არტურ მელო ერთ-ერთია არც ისე ბევრ ფეხბურთელს შორის, რომლებსაც კარიერის განმავლობაში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გვერდით თამაშის შესაძლებლობა ჰქონდათ.
“იუვენტუსის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა Geglobo-სთან ინტერვიუში ორ სუპერვარსკვლავზე ისაუბრა.
მესი და რონალდუ? ამ ადამიანებს საოცარი მენტალიტეტი აქვთ. ისინი მცირედით არასდროს კმაყოფილდებიან, ერთი მიღწევის შემდეგ მეორესთვის იბრძვიან, შემდეგ მესამესთვის…
მათ ლიდერობის განსხვავებული თვისებები აქვთ. მესიმ იცის, როდის სჭირდება თავის გამოჩენა და ამას ყოველთვის აკეთებს. კრიშტიანუ, შესაძლოა, თავის მიდგომებში უფრო გამომხატველობითი იყოს, მაგრამ მაინც კარგი ადამიანია.
გასახდელში ორივე ძალიან კარგად იქცევა, თანაგუნდელების კარგად ესმით და კონტაქტი ყველასთან აქვთ.

არტურმა “ბარსელონაში” გატარებული ბოლო პერიოდიც გაიხსენა, როცა უთანხმოების გამო სეზონის დასკვნით ნაწილში გუნდის განაცხადის მიღმა დარჩა.
ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ. “ბარსელონას” მადლობას ვუხდი, რადგან ჩემთვის ევროპის კარი მათ გააღეს.
ვფიქრობ, შეცდომა დავუშვი. შემეძლო, განსხვავებულად მოვქცეულიყავი. რამის შეცვლა რომ შემეძლოს, ამას აუცილებლად გავაკეთებდი. ეს ყველაფერი მოედნის ფარგლებს სცდებოდა.
კიკე სეტიენის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ისევე როგორც კლუბის ხელმძღვანელობის. სეტიენსაც, დარწმუნებული ვარ, ჩემთან პრობლემა არ აქვს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ერთმანეთთან ყოველთვის გულწრფელები ვიყავით.

ეს ხავის შემცვლელი იყო თითქოს, მაგრამ მისი აჩრდილი მივიღეთ.
ახლა მიხვდა რო შეცდომა იყო???
Margia ro mixvda
შეცდომა არ იყო ახალგაზრდა უკეთესი ბარსელონას აღზრდილი ბარსას დნმ მქონე რიკის და ასევე პედრის შეუშლიდა ხელს ზოგჯერ ცვლილებები კარგია
თუ ამას უშვებდნენ უკეთესი უნდა მოეყვანათ, ამათ კიდე რაქნეს ? იუვეს ნათტევი პიანიჩი მოიყვანეს, არტური გასაყიდი იყო ბაზარი არაა მაგრამ პიანიჩს რა ფეხები უნდოდა ბარსაში?
არტური კოუ დეიონგიც ჩინური ხავი ინიესტა და ბუსკეცია
ვფიქრობ, რომ ნეიმარის შემდეგ ბრაზილიელის მოყვანა არ უნდა გაერისკათ
რონალდო/რივალდო/როალდინიოს ეპოქა დასრულდა და თანამედროვე ბრაზილიელ ფეხბურთელებს ის ფეხბურთის ვნება აღარ შერჩათ
ბურთის კონტროლი თითქმის ყველამ ისწავლა, ესენი კი არასერიოზული, ფულზე გაგიჟებული ხამები ჩანან სამწუხაროდ
ამიტომაა, რომ იუთუბის ვიდეოებით და იქაური აგენტების ინტერესებით არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება
მახსოვს ჩავის რომ ადარებდნენ, ბურთის კონტროლით და პასის კულტურით
მცხვენია, რომ ჩავის შემცვლელად ცოტა ხანი მაინც მოვიაზრებდი
ისიც მცხვენია, რომ ცოტა ხანს მეგონა, რომ კოუტინიო ინიესტას შეცვლიდა
არტური-კოუტინიო აღმოჩნდნენ ჩინური ჩავი-ინისეტა, თანაც სადღაც დასავლეთ ჩინეთის უიღურიის პროვინციაში გამოშვებული, უხარისხო პროდუქტები, ერთჯერადი მოხმარებისანი
ამის გაშვება დიდი შეცდომა იყო
სერია ა-ს მოგება უკვე გაუჭირდება, მაგრამ მომდევნო სეზონებიც ხომ მანდ რჩება?
აბა შენ იცი მოიგე სერია ა და იტალიის თასი :დ
მალადეც❤ შეცდომის აღიარება,რომ შეძელი კარგია😶
მეყოლე ვარდივით
ახლა არუნდა გაეშვათ?თავის დროზე ბევრი იძახდა უკან პასიაო.გამოჩნდა ბარსასთან რაც არის
ბართომეუს ბორდის კიდევ ერთი ს******ს პიკი
არუნდა გაეშვათ