ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანის სათამაშო ფილოსოფიას ეჭვის თვალით უყურებენ.
Sport-ის ინფორმაციით, მიუხედავად ბოლო პერიოდში განცდილი წარუმატებლობების და ამით გამოწვეული უკმაყოფილებისა, ნიდერლანდელი სპეციალისტი დანებებას არ აპირებს.
57 წლის სპეციალისტი, პირველ რიგში, მოკლევადიანი მიზნების დასახვას აპირებს – მისთვის ლა ლიგაში პრიორიტეტული ახლა სატურნირო ცხრილის პირველ ოთხეულში შესვლაა.
რონალდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება სურს, თუმცა კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობას ის პატივს სცემს.
“ბლაუგრანას” ოფისში გატარებული 100 დღის შემდეგ, კუმანი მივიდა დასკვნამდე, რომ როტაციებს უნდა დაუკლოს და ძირითადი თერთმეტეული ჩამოაყალიბოს.
ასევე გეგმავს, რომ მისი ტაქტიკური სისტემა უფრო მოქნილი იყოს, რადგან საჭიროების შემთხვევაში, შუა მატჩისას, ცვლილებების განხორციელებამ სასარგებლო შედეგები მოიტანოს.

პუჩი პედრი ერთად !!!
როტაციებს უნდა უკლოს ?!
ისა და ეხლა რომელი წელია ?
ყოველ მესამე დღეს თითქმის ლა ლიგაში ტურია სათამაშო ! პლიუს ჩემპიონთა ლიგა! პლიუს ესპანეთის თასი ! პლიუს ნაკრებების თამაშები ! და როტაციებს მოუკლოს ??? და ეს შემადგენლობა (მთლიანად რაც გუნდში ირიცხება!) გაუძლებს ამ ფიზიკით მაგ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტურნირებს ?!

მცველი იყიდოს გუნდმა და 4-3-3 ტაქტიკით ითამაშონ, ვფიქრობ უნდა გაამართლოს, მარა კუმანმა ალბათ იცის თავისი საქმე… მთავარია გუნდი ამ ჭაობიდან ამოათრიოს, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ამისთვის რას და როგორ გააკეთებს…
Don_Andresito,
სამმცველიან ტაქტიკაში ხშირად მინახავს რო შემტევი მარტო რჩება ფლანგზე.თან ცენტრის აღება ძაან ჭირს ეგეთი ტაქტიკით.მითუმეტეს მაშინ როცა მეტოქეს სამი ნახ.მცველი ყავს.როცა მეტოქე 4-4-2ით თამაშობს მაშინ კარგი ვარიანტია იმიტორო ფლანგებიდან უპირატესობას ვერ მოიპოვებს მეტოქე და ცენტრიდან ისევ შენ უნდა ივარგო
ყველაფერი დაკარგა და ახლა რა აზრიაქვს, წავიდეს ზაფხულში ყველაფერს ჯობს
ძლივს მოვიდა აზრზე სქემაც შეცვალოს და ეგაა
საკუთარ თავს გუნდიდან წასვლა დაუგეგმოს ჯობია
ეხლა აპირებს?
მოეგო გონს
კუმან ბებრები გაყარე ახალგაზრდებს მიეცი შანსი და თუ გინდა 10ზე დავასრულოთ
Mgoni tyuilia
ვნახოთ, ვნახოთ, ვნახოთ…
ძირითადი 11-ეული გადაწვას? არ გამოვა
ან გრიზმანი-კოუტინიო არიან ძირითადის 11-ეული?
თუ ალბა?
თუ ლენგლე?!?!?
აი ეს ბოლო უკვე მეტისმეტია
ისე 3-4-3 არ იქნებოდა საინტერესო? ნაკრებში რასაც თამაშობდა. სეტიენის იდეამ ვერ გაამართლა მარა იქნებ ამან უფრო დახვეწილი სისტემა დადოს, პეპიც ხშირად თამაშობს 3 მცველით და ლუჩოც თამაშობდა. პსჟესთან ვიდექით 3 მცველით 6-1 ზე. ანუ 3 ცენტრალური მცველი ორი ფლანგზე. იქნებ ცოტა მაინც გვეშველოს დაცვაში. ლიგის ფლეიოფში მაგალითად. მარა აქ რაოდენობა კი არა ხარისხია მთავარი. პროსტა ცდად ღირს
4-3-3
ძირითადი შემადგენლობა:
შტეგო
დესტი არაუხო უმტიტი ალბა
პიანიჩი დეიონგი კოუტინიო
მესი გრიზმანი დემბელე
სათადარიგო
ნეტუ
????? მინგესა ლენგლე ფირპო
პუჩი ბუსკეცი პედრი+ალენია და ფერნანდესი
ტრინკაუ ბრეიტვეიტი დელაფუენტე
მაგ კაცს ბრწყინვალე მომავალი აქვს მაგრამ რამდენად ბარსაში მაგას ვერ გეტყვი.
ისე ნაგელსმანზე რას ფიქრობთ საკმაოდ გამართულ და სწორ ფეხბურთს ათამაშებს ლაიფციგს
როტაცია საჭიროა იასნია, მარა ძირითადი თერთმეტეული მართლა უნდო იყოს. როტაციები სლე გუნდებთან უნდა იყოს. კაროჩე ძმაო მე მაგალითად პუჩს და უმტიტს ვათამაშებდი ძირითადში, ტრინკაო, პედრი, ლანგლე სკამზე.
მიდი კუმან მოიგე ყველაფერი და დაიხიე ყველა :დ ლევანტე უნდა გახიოთ შუაზე მინიმუმ 5 გოლი
მოსაგებია ხვალ ლევანტესთან 100 პროცენტიანი
ეს კარგა ხანია უნა გაეკეთებინა თვითონაც და სხვა მწვრთნელებსაც. წლებია სასტარტო 11 კაცი არ ვიცით ვინ იქნება, თვითონ ამ ხალხმა მწვრთნელი რა პოზიციაზე გაუშვებს ეგ არ იცის და ისინიც დაიტანჯნენ.