“ბარსელონა” ღრმა კრიზისშია. საუბარი არც მხოლოდ ფეხბურთზე გვაქვს და არც მხოლოდ სპორტულ შედეგებზე – მოედანს მიღმა კლუბი ჩამოშლილია.
ამის ერთ-ერთი მტკიცებულება რამდენიმე დღის წინ მომხდარი რბილად რომ ვთქვათ არცთუ სასიამოვნო ფაქტია.
“ბარსელონას” საკალათბურთო გუნდი სტამბოლში ევროლიგის შეხვედრას ატარებდა. კატალონიელთა ფრანგი კალათბურთლი ტომა ერტელი “ანადოლუ ეფესთან” გამართული მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. მან თამაშს თვალი ტრიბუნებიდან მიადევნა. ამის მიზეზი ისაა, რომ “ბარსამ” ერტელი “დასაჯა”.
31 წლის გამთამაშებელებს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ადრე არსებული ინფომრაციით, ის მოლაპარაკებებს “ფენერბაჰჩესთან” აწარმოებდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ერტელი მადრიდის “რეალთან” ფარულ მოლაპარაკებებს მართავდა. ამის გამო მოთამაშის დასჯა და განაცხადს მიღმა დატოვება გასაკვირი ნამდვილად არაა, მაგრამ…
თამაშის შემდეგ ტომა ერტელი “ბარსელონას” თვითმრიფნავში არ აუშვეს და ის სტამბოლში დატოვეს. კალათბურთელმა თავი ჯერ თანამემამულე კალათბურთელს შეაფარა, შემდეგ კი ბარსელონაში ლიონის გავლით დაბრუნდა. სტატიის მთავარი სურათი სწორედ ლიონშია გადაღებული, სადაც ერტელი მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელებს შემთხვევით შეხვდა.
“ბარსელონას” ყოფილმა ფრანგმა კალათბურთელმა, კევინ სერაფინმა მომხდარის კომენტირებისას Twitter-ზე დაწერა, რომ მას “ბარსელონასგან” ასეთი რამ არ უკვირს. მან კლუბის თანამშრომლებს საახალწლოდ ჭკუა უსურვა.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა “ბარსელონამ”. კატალონიელები ტომა ერტელის თურქეთში დატოვებას ადასტურებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ მისთვის სასტუმროც დაჯავშნილი იყო და მეორე დღეს კატალონიაში დასაბრუნებელი ბილეთიც.
ესეც ტომას ერტელი 4 წლის წინ, თურქეთში, “ბარსელონაში” გადმოსვლამდე, “რეალის” მაისურით.

რეალს შეიძლება უარესი ექნა, ასეთი იუდა თუ ეყოლებოდა გუნდში.
მეტის ღირსია ძაან კაი თუ არ აუშვეს. იმ სპორტცმენის დ… შ .. რომელიც ბარსადან რეალში გადავა ან პირიქით !!!
ფიგუმ ამის შემდეგ თავისი მაისური და შემწვარი გოჭისთავი გამოუგზავნა
ფიგუსნაირი მოღალატეები <<ცენზურის დარღვევა>> გუნდიდან. კლუბი დაიკიდა და არც კი გააფრთხილა რომ სხვა გუნდთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს თან რეალთან ხოდა ამათმაც დაიკიდეს. ძაან კაი.
თუ ეგ სიმართლეა ღირსიც ყოფილა და მეტიც ეკუთვნის მოღალატეების ადგილი ბარსაში არაა გინდა საფეხბურთო გუნდი იყოს და გინდა კერლინგის
ესარცვიცი ვინაა ;დ
მოღალატეს მეტი ეკუთვნის
ესეთი არაპროფესიონალური ხელმძღვანელობა რაც ბარსელონას ყავდა ბოლო 5 წლის განმავლობაში არცეთ სპორტში და სფეროში არ მეგულება, ტიპებმა გუნდს(ფეხბურთი თუ კალათბურთი თავისი მომავლით) ისეთი ბოროტება გაუკეთეს, ახალი არჩევნების მერეც მაგათი ჩასვრილი საქმეები ჯერ კიდევ წინ დახვდება გუნდს. მე რო მკითხო წინა პრეზიდენტი(თავისი დამქაშებით) უბრალოდ უნდა გასამართლდეს ღალატისთვის
ეს ვინაა ვაბშე არვიცი :დ
იცოდი რო რეალის მლოკველი იყო რაღას მოათრიე და თუ ჭამე დედიშენისა მოიქეცი ღირსეულად, რა საქციელია დატოვეს თურქეთში და სასტუმრო უქირავეს, იმას კი არ ასწავლეს ჭკუა ზედმეტი ფული გაისროლეს ამ დიშლებმა
აგოიმებენ ამ ბარსას სინამდვილეში ალბათ ბარსამ რაც თქვა ეგრეა