workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD & Sport | ყოველკვირეული ნომრები

MD & Sport | ყოველკვირეული ნომრები

Sport-ის ნომერში, სადაც მთავარ სტატიად “კუმანის გეგმა” არის წარმოდგენილი, რონალდ კუმანის ტაქტიკურ მონახაზზე და მის ეფექტურობაზეა საუბარი. 

ნიდერლანდელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ მზადაა, რომ ლა ლიგის შეხვედრებში როტაციას ნაკლებად მიმართოს და გუნდის ძირითადი შემადგენლობის თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე იფიქროს.

იანვარში კუმანს ახალი შენაძენების იმედი აქვს და მიაჩნია, რომ იქამდე არსებული რესურსით საუკეთესო ფორმაციით თამაშობს.

 რაც შეეხება Mundo Deportivo-ს ნომერს, პირველ პლანზე FIFA-ს მთავარი ჯილდოსთვის მებრძოლი 3 კანდიდატია წარმოდგენილი. 

საუკეთესო ტრიოში, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი რობერტ ლევანდოვსკის აქვს. 

MD ასევე 2021 წლის ზაფხულზეც წერს, როდესაც, შესაძლოა, ანხელ დი მარია და სერხიო აგუერო უკვე თავისუფალ აგენტებად მოგვევლინონ. გამოცემის აზრით, “ბარსელონას” მხრიდან სწორედ ამ ორი ფეხბურთელის დამატებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.

  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • AGU3RO
    schedule 13 დეკ 2020, 09:21

    აგუერო თუმოიყვანეს სუარესის უპატივცემლობაა.

  • Le0_Barca
    schedule 13 დეკ 2020, 00:52

    საინტერესოა…

  • Albicelecte
    schedule 12 დეკ 2020, 23:15

    ძირიტადი თერთმეტეულიო და ვინ არის ეგ ძირითადი?
    ალბა?
    გრიზმანი?
    ლენგლე?
    კოუტინიო?
    ვისი დანახვაც არ მინდა?!
    თუ დე იონგი (გაურკვეველი პოზიციის და ფუნქციების)
    ბუსკეტსი? საკუთარი თავის ლანდი
    თუ მარტინ ბრაიტვაიტი?! (ათი წლის წინ რომ დაედო ფსონი, ბარსაში 9-იანს ჩავიცვამო მაგარ მაყუთს რომ მოხსნიდა?)

    ახალგაზრდებს და ლა მასიელებს დაეყრდენი ბიძიკო და ცოტა სწრაფი და აგრესიული თამაში მოთხოვე (აგრესიულში ფეხის მოტეხვა კი არ დაავალო ვინმესთვის)

  • BARCELONA FOREVER
    schedule 12 დეკ 2020, 22:56

    El pistolero 9,
    მეც მაგრა მევასება აგუერო თავისუფალი აგენტი კი ხდება მარა ამათმა სუარესი გაუშვეს ესეც 33 არის და არ მგონია მოვიდეს თუ მოვა ისევ მესის გამო თუ დარჩა მესი საერთოდ :დ

  • Aron ralston
    schedule 12 დეკ 2020, 22:52

    აგუერო იმედია ჩვენთან მოვა

  • El pistolero 9
    schedule 12 დეკ 2020, 22:32

    დი მარია არ დამანახოთ ბარსაში.არ გვინდა ეს ყოფილი მადრიდისტები.აგუეროს ვნახავდი სიამოვნებით.თან ლეოს დარჩენაში წაგვეხმარებოდა მაგის მოსვლა