“ბარსელონა” დაცვის ცენტრის გაძლიერებაზე ფიქრს განაგრძობს და ერთ-ერთ ვარიანტად ახალგაზრდა ნიდერლანდელ ფეხბურთელს, მელაირო ბოგარდს განიხილავს.
მელაირო ბოგარდი 18 წლისაა. ის გერმანულ “ჰოფენჰაიმში” თამაშობს, რომელთანაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. ეს ნიშნავს, რომ გერმანული გუნდი იძულებული იქნება ფეხბურთელი იანვარში იაფად გაუშვას, ან მას ზაფხულში უფასოდ შეელიოს.
ბოგარდი “ჰოფენჰაიმში” 2018 წელს “ფეიენორდიდან” გადავიდა. მან გერმანელთა 17, 19 და მე-2 გუნდებში თამაშის შემდეგ, პირველ გუნდში 5 თამაში ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მელაირო ბოგარდი უინსტონ ბოგარდის ძმისშვილია. ვინსტონ ბოგარდი “ბარსელონაში” 1998-2000 წლებში თამაშობდა. კატალონიელთა მაისურით მან 61 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
და რატო იხდიან ამაში ფულს როცა მინგესა და არაუხო გუნდში არიან?ამას ჯობია გარსია მოიყვანონ ლა მასიელია და უკეთ მაინც შეეწყობა გუნდს.და კიდე როგორც ვიცი დროებით ხელმძღვანელობას არ აქვს ტრანსფერის გაკეთების უფლება
ჰოფენჰაიმის ზამენის იგროკს ბარსას ძირითადში რა ჯანდაბა უნდა მასეთების მოყვანას ტოდიბო დააბრუნეთ ან ვაფშე არავინ მოიყვანოთ და ლა მასიადან ამოწიეთ ხალხი