Globe Soccer – “ალ აჰლი” “ბარსელონასა” და “ბაიერნს”, ხოლო სალაჰი რონალდინიოს სჯობს

Globe Soccer – “ალ აჰლი” “ბარსელონასა” და “ბაიერნს”, ხოლო სალაჰი რონალდინიოს სჯობს

დღესდღეობით, თუ ფეხბურთში სანახაობა გაინტერესებს, Globe Soccer-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას უნდა უყურო. ნამდვილად დიდი აზარტია იმის გამოცნობაზე ფიქრი, თუ ვის და რისთვის შეხვდება ეს ჯილდო.

წელს, წლის საუკეთესოების გარდა, გასული 20 წლის საუკეთესოებიც გამოავლინეს. აქ გასაკვირი არაფერი ყოფილა – საუკეთესო კლუბი “რეალი”, საუკეთესო ფეხბურთლი კრიშტიანუ რონალდუ და საუკეთესო აგენტი ჟორჟე მენდეში. ამ ჯილდოზე ეს სამეული უცვლელია.

თუ დაინტერესდებით, რამდენად ობიექტურობით გამოირჩევა Globe Soccer, გვინდა გითხრათ, რომ გასული 20 წლის საუკეთესო კლუბებში “რეალმა” 36% აიღო, 32%-ით მეორე ადგილზე გავიდა კლუბი, რომელსაც ვერასდროს გამოიცნობთ, მე-13 ადგილზე 18%-ით გავიდა “ბარსელონა”, ხოლო მეოთხეზე 14%-ით “ბაიერნი”. კლუბი კი, რომელსაც ვერასდროს გამოიცნობთ, არის “ალ აჰლი”. Globe Soccer-ის ცნობით, 21-ე საუკუნეში მე-2 საუკეთესო კლუბი სწორედ “ალ აჰლია”.

და ფეხბურთელები? რონალდუს 38%, მესის 24%, ფეხბურთელს, რომელსაც ვერასდროს გამოიცნობთ 23% და რონალდინიოს 14%. ფეხბურთელი, რომელსაც ვერასდროს გამოიცნობთ, არის მოჰამედ სალაჰი. Globo Soccer-ის ვერსიით, ეგვიპტელი თითქმის ისეთივე ფეხბურთელია, როგორც ლიონელ მესი და მნიშვნელოვნად აღემატება რონალდინიოს.

თუ თვალს ისტორიას გადავხედავთ, ასეთი შედეგები არ გაგვიკვირდება. მაგალითად, წლის საუკეთესო ფეხბურთლის წოდება 10-დან 6-ჯერ კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. მათ შორის 2011 წელს, როგორც ჩანს ესპანეთის თასის ფინალში გოლის გატანისთვის, აბა სხვა ყველა გუნდური ჯილდო მესიმ მოიგო. ერთი წლის შემდეგ, ლეომ თავი 91 გოლით გამოიჩინა, მაგრამ მას ამჯერად რადამელ ფალკაომ აჯობა. მესის ეს ჯილდო ერთადერთხელ, 2015 წელს აქვს მოგებული.

წლის საუკეთესო აგენტად 10 შემთხვევიდან 9-ჯერ ჟორჟე მენდეში დასახელდა და მხოლოდ ერთხელ მინო რაიოლა. როგორც ჩანს, Globe Soccer-ს პორტუგალიელების მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები აქვს.

ჯილდოების ამ უცნაური განაწილების გამო, საჭიროდ არ მიგვაჩნია გამცნოთ იმ 2 პრიზის შესახებ, რომლებიც დღეს “ბარსელონელებს” გადაეცათ, ვინაიდან Globe Soccer-ის ჯილდო სინამდვილეში სულაც არაა აღიარება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (28)

  • AGU3RO
    28 დეკ 2020, 11:58

    ვაიმეეე :დდდ ალ აჰლიო სალაჰიო

  • Peregrine Falcon
    28 დეკ 2020, 03:47

    ციტატა: Shakespeare1

    ციტატა: Kritikosi ani
    Albat ronis Golia sauketeso iyo bufonis karshi, mesis rac sheexeba barcas da la ligis istoriashi rom sauketesoa magas vagiareb


    ისოტრიაშიც საუკეთესოა :)))
    1)ყველაზე მეტი ოქროს ბურთი
    2)ყველაზე მეტი ოქროს ბუცი
    3)ყველაზე მეტი გოლი ერთ კალენდარულ წელიწადში
    4)ყველაზე მეტი გოლი ერთი სეზონის განმავლობაში :)))


    Yvelaze meti goli chempionta ligaze rekordi chempionta ligaze yvelaze meti tasi chempionta ligaze yvelaze meti asisti chempiota ligazee.. yvelaze meti goli ert zesonshi chempionta ligaze… da raas uwuneeb. La liga da chempionta liga kide bevrar gamsxvavebuliaa..

  • me da barca
    28 დეკ 2020, 01:41

    ეს პორტუგალიურ ოფშორში დარეგისტრირებული კანტორაა მგონი.

  • Kolxi
    27 დეკ 2020, 23:05

    კედელთან უნდა დააყენო და დახვრიტო ამ ჯილდოს მიმცემები ცრუპენტელობისთვის

  • Albicelecte
    27 დეკ 2020, 23:04

    საქმე ის კი არაა რამდენს იგებ, არამედ როგორ იგებ!
    2000 წელი ჯერ კიდევ 20 საუკუნის ბოლო იყო
    2002,2014, 2016,2017,2018 რეალს
    5 ლიგა რეალს, 4 ბარსას, 3 ბავარიას, 2 ლივერსა და 2 მილანს
    მილანი და ლივერი გამოირიცხა, ისეთი ჩავარდნები ჰქონდათ და დარჩა ბარსა-რეალი-ბავარია, რომელთა დომინაციით მიდიოდა მაინც ეს საუკუნე
    ბარსამ სირცხვილი კი ჭამა ბავარიასთან, მაგრამ რამდენიმეჯერ სახეც გაუერთიანა და მთლად ვალში არ დარჩენილა
    რეალი? ერთ მარცხი მახსოვს პირად დუელში 1:4, თუმცა იყო კამპ ნოუს 5:0 და 5:1-ები, ბერნაბეუს 6:2,4:0 და 3:0-ები
    ბარსა იყო ეპოქალური გუნდი, რეალმა ტიტულები მოიგო, მგონი არის განსხვავება
    ამიტომ ასეთი გამოვლენები და მსგავსი რამოსობები არ მანაღვლებს
    პეპის ბარსა და მნს ტრიო არის დაუვიწყარი, ვისაც რეალი უკეთესად მიაჩნია, ბენზემას უყუროს

  • Clever liar
    27 დეკ 2020, 22:14

    ციტატა: Kritikosi ani
    Sten ras mixano ver vxvdebi


    კიარ გიხსნი, რაც დაწერე იმის პასუხი გითხარი

    ციტატა: Clever liar
    Shen Exla eg azri gamoitane chemi monaweridan rom mesis 6 oqros burti eibartan gatanili golebis wyalobit aqvso?


    აზრი კიარ გამოიტანა, ზუსტად ეგ თქვი.. ისევე როგორც ვისაც რონალდუ ფორვარდი გონია ფრხბურთის აზრზე არაოო იძახი, მარა შენ რო ხარ ის მიხარია მე თორე ჭირს არ წაუღია ჩემი თავიი :)))

  • Kritikosi ani
    27 დეკ 2020, 22:04

    ციტატა: Clever liar

    ციტატა: Kritikosi ani
    iebartan gatanili golebit istoriashi sauketesoebi ver xdebian


    მიტო გაუგზავნა ბუდვეისერმა კასილასს 2 გემი ლუდი, მხოლოდ იებართან რო გაქონდა გოლები მესის არა? ძლივს არ მივხვდიი, რაფერ ზუსტად იცის თქმა რა ოხერია :))


    Barcastan arc ronis aqvs cota goli gatanali mitumetes roca mesis gacilebit meti tamashi aqvs chatarebuli realtan, da istoriashi yvelaze metic aqvs mgoni, da la ligis yvela drois sauleteso rom aris eg uve avgnishne da Sten ras mixano ver vxvdebi 🤣 la ligashi gatanili golebis gamo realtan tu ginda rom ligaze chavtvalot eg golebi tu egre dzalian ginda iyos egre

    ციტატა: Shakespeare1

    ციტატა: Kritikosi ani

    ციტატა: Shakespeare1

    ციტატა: Kritikosi ani
    Albat ronis Golia sauketeso iyo bufonis karshi, mesis rac sheexeba barcas da la ligis istoriashi rom sauketesoa magas vagiareb


    ისოტრიაშიც საუკეთესოა :)))
    1)ყველაზე მეტი ოქროს ბურთი
    2)ყველაზე მეტი ოქროს ბუცი
    3)ყველაზე მეტი გოლი ერთ კალენდარულ წელიწადში
    4)ყველაზე მეტი გოლი ერთი სეზონის განმავლობაში :)))


    Chempionta ligaze sauketeso veraa vercert komponentshi da iebartan gatanili golebit istoriashi sauketesoebi ver xdebian ligaze ki yvelafershi sauketesoa roni goli pasi yvelaze meti liga, 2 sxvadasxva klubshi mogebuli Liga, aseve saukunis shedegi realtan ertad 5 welshi 4 liga romelsac aseve veravin gaimeorebs nu nakrebis shedegebit verc sheedreba ra tqma unda. La ligashi ki mesia sauket3so magas vagiareb


    ანუ მხოლოდ ლა ლიგის მასშტაბებს აკმაყოფილებს მესი და ის 6 ოქროს ბურთი მხოლოდ ეიბარებთან გატანილი გოლების გამო მიცეს? რაებს ამბობ,კრიტიკოსი კი არა ფანატიკოსი ხარ :))) კლასიკოების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდი და ასისტენტი,ფინალებში ყველაზე მეტი გატანილი გოლი,რონალდუს სადაც დაუპირისპირდა იქვე გააპო(16-11:)) ) მეტი რაღა ქნას? ჩემპიონთა ლიგაზე შეხვა ფინალში 2009-ში და აგემა მესიმ,შეხვა 2011-ში ნახევარფინალში და მანდ მხოლოდ რონალდუს კი არა მთელ რეალს აგემა :)))


    Shen Exla eg azri gamoitane chemi monaweridan rom mesis 6 oqros burti eibartan gatanili golebis wyalobit aqvso? 🤣 roni rom ligis istoriashi sauketesoa amas albat yvela agiarebs mesize ki cotas dagawymareb da getyvi rom ronis shemdeg isic sauketesoa ligaze :))) rimedia exla manica ar gamoitan igive daskvnas chemi monaweridan

  • cezo45
    27 დეკ 2020, 21:53

    რას ეწევიან ასეთს? 🤔