაქვს. ლუისს ყოველდღე ვესაუბრები. ნეიმარს ბოლოს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წილისყრის შემდეგ ვესაუბრე.

– გასახდელში ყველაზე მეტ დროს იმ ფეხბურთელებთან ერთად ვატარებ, რომლებიც კლუბში უკვე არც თუ ისე ცოტა დროა იმყოფებიან. გრიზმანთანაც დროს კარგად ვატარებ.

– სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებსი დაწყებას არ ვაპირებ… ჩემი გეგმა ახლა იმაში მდგომარეობს, რომ კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია.

– აშშ-ში თამაშს ვისურვებდი. მინდა გამოვცადო იქ ცხოვრება და ვითამაშო იქაურ ჩემპიონატში… თუმცა, საბოლოო ჯამში ჩემი მიზანი “ბარსელონაში” დაბრუნება იქნება. ამაზე მოკლევადიან პერსპექტივაში არ ვფიქრობ. უბრალოდ მინდა ვნახო, როგორ დასრულდება სეზონი.

– ტრიბუნებზე გულშემატკივრების ყოფნითა და გამამხნევებელი შეძახილებით სხვაგავარი სიტუაცია იქნებოდა? შესაძლოა… ახლა უფრო ბედნიერი ვარ. სიტუაციასთან შესაგუებლად გარკვეული დრო დამჭირდა… ახალ ფეხბურთელებთან ადაპტირებასაც კი დრო დასჭირდა, ამ ყველაფრის აშენებას…

– “რეალში” ან “ატლეტიკოში” არ გადავალ… ეს არცერთ შემთხვევაში არ მოხდება…

– კარიერის დასრულება? წარმოდგენა არ მაქვს, რას გავაკეთებ ამის შემდეგ… ყველაფერი ფეხბურთთანაა დაკავშრებული, თუმცა საკუთარ თავს მწვრთენლად ვერ ვხედავ. შესაძლოა, სპორტული დირექტორი ვიყო. ვნახოთ, რა მოხდება.

– მართალია, რომ ყველაფერი ზღაპრულად დასრულდება, თუ დარჩენა გადავწყვიტე… მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქალაქში გავატარე. კარგი და ცუდი პერიოდი აქ გამოვიარე. უბრალოდ, უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

– იმედი მაქვს, 2021 წელი უკეთესი იქნება. ეს ცუდი წელიწადი გამოვიდა. ვნახოთ, რას მოგვიტანს ახალი წელი.

– დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (56)

  • Messi, Iniesta
    28 დეკ 2020, 19:03

    თუ ბარსელონა წელს რომელიმე ტიტულს მაინც მოიგებს და ახალი პრეზიდენტი კარგ პროექტს წარუდგენს, ლეო დარჩება!❤️

  • Barca1899
    28 დეკ 2020, 16:30

    მთავარია ამ კაცს კარგი პროექტი წარუდგინონ და.დამაჯერებელი❤დარჩება ლეო❤❤

  • Albicelecte
    28 დეკ 2020, 14:17

    რაღაც დასტოინი, ძალიან ადამიანური და დინჯი ტიპია ლეო
    ასე იყო ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში, ვფიქრობ,რომ ძალიან არ შეცვლილა, ცოტა უფრო თამამი და გამოხატვის დროს უფრო გაბედული გახდა, ეს ასაკსაც მოაქვს
    ჯამში კარგი ინტერვიუ გამოვიდა და ბართომეუს რაც შეეხება, იმ ვირთხისათვის უმჯობესი იყო მკვდარი და ცოცხალი ეგინებინა

  • BarcaFan❤💙
    28 დეკ 2020, 13:51

    არა ისე წარმოიდგინეთ ენრიკესთვის ის ტრანსფერები რო. გაეკეთებინათ რასაც ითხოვდა შეგვეძლო მინიმუმ კიდევ 2 ლიგა მოგვეგო და მილანს დავწეოდით 😔 თან ლუჩოც არ წავიდოდა

  • Tabagari
    28 დეკ 2020, 13:45

    უბრალოდ ადამიანი ^^

  • Iniesta. And messi
    28 დეკ 2020, 12:13

    უდიდესი საუკეთესი❤❤❤

  • C.PC5
    28 დეკ 2020, 12:02

    ბართომეუს ასხა როგორც ველოდი, დანარჩენი არაფერი არ უთქვამს განსაკუთრებული, ცუდი წელი რომ იყო ლეოსთვის ისედაც ვიცოდი და კიდეც აღნიშნა. ალბათ გულშემატკივრები რომ დაბრუნდებიან მერე უფრო შევა ფორმაში. ბართომეუ რახან წაეთრა არამგონია რომ წავიდეს მაგრამ მაინც ფეხს ითრევს და გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით.

  • AGU3RO
    28 დეკ 2020, 11:52

    ლეოო <3333333

  • KING_BARCA
    28 დეკ 2020, 11:44

    ადამიანი❤️

  • ტერ შტეგენი
    28 დეკ 2020, 11:37

    ბარსელონა" ჩემი ცხოვრებაა.

    – "ბარსამ" ყველაფერი მომცა. ბარსელონაში უფრო დიდ ხანს მიცხოვრია, ვიდრე არგენტინაში…

    – ყველაფერი აქ ვისწავლე. კლუბმა ჩამომაყალიბა როგორც ფეხბურთელად, ასევე პიროვნებად.ამით ყველაფერი ნათქვამია და იმედი მაქვს არ წავა ❤️❤️❤️❤️ არ მინდა რომ წავიდეს☹️☹️☹️. სხვისი არვიცი მაგრამ მე წაკითხვა უემოციოდ ვერ შევძელი.თარგმანისთვის მადლობა ❤️❤️❤️❤️.

  • me da barca
    28 დეკ 2020, 11:26

    "სუარესის კონკურენტ გუნდში გაშვება გიჟური იდეა იყო". ამას მარტო არაკაცი ბართო და მისი "შაიკა" ვერ მიხვდა. გუნდს სისხლი გამოწოვეს და მიაგდეს.
    არ ვიცი ვინ მოიგებს არჩევნებს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი ბართომეუს ეპატია, მაშინ ამათი დედაც, სისხლს უნდა არწყევდეს ეს აფერისტი, მატყუარა კლუბის დამანგრეველი პერესის მონა.

  • გვარდიოლა-სავიოლა
    28 დეკ 2020, 11:20

    თუ წასვლაა კაცურად და თავაწეული უნდა წახვიდე როგორც ლეგენდას და კაპიტანს შეეფერება და არა უკანა კარიდან გაპარავა. თუ დარჩები უნდა ითამაშო.. მესი მოიხოდოს მენტალურად და დალშე ბარსა ყველა ტურნილზე იბრძოლებს

    ციტატა: BarcaFan❤💙
    მიხარია რომ ენრიკეს წავალება და მუაშოაბა დააფასა ❤💞 თითქმის რავინ აფასებდა ენრიმეს მუშოაბს და მის წარმატებას ყველა msnს უკავშირებდა და ამბობენ რომ მაგ შეტევუთ ყველა დადებდა ტრებლს რაც სისულელეა 💁‍♂️❤


    როცა გუნდში მსნ გყავს სამი სუოერ ვარსკვლავი მათან მუშაობა უფრო რთულია. ბევრი სკეპტიკურადაც უყურებდა მათ ერთად თამაშს თუმცა ლუჩომ საპირისპირო დაამტკიცა. გამანადგურებელი ტრიო ჩამოაყალიბა და რეკორდი არ დატოვა მოუხსნელი.

  • gio-rakitich
    28 დეკ 2020, 03:43

    ციტატა: DaviD_ViLLa_7
    დიდი მადლობა, მეგობრებო, თუმცა თქვენთვის სრული ინტერვიუს ოპერატიულად მოწოდებაში დიდი წვლილი შეიტანა Tsitsi-მაც blush

    პ.ს. თქვენი გამამხნევებელი გამოხმაურებები და მხარდაჭერა კი, რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის დამატებითი, ძალიან დიდი მოტივაციაა heart_eyes


    ჯიგრები ხართ ბიჯო გალაქტიონი და ანა კალანადაძე ხართ იმენა,მართლა კარგად მუშაობთ მოტივაცია თქვენ# კიდევ განვითარებისთვის

  • Ronaldinho..
    28 დეკ 2020, 03:02

    საოცრებები ხართ ბარსამანიას მწერლებო😍ყოჩაღ კარგად მუშაობთ!

    მესის რაც შეეხება,მიყვარს😔რაღაც იმედი მომეცა მგონია რო არ წავა,
    მესის ბარსასთან ერთად ლალიგა და ჩემპ.ლიგა მანახა და მეტი არ მინდა არაფერი:))

  • Gocha tandara
    28 დეკ 2020, 02:49

    ციტატა: Tsitsi

    ციტატა: DaviD_ViLLa_7
    დიდი მადლობა, მეგობრებო, თუმცა თქვენთვის სრული ინტერვიუს ოპერატიულად მოწოდებაში დიდი წვლილი შეიტანა Tsitsi-მაც blush

    პ.ს. თქვენი გამამხნევებელი გამოხმაურებები და მხარდაჭერა კი, რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის დამატებითი, ძალიან დიდი მოტივაციაა heart_eyes


    heart_eyes kissing_heart საუკეთესო საიტისთვის barca-4


    აბა რა ჩვენ ერთი გუნდი ვართ ჩვენ ერთი გუნდი ვართ საქართველოოოში. Ვისკა ბარსა ი ვისკა დე ლა პენტა კატალუნია kissing_heart

  • Tsitsi
    28 დეკ 2020, 02:33

    ციტატა: DaviD_ViLLa_7
    დიდი მადლობა, მეგობრებო, თუმცა თქვენთვის სრული ინტერვიუს ოპერატიულად მოწოდებაში დიდი წვლილი შეიტანა Tsitsi-მაც blush

    პ.ს. თქვენი გამამხნევებელი გამოხმაურებები და მხარდაჭერა კი, რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის დამატებითი, ძალიან დიდი მოტივაციაა heart_eyes


    heart_eyes kissing_heart საუკეთესო საიტისთვის barca-4