ლიონელ მესის “ბარსელონადან” წასვლაზე, ბოლო დროს, ისევ ხშირად იწერება. ყველაზე აქტიური ფრანგული მედიაა, რომელიც ირწმუნება, რომ არგენტინელი თავის ყოფილ თანაგუნდელ ნეიმარს “პარი სენ-ჟერმენში” შეუერთდება.
ნეიმარმა “ბარსას” კაპიტანთან ერთად თამაშის სურვილი საჯაროდ გამოთქვა, რასაც “ბლაუგრანას” ბრაზილიელი ლეგენდა, რივალდო Betfair-ზე გამოეხმაურა.
როცა ნეიმარი ამბობს, რომ მესისთან ისევ თამაში სურს, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მას პსჟ-ს მიერ ლეოს შეძენასთან დაკავშირებით რაღაც ინფორმაცია აქვს. ის ამაზე საუბარს უმიზეზოდ არ დაიწყებდა.
ვფიქრობ, ამ ორი ფეხბურთელის ერთმანეთის გვერდით ნახვა შესანიშნავი იქნება – თუნდაც პსჟ-ში.
მესი და ნეიმარი მეგობრები არიან და ხშირად საუბრობენ. ნეიმარმა იცის, რომ მესის კონტრაქტს ვადა მალე გასდის და ამ თემაზე ღიად საუბრით თავისი კლუბის წაქეზებას ცდილობს.
ტრანსფერზე მუშაობისთვის “პარი სენ-ჟერმენისთვის” იდეალური დროა.

ნეი სორი მაგრამ მესისთან თამაში თუ გინდა ეს ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ბარსელონაა რომელიც შენ ფულის გამო დატოვე 😉✌️
მამალი ჭორია ეს და კიდე ბევრჯერ დაიწერება, სანამ ლაპორტას არ აირჩევენ. არ დაიჯეროთ, პროსტა დააჰაჰვეთ და გაატარეთ ხოლმე.
მესი თუ წავა წავა სიტიში პეპთან, ან დარჩება აქ.
ეს ბარსაში თამაშობდა, თუ პსჟ-ში?
მესის ბარსას წინააღმდეგ თამაში ნამდვილად არ მინდა და ალბათ მესისაც არ უნდა. ნეიმარმა და რივალდომ კი შეუძლიათ ეს წარმოსახვაში, ან ვიდეო თამაშებში გააკეთონ.
ეს ბრაზილიელები ყველა ერთი ბადრიჯნით გაკეთებული სასტავია. როგორ მიყვარსი შე პრტყელტერფა😍 მაგრამ ვინ ბარსას ავნებს ან სიტყვით ან საქმით აღარ მიყვარს.
პატივისცემის მიუხედავად, ამდენი ხანია ექსპერტობს, ყველა თემაზე აფიქსირებს აზრს და ერთი საინტერესო აზრი არ მომისმენია. ჩემი აზრით უნდა გაანებოს თავი ამ საქმეს, ტყუილად ამწვავებს სიტუაციას (ამ შემთხვევას არ ვგულისხმობ მარტო)