workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალი სტრატეგია, რომელიც გუნდებმა მესის შესაჩერებლად შეიმუშავეს

ახალი სტრატეგია, რომელიც გუნდებმა მესის შესაჩერებლად შეიმუშავეს

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი შემტევის, ლიონელ მესის ანგარიშზე, საჯარიმო დარტყმის სწორად გამოყენების გამო, 52 გოლია.

მიუხედავად კარგი მაჩვენებლისა, ბოლო პერიოდია, არგენტინელის მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმებს გოლი აღარ მოჰყვება.

საინტერესოა, რომ “ოქროს ბურთის “ექვსგზის მფლობელის დარტყმების შესაჩერებლად ლა ლიგაში მოთამაშე კლუბებმა სხვადასხვა სტრატეგია შეიმუშავეს.

რეალ სოსიედადი

ბასკები პირველები იყვნენ, რომლებმაც განსხვავებული ტაქტიკა შემოგვთავაზეს. მათ ლეოს 3-კაციანი კედელი დაუყენეს, დანარჩენი 7 ფეხბურთელი კი კარის დასაფარად განაწილდა. მესის დარტყმული კედელს ასცდა, თუმცა ერთ-ერთმა მცველმა მისი მოგერიება შეძლო.

სევილია

“ლა პულგას” დაბალი ბურთების გაშვებაც სჩვევია, რის წინააღმდეგაც “სევილიას” ფეხბურთელებმა თავი კრეატიულად დაიცვეს – ჟიულ კუნდე 4-კაციანი ცოცხალი კედლის უკან მინდორზე დაწვა.

ალვესი

“ალავესმა” ლეოს 8-კაციანი კედელი აღუმართა.

კადისი

“კადისმა” გადაწყვიტა, რომ “ბლაუგრანას” ათიანი 3 “მეკარით” შეეჩერებინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდები ლეოს გოლის თავიდან ასაცილებლად, ცოცხალ კედელს 3 ეშელონად აყენებენ. ამან არგენტინელის სტატისტიკა საკმაოდ დაბლა დაწია – ფეხბურთელმა უკანასკნელი 62 დარტყმიდან, გოლად ვერცერთი აქცია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 07 დეკ 2020, 16:51
    #13

    ციტატა: Sergio5
    ესე ძმაკაცმა რო გამიკეთა პესში კარის წინ მდგომ სუარესს ჩავუწოდე და იმან უპრობლემოდ შეაგდო, მარა მესი მაგას არ იზამს, თვითონ უნდა დაარტყას


    ეს შენ გააკეთე თუ თამაშში ნახე, მესიმ რო კარებთან მდგარ სუარესს ჩააწოდა და იმანაც თავით შეაგდო: https://www.youtube.com/watch?v=BqPCHfW36Do

  • AF10
    schedule 07 დეკ 2020, 13:39
    #12

    ლაპორტას დაველოდოთ

  • Sergio5
    schedule 07 დეკ 2020, 02:47
    #11

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: BarcaFan❤💙

    ციტატა: Sergio5
    ესე ძმაკაცმა რო გამიკეთა პესში კარის წინ მდგომ სუარესს ჩავუწოდე და იმან უპრობლემოდ შეაგდო, მარა მესი მაგას არ იზამს, თვითონ უნდა დაარტყას


    პესი სხვაა 🙁🙁🙁💓


    ..და პირიქით რომ იყოს?
    მაგ: სხვამ (გრიზი, კოუ, ან თუნდაც ბრაიტი..ნუ ნებისმიერმა) დაუგოროს მესის ბურთი??? wink


    დაუგოროს მერე ვინ უშლით, მარა როგორ შეიძლება ვინმე სხვა იდგეს ბურთთან, მარა მესის რაა ამ შემთხვევაში მოფიქრებას ვერჩი რო რაღაცა უნდა შეცვალონ ჯარიმის დროს

  • MARI=BARCA-fan
    schedule 07 დეკ 2020, 01:04
    #10

    ციტატა: BarcaFan❤💙

    ციტატა: Sergio5
    ესე ძმაკაცმა რო გამიკეთა პესში კარის წინ მდგომ სუარესს ჩავუწოდე და იმან უპრობლემოდ შეაგდო, მარა მესი მაგას არ იზამს, თვითონ უნდა დაარტყას


    პესი სხვაა 🙁🙁🙁💓


    ..და პირიქით რომ იყოს?
    მაგ: სხვამ (გრიზი, კოუ, ან თუნდაც ბრაიტი..ნუ ნებისმიერმა) დაუგოროს მესის ბურთი??? wink

  • El pistolero 9
    schedule 07 დეკ 2020, 00:49
    #9

    ამ დროს უნდა გაუგოროს ბურთი სხვას და იმან ხიოს.

  • Albicelecte
    schedule 06 დეკ 2020, 23:49
    #8

    ანუ თავ-პირს იმტვრევენ, რომ როგორმე თამაშის საშუალება არ მისცენ
    ეხლა ამ კადისს 5 მატჩიანი წაგებების სერია ელოდება სავარაუდოდ, ამხელა ძალისხმევის შემდეგ გამოფიტულ-გადამწვრები არიან ხოლმე და არც მაინცდამაინც დიდი სკამი აქვთ

    ასეთი ახვარი ტროლეიბუსა გუნდები სულ არ მენანება სეგუნდაში გასავარდნად
    თუ რა თქმა უნდა თვითონ ბარსამ არ იყომარა და ძალად არ გაიგიჟა თავი მოსაგებად, ანუ სულელურად წააგო და ქულები გაანიავა, რაც ერთხელ უკვე გავაანალიზე სხვა სტატიის განხილვისას

  • Sergio5
    schedule 06 დეკ 2020, 23:45
    #7

    ესე ძმაკაცმა რო გამიკეთა პესში კარის წინ მდგომ სუარესს ჩავუწოდე და იმან უპრობლემოდ შეაგდო, მარა მესი მაგას არ იზამს, თვითონ უნდა დაარტყას

  • Alien messi
    schedule 06 დეკ 2020, 22:59
    #6

    ხოდზე არაა ლეო თორე ხოდზე რო იყოს გინდა მწვრთნელიც კარში ჩააყენონ😎

  • SERGINO DEST
    schedule 06 დეკ 2020, 22:19
    #5

    ამის შეჩერებას დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება

  • Konrad de la Fuente
    schedule 06 დეკ 2020, 22:18
    #4

    ისე, რო უფიქრდები. მბაპე, კროსი, გორეცკა, ჰალანდი რაი იგროკები გაუშვა ხელიდან ამ ბართომ.

  • Სუპერ ნოე
    schedule 06 დეკ 2020, 22:16
    #3

    Არაუშავს დაიკო ეს ისეთი ოხერი გვყვას სადღაც გაიტანს მაინც 100 დარტყმაც რო დაჭირდეს

  • M10 S9 D11
    schedule 06 დეკ 2020, 22:13
    #2

    მთელი გუნდი კარში დგება მიდი და გაიტანე როგორია იმედია დაიწყებს ჯარიმიდან გოლების შეყრას ვაფშე დროა უკვე გოლების გატანა დაიწყოს თორე ბლატაობენ ლევანდოვსკები და ახლად გამოჩეკილი ჰალანდები

  • BEQA BARCA
    schedule 06 დეკ 2020, 22:10
    #1

    მთელი გუნდი კარში დგება და როგორ გაიტანს. როგორ მომენატრა ის დრო როცა ულამაზესი ჯარიმები გაჰქონდა. იმედია მალე დაიწყებს ჯარიმების გატანას.