გასულ კვირაში “ბარსელონას” ყველა გუნდმა მოიგო

გასულ კვირაში “ბარსელონას” ყველა გუნდმა მოიგო

“ბარსელონას” თამამად შეიძლება ეწოდოს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სპორტული კლუბი. საფეხბურთო გუნდების გარდა კატალონიელებს პროფესიონალური გუნდი სპორტის ოთხ სახეობაში ჰყავთ და ოთხივეში ძალიან წარმატებული. გასულ ტურებში კი “ბლაუგრანას” უკლებლივ ყველა გუნდმა მოიგო.

პირველი გუნდი

რონალდ კუმანის გუნდმა “ლევანტეს” უმასპინძლა და ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, გაჭირვებით მოიგო.

ბარსა ბ

კატალონიელების სარეზერვო გუნდს პრინციპული მატჩი ჰქონდა “ესპანიოლ ბ-სთან”. გარსია პიმიენტას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში, მე-80 წუთზე გატანილი გოლით 2-1 მოიგო.

ქალთა გუნდი

ამჟამად “ბარსელონაში” საუკეთესო გუნდი. მორიგი იოლი გამარჯვება, ამჯერად “ვალენსიასთან” სტუმრად 7-0. 8 თამაშში 8 მოგება, 45 გატანილი და მხოლოდ 1 გაშვებული გოლი.

კალათბურთი

ზედიზედ მეორე თამაში მოიგო კალათბურთის გუნდმა, რომელმაც ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ “ობრადიოიროს” სტუმრად 78-75 სძლია.

ხელბურთი

ქალთა გუნდის მსგავსად უდანაკარგოა ხელბურთის გუნდიც, რომელმაც 15 თამაშიდან ყველა მოიგო. ამჯერად აუტსაიდერთა შორის მყოფი “ფრიგორიფიკოსის” ჯერი დადგა, რომელსაც “ბარსამ” ანგარიშით 39-24 აჯობა. 15 ტურის შემდეგ “ბარსელონას” ბურთების სხვაობა +225 არის, მეორე ადგილზე მყოფი გუნდის კი +74.

ფუტზალი

სეზონის არადამაჯერებლად დაწყების შემდეგ ფორმაში შედის ფუტზალის გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-3 თამაში მოიგეს, ამჯერად “ბეტისთან” სტუმრად, ანგარიშით 7-0.

ჰოკეი

იოლად მოიგო გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდმაც. “ტარადელის” 7-1 განადგურების შემდეგ “ბლაუგრანას” 12 თამაშში 10 მოგება დაუგროვდა, მაგრამ “ლისეოს” უდანაკარგო სვლის გამო ეს მხოლოდ მე-2 ადგილისთვისაა საკმარისი.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • MARI=BARCA-fan
    14 დეკ 2020, 15:31

    ციტატა: El pistolero 9
    გორგოლაჭებიანი ჰოკეი რამე ახალი სპორტია?


    smile smile smile

  • El pistolero 9
    14 დეკ 2020, 14:16

    გორგოლაჭებიანი ჰოკეი რამე ახალი სპორტია?

  • BARCELONA FOREVER
    14 დეკ 2020, 13:38

    ამ ლენგლეს და ალბას მაგივრად გოგოებიდან რო გამოუშვან ვინმე არ ჯობს :დ

  • grizmann
    14 დეკ 2020, 13:06

    ამ გუნდებსაც იგივე ხელმძღვანელობა ყავს რაც ფეხბურთისას?

  • AGU3RO
    14 დეკ 2020, 12:59

    მშვენიერი , მრავალი ასეთი კვირა :დ

  • C.PC5
    14 დეკ 2020, 12:37

    კაცების გუნდში კატა შეიპარა და ახლა გოგოებს უბრიქდებათ🤣🤣🤣🤣 კალათბურთს თამაშობენ. საღოლ გოგოებს🙌🙌

  • me da barca
    14 დეკ 2020, 12:24

    მესის 5 გოლი აქვს გატანილი 11 მატჩში.
    წარსულში ცოტა შორს წავედი და 12/13 წლის სეზონში მესის 11 თამაშში 13 გოლი გაუტანია.

  • ousmane dembele 11
    14 დეკ 2020, 12:11

    ეს გოგოები რო დააწინაურონ ბარეორ ბიჭზე მაგრათ ითამაშებს smile smile

  • GioKakiashvili
    14 დეკ 2020, 12:11

    აუუ გოგოები რასუბერავენ საღოოლ დდდფ