გუშინ ”არსენალის” თავმჯდომარემ პიტერ ჰილ-ვუდმა აღიარა, რომ არსებობს რაღაც კონტაქტი ”ბარსელონასა” და ”არსენალს” შორის სესკ ფაბრეგასის ტრანსფერის შესახებ.” ”ბარსელონამ” ოფიციალურად მიმართა ლონდონურ საფეხბურთო კლუბს ფაბრეგასის ყიდვასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ჰილ-ვუდმა ინგლისურ გამოცემა ”mirror”-თან ინტერვიუში. ”ჩვენ ვისაუბრეთ სესკის შესახებ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ფორმალობა, ჩვენ მას მივცემთ წასვლის ნებას”,- დაამატა მან. ჰილ-ვუდს კარგად ესმის, რომ კატალონიურ კლუბს ძალიან სურს ფეხბურთელის დაბრუნება, მაგრამ ის თავს იკავებს მოლაპარაკების დეტალების საჯაროდ გახმაურებისგან. არსენ ვენგერს არ სურს იმ ფეხბურთელის დაკარგვა, რომელიც მისი გუნდის ერთგვარი ემბლემაა. თუ ფაბრეგასი დატოვებს ”არსენალს”, ვენგერი ეცდება სამირ ნასრი მაინც შეინარჩუნოს, რომელიც, აგრეთვე, აპირებს კლუბის დატოვებას.
პირველი კონტაქტი ”ბარსელონასა” და ”არსენალს” შორის
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.