workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კევინ-პრინს ბოატენგი: საოცარი იქნებოდა მესის “ნაპოლიში” გადასვლა

კევინ-პრინს ბოატენგი: საოცარი იქნებოდა მესის “ნაპოლიში” გადასვლა

იტალიურ “მონცას” ნახევარმცველს, კევინ-პრინს ბოატენგს სურს, რომ ლიონელ მესი, დიეგო მარადონას ხსოვნის პატივსაცემად, “ნაპოლიში” გადავიდეს.

“მესი აპირებს, რომ “ბარსელონაში” კონტრაქტის ამოწურვამდე ითამაშოს. მაგრამ როგორი საოცარი იქნებოდა, თუ ის “ნაპოლის” პრეზიდენტს დაურეკავდა და ეტყოდა: “მე მოვალ. “ნაპოლი” 10 ნომრიან მაისურს აღარავის აძლევს, მაგრამ ვისურვებდი, რომ მარადონას “ათიანისთვის” პატივი მეცა და ნეაპოლში ერთი ან ორი წელი მეთამაშა, არც ფულზე და არც სხვა რამეზე ფიქრით. მხოლოდ გულით.”

მესის ტრანსფერი ფილმს დაემსგავსებოდა. ლეოს წყეული ვერტმფრენით მოუწევდა ვარჯიშებზე ფრენა, ვინაიდან ხალხი მას ცოცხლად შეჭამდა, ისინი ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ.

“მარადონას პატივსაცემად მე მოვალ და “ნაპოლიში” ვითამაშებ.” – როგორი იქნებოდა ეს ისტორია მთელი მსოფლიოსთვის, არა მხოლოდ ფეხბურთისთვის. ეს გზავნილი იქნებოდა, მსოფლიო სიუჟეტი.

უბრალოდ მესის ადგილზე ყოფნას ვისურვებდი. მინდა მესი ვიყო. მის ადგილას “ნაპოლის” პრეზიდენტს დავურეკავდი.”

– ციტირებს ბოატენგს ESPN.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • me da barca
    schedule 13 დეკ 2020, 21:33
    #9

    მარადონას კვალს უნდა გაუყვეს?

  • Le0_Barca
    schedule 13 დეკ 2020, 01:25
    #8

    ეს ნასვამი იყო ამას რო ამბობდა?

  • El Guaje
    schedule 12 დეკ 2020, 07:22
    #7

    😀 😀 😀 ფილმის სცენარია გაჩითა ძმამ

  • გიგა იმერლიშვილი
    schedule 11 დეკ 2020, 22:48
    #6

    მესი ნებისმიერ გუნდს დახატრავს 😀😀

  • AGU3RO
    schedule 11 დეკ 2020, 22:43
    #5

    რაოო ამანნ ?? :დდდდდდდ
    კორონა ამასააქ თუაქ

  • El pistolero 9
    schedule 11 დეკ 2020, 21:29
    #4

    ამის და მურილიოს ტრანსფერები ბართომეუს ბორდის პიკი იყო

  • MARI=BARCA-fan
    schedule 11 დეკ 2020, 19:53
    #3

    ეს უნდა დატესტონ! smile
    აშკარად კორონას ნიშნები აქვს! ფსიქიკა უჭედავს laughing

  • Konrad de la Fuente
    schedule 11 დეკ 2020, 18:05
    #2
  • BARCELONA FOREVER
    schedule 11 დეკ 2020, 18:00
    #1

    შენ რო წახვედი მაგის მერე ვართ ამ დღეში :დ