workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი:”ვილია ადაპტაციას იბრასთან ერთად გაივლის”

პუიოლი:”ვილია ადაპტაციას იბრასთან ერთად გაივლის”

http://totalfootballmadness.com/wp-content/uploads/2009/10/Puyol-1.jpg

”ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა გუნდის ახალწვეული, დავიდ ვილია დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ დავიდი და ზლატანი ადაპტაციას ერთად გაივლიან კატალონიურ კლუბში.
”ვილია ჩვენს გუნდს დიდ ძალას შემატებს. იგი ძლიერი, სწრაფი და მობილური მოთამაშეა.”-პუიოლი ასევე ფაბრეგასის თემასაც შეეხო-”ცესკს ძალიან სურს, რომ ითამაშოს ”ბარსაში”. დარწმუნებული ვარ იგი ოდესმე ითამაშებს ჩვენს კლუბში, მაგრამ მე მსურს, რომ მან ჩემი აქ ყოფნის დროს ითამაშოს.”-განაცხადა პუიოლმა

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა, ხუან მატა, რომელიც ვილიას თანაგუნდელი იყო ”ღამურებში”. მან ასე დაახასიათა ყოფილი თანაგუნდელი:”ჩემი აზრით, დავიდი ერთ-ერთი საუკეთსო ფორვარდია მსოფლიოში, იგი ”ვალენსიას” უდაო ლიდერი იყო და მე მას ახალ კლუბში წარმატებას ვუსურვებ”-დასძინა ხუან მატამ.
წყარო:www.barcamania.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში