11 წელი “ბარსელონას” ისტორიული მიღწევიდან

11 წელი “ბარსელონას” ისტორიული მიღწევიდან

იყო დრო, როდესაც “ბარსელონას” ულხინდა. დღეს, 2020 წლის 19 დეკემბერს, ზუსტად 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კატალონიურმა კლუბმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

2008 წლის ზაფხულში პეპ გვარდიოლა “ბარსელონა ბ-დან” დააწინაურეს და პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. “ბლაუგრანას” ლეგენდამ სადებიუტო სეზონშივე სამივე ტიტული მოიგო, რომლებსაც იმავე წელს ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც მიამატა. შედეგად, “ბარსა” ფეხბურთის ისტორიაში გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც კალენდარული წლის განმავლობაში 6 ტიტული მოიგო.

დღეს ზუსტად 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ბლაუგრანამ” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მატჩში “ესტუდიანტესი” 2-1 დაამარცა და 2009 წელს სარეკორდო მე-6 ტიტული მოიგო.

“ესტუდიანტესთან” თამაშის მიმოხილვა:

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • njanka1977
    19 დეკ 2020, 23:41

    ნახეთ რა ხალხია სურათზე… ნახეთ? და დღეს გუნდში მოთამაშეებს ვერ ვცნობ, რომ გადმოდიან ბარსაში მაინც ვერ ხდებიან ცნობილები… ვინაა არაუხო? დესტი? დემბელე? ლენგლე? რა ტიტულები აქვთ ბარსაში მოსვლამდე, მახსოვს როცა იყიდეს სუოერ ვარსკვლავი რონალდინიო, ეტოო, ანრი, იბრაჰიმოვიჩი, დეკო, ჟიული, რომლებსაც აქ გადმოსვლამდე ან უდიდესი ტიტულები ჰქონდათ ან სუპერ ვარსკვლავები იყვნენ. პლიუს ლა მასიის გენიოსი თაობა. იმიტომაც არ გვაქვს შედეგი. და ,,მზექალა" პრეზიდენტის თქმის არ იყოს – არც გვექნება

  • BARCELONA FOREVER
    19 დეკ 2020, 19:08

    ეგ მაგარი იყო მარა 2015 რაღაც საოცარი იყო იმ ტრიოს გამო რომელიც პირადად ანადგურებდა ყველას

  • Fatima
    19 დეკ 2020, 18:50

    ციტატა: Griezzy7

    ციტატა: nika1899
    დღეს ვნახე 2015 ლიგის ფინალის ვიდეო, რა ლაღად თამაშობდნენ ბიჭები, თვალს სიამოვნებდა, იმედა მალე მოვა ისევ ისეთი დრო და ქვას ქვაზე არ დატოვებენ 😂🥰❤️


    იმედიაა 💜💜


    ყველა გვარდიოლას ბარსელონას იხსენებს არადა 2015 წელს ენრიკეს ბარსამ ისე მოიგო ჩემპიონთა ლიგა რომ სულ ქვეყნის ჩემპიონები აამარცხა, ისტორიაში არავის ახსოვს ლიგა გუნდს მოეგოს და სულ ქვეყნის ჩემპიონები ემარცხებინოს. ჯგუფში საფრანგეთის ჩემპიონი პესეჟე და ჰოლანდიის ჩემპიონი აიაქსი გვყავდა და პირველზე გავედით, შემდეგ მერვედფინალში ინგლისის ჩემპიონი მანჩესტერ სიტი გამოვაგდეთ, მეოთხედფინალში საფრანგეთის ჩემპიონს პესეჟეს შევხვდით ისევ და ისევ გამოვაგდეთ, ნახევარფინალში გერმანიის ჩემპიონი ბაიერნი გამოვაგდეთ და ფინალში უკვე იტალიის ჩემპიონს იუვენტუსს მოვუგეთ და ლიგაც ავწიეთ ბოლოჯერ. ეჰ ენრიკეს ბარსა. barca-1 barca-3 barca-4

  • AGU3RO
    19 დეკ 2020, 18:48

    როგორ უხარია მესის <3

  • nika1899
    19 დეკ 2020, 18:15

    დღეს ვნახე 2015 ლიგის ფინალის ვიდეო, რა ლაღად თამაშობდნენ ბიჭები, თვალს სიამოვნებდა, იმედა მალე მოვა ისევ ისეთი დრო და ქვას ქვაზე არ დატოვებენ 😂🥰❤️