“ბარსა ბ”–ს ყოფილმა მწვრთნელმა, იტალიურ “რომასთან” 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა…
მოგეხსენებათ 2011/12 წლების სეზონიდან, ახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელი, ლუის ენრიკე რომაულ “რომას” გაწვრთნის. მას კი ასისტენტობას ივან დე ლა პენია გაუწევს. პირველ წელს, მისი ხელფასი 2.9 მილიონი ევრო იქნება, ხოლო 2012/13 წლების სეზონში იგი 3.1 მილიონ ევროს მიიღებს.
შესაძლოა, მომავალი სეზონიდან ლუისთან და ივანთან ერთად, იტალიური კლუბის რიგებში კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ. მათ შორისაა ბოიან კრკიჩი, ჯონათან სორიანო და ჟეფრენ სუარესი. თუმცა, ყველაზე რეალურ ვარიანტად მაინც ბოიანის ტრანსფერს მიიჩნევენ.