workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Amazon, შესაძლოა, “ბარსელონას” პარტნიორი გახდეს

Amazon, შესაძლოა, “ბარსელონას” პარტნიორი გახდეს

“ბარსელონა” კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, თანხის გამოსამუშავებლად, ახალ პარტნიორებს ეძებს.

გარკვეული ხნის წინ, კლუბში შეიქმნა სტრუქტურა Barca Corporate, რომლის მიზანიც “ბლაუგრანას” კომერციული პროექტების გაერთიანება და ახალი პარტნიორის მოძიებაა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რამდენიმე კომპანია, რომლებიც, ძირითადად, გასართობ ინდუსტრიებს წარმოადგენენ, პროექტში მონაწილეობით უკვე დაინტერესდნენ. მათ შორისაა კომპანია Amazon-იც, რომელიც ელექტრონული კომერციითაა დაკავებული. მის მფლობელობაშია ასევე ვიდეოკონტენტი Amazon Prime.

დეკემბერ-იანვარში “ბარსელონა” პოტენციური პარტნიორების შეთავაზებებს განიხილავს და ყველაზე შესაფერისს აირჩევს. შეთანხმება მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედგება, რომელიც 24 იანვარს ჩატარდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • მსლ
    schedule 08 დეკ 2020, 10:33
    #2

    კაი გეგმაა

    იმედია

  • TaTo JR
    schedule 07 დეკ 2020, 21:29
    #1

    ბეზუუუუს გვიშველე ბეზუუს laughing laughing