თამაშის წინ გამართული პრესკოფერენციის დროს რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ამოცანა წინ გაჭრილ გუნდებთან სხვაობის შემცირებაა. ნამდვილად ასეა და ასე იქნება უახლოესი დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში. დროის ამ მონაკვეთში “ბარსას” მხოლოდ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის 2 არცთუ მნიშვნელოვანი თამაშის ჩატარება უწევს. ასე რომ – მთელი ძალები ესპანეთის ჩემპიონატში სიტუაციის გამოსწორებაზე.
სათამაშო ფორმა
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 6 თამაშში მხოლოდ 1 მოგება – ეს “ოსასუნას” შედეგია. თუმცა, არა მხოლოდ “ოსასუნასი” – “ბარსელონასაც” ზუსტად ასეთი შედეგი აქვს.
ალბათ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ასეთი ცუდი შედეგი “ბარსას” ბოლოს 2008/09 წლების სეზონში, იმ დროს ჰქონდა, როცა პეპ გვარდიოლას გუნდი ბრწყინავდა. ის ერთადერთი მოგება კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალის” 6-2 განადგურებაზე მოდის. 12 წლის წინ ასეთი ცუდი შედეგების მიზეზი ის იყო, რომ კატალონიელებს ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდათ და ლა ლიგაზე ძალებს აღარ ხარჯავდნენ, ახლა კი…
კარგი ისაა, რომ დღევანდელი თამაშის წინ “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგაზე მოგებითა და ჯგუფიდან გასვლით ხასიათი გამოიკეთა. თუმცა, წინა 3 შემთხვევიდან, როცა კუმანის გუნდმა ლიგაზე მოიგო, “ბლაუგრანამ” კარგი ხასიათის შენარჩუნება მხოლოდ ერთხელ მოახერხა, ისიც “დინამოსთან” “კამპ ნოუზე” ძლივს მოგებული თამაშის შემდეგ. ჯერჯერობით ასეთი ტენდენცია გვაქვს – ჩემპიონთა ლიგაზე კარგი შედეგის დაფიქსირებას ლა ლიგაში ცუდი შედეგი მოსდევს. “ფერენცვაროშის” 5-1 განადგურებას “ელ კლასიკოში” წაგება მოჰყვა, ტურინში 2-0 მოგებას კი ქულების “ალავესთან” დაკარგვა მოვაყოლეთ.
დანაკლისი
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც “ბარსელონას” მეტოქეზე სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. აქამდე, კატალონიელები ცუდ დღეში იყვნენ ხოლმე, მაგრამ მეტოქე კიდევ უფრო ცუდ დღეში. ამჯერად პირიქითაა.
“ოსასუნას” 6 ფეხბურთელი აკლია, მაგრამ სერიოზული დანაკლისი მხოლოდ ერთს ეთქმის. საუბარი ცენტრალურ მცველ დავიდ გარსიაზე გვაქვს, რომელიც მეკარე სერხიო ერერას გარდა “ოსასუნას” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონის ცხრავე შეხვედაში ითამაშა. კითხვის ნიშნის ქვეშაა კიდევ ერთი ცენტრალური მცველის, არიდანეს თამაშიც, მაგრამ ის განაცხადში მაინც მოხვდა.
პამპლონელებს ასევე აკლიათ ჩიმი ავილა, ბრანდონი, ადრიანი, კალიერი, ხუან პერესი და ლუკა ტორო, მაგრამ სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი არცერთ მათგანს ეთქმის, ზოგიერთს კი მიმდინარე სეზონში არც კი უთამაშია.
“ბარსელონას” მთავარი პრობლემა კვლავ დაცვის ცენტრია. კატალონიელებს ჟერარ პიკე დიდი ხნით გამოაკლდათ, გამოჯანმრთელება კი ისევ ვერ მოასწრეს რონალდ არაუხომ და სამუელ უმტიტიმ. პირველი გუნდის ერთადერთი ჯანმრთელი ცენტრალური მცველი კლემან ლანგლეა, რომელსაც კიევში “დინამოსთან” თამაშში “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელი ოსკარ მინგესა შეუწყვილდა. მინგესა ისევ განაცხადშია, მაგრამ შესაძლოა ლანგლეს მეწყვილის როლი დასვენებულმა ფრენკი დე იონგმა შეასრულოს.
დე იონგის დაცვათი თამაშის შანსს სერხიო ბუსკეტსის დაბრუნება ზრდის. ვეტერანმა ესპანელმა ტრავმა მოირჩინა და საყრდენ ზონაში მირალემ პიანიჩთან სათამაშოდ მზადაა. საკთხი ასე დგას – ბუსკეტსი თუ მინგესა? თუ ბუსკეტსი, მაშინ დე იონგი დაცვაში ითამაშებს, ხოლო თუ მინგესა – ნახევარდაცვაში.
გუნდს ასევე არ ეყოლება დიდი ხნით გამოკლებული ანსუ ფატი და სერჟი რობერტო.
ასევე უნდა აღინიშნოს დასვენებული მესიც. მიმდინარე სეზონში პირველად ლეომ სრული ერთი კვირა დაისვენა. იმედი ვიქონიოთ, რომ მისი ცუდი ფორმა გადაღლის ბრალი იყო.
ურთიერთშეხვედრები
ურთიეთშეხვედრებში, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობა “ბარსელონას” აქვს. სულ ჩატარებულ 88 თამაში კატალონიელებმა 51 მოიგეს და 195 გოლი გაიტანეს, ხოლო პამპლონელებმა 19 მოიგეს და 76 გოლი გაიტანეს.
თუმცა “ოსასუნა” ის გუნდია, რომელსაც “ბარსამ” წინა სეზონში ვერცერთი შეხვედრა ვერ მოუგო. პამპლონაში უგოლოდ თამაშის შემდეგ, ბოლოს წინა ტურში, “ბლაუგრანამ” საკუთარ კედლებში 1-2 წააგო და ლა ლიგის ტიტული ოფიციალურად დათმო. მანამდე კი “ბარსას” ზედიზედ 3 თამაში ჰქონდა მოგებული – 7-0, 3-0 და 7-1.
თუ წინა შეხვედრას არ ჩავთვლით, “ბარსასთვის” “კამპ ნოუზე” ოსასუნას განადგურება პრობლემა არაა. ბოლო თამაშებში ასეთი ანგარიშები დაფიქსირდა: 8-0, 4-0, 5-1, 7-0, 7-1.
არბიტრი
შეხვედრის განსჯა გამოცდილ არბიტრს, ანტონიო მატეუ ლაოსს დაევალა.
43 წლის რეფერის “ბარსელონას” მატჩში 39-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა 27 თამაში მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს. ლაოსმა კატალონიური გუნდის ფეხბურთელებს 87 ყვითელი და 6 წითელი ბარათი უჩვენა, მათ კარში კი 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მეტოქე გუნდების სტატისტიკა ასეთია – 121 ყვითელი, 9 წითელი და 6 თერთმეტმეტრიანი. 39 თამაშში 15 წითელი ბარათი – ნამდვილად ესპანელი მსაჯის შესაფერისი სტატისტიკაა.
ოსასუნამ ლაოსის მონაწილეობით ჩატარებული 15 შეხვედრიდან 3 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 8 დათმო. პამპლონელებმა 34 ყვითელი ბარათი მიიღეს და 1 თერთმეტმეტრიანი დაარტყეს, მეტოქის ანგარიშზე კი 26 ყვითელი და 3 წითელი ბარათია.
სტატისტიკა
- ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 35 საშინაო თამაშში “ბარსელონას” მხოლოდ 2 წაგება აქვს, აქედან ერთი “ოსასუნასთან”;
- “ოსასუნასთან” ჩატარებული ბოლო 12 თამაშიდან 11-ში “ბარსას” 2 გოლზე მეტი გაჰქონდა;
- “ოსასუნას” ბოლო 10 გასვლითი თამაშიდან 8-ში 3 გოლზე ნაკლები გადიოდა;
- სტუმრად ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში “ოსასუნას” გოლი არ აქვს გატანილი.
მწვრთნელების კომენტარები
რონალდ კუმანი
რთული თამაში გველის. “ოსასუნა” დაცვაში კარგად გამოიყურება. დროა, სატურნირო ცხრილში მოწინავე გუნდებთან სხვაობა შევამციროთ. თუ მაღალ ტემპში ვთამაშობთ, ძალიან კარგად გამოვიყურებით. ზოგჯერ დაღლილები ვართ, რაც თამაშის რიტმს ამცირებს.
იაგობა არასატე
ვაპირებთ ვაჩვენოთ, რომ ვართ ანგარიშგასაწევი ძალა და რთულად დასამარცხებელი გუნდი.
დღევანდელი “ბარსელონა” წინა სეზონისგან განსხვავდება. ნაჩვენები შედეგები ამ გუნდზე სწორად არ მეტყველებს. ვხედავ, რომ ეს “ბარსა” გაცილებით სწრაფია. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს თავს ყველაფერი უფრო სწრაფად მოხდება. გასულ სეზონში თავის კარგად წარმოჩენა მოვახერხეთ, მაგრამ წელს ყველაფერი გაცილებით რთულად იქნება. “ბარსელონა” შეიცვალა ბურთის ამოტანის დროსაც, რადგან ახლა გუნდში ვერტიკალურად მოთამაშე უფრო მეტი ფეხბურთელი ირიცხება. როდესაც “ბარსელონას” დეტალურად აანალიზებ, ხვდები, რომ საქმე რეალურად სხვა გუნდთან გვაქვს.
“ბარსელონა” “კამპ ნოუზე” ისევ შიშისმომგვრელი გუნდია. ჩვენ წარმატების მისაღწევად უნდა გვქონდეს კარგი გეგმა, რომლისაც ვირწმუნებთ, მეტოქეს კი ცუდი დღე უნდა ჰქონდეს. ძალიან მკაფიო გეგმა უნდა გვქონდეს და ეჭვები არ გაგვიჩნდეს. იქნება მომენტები, როდესაც უფრო გაბედულები უნდა ვიყოთ, ან მეტოქე მეტად ვაპრესინგოთ, ან აქცენტი უფრო დაცვაზე გავაკეთოთ, ანდაც უბრალოდ ვილოცოთ.
სავარაუდო შემადგენლობები
Whoscored
ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, დემბელე, მესი, კოუტინიო, გრიზმანი.
ოსასუნა (3-5-2-): ერერა, რონკალია, უ. გარსია, ნავასი, ვიდალი, მონკაიოლა, ოიერი, პერესი, ხონი, ბუდიმირი, რ. გარსია.
Sportsmole
ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, ალბა, დე იონგი, პიანიჩი, კოუტინიო, მესი, დემბელე, გრიზმანი.
ოსასუნა: ერერა, რონკალია, უ. გარსია, ნავასი, ვიდალი, მონკაიოლა, ოიერი, პერესი, ხონი, ბუდიმირი, რ. გარსია.
Sportskeeda
ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, ალბა, დე იონგი, პიანიჩი, კოუტინიო, მესი, დემბელე, გრიზმანი
ოსასუნა (3-5-1): ერერა, ნავასი, უ. გარსია, რონკალია, ხონი, პერესი, ოიერი, მონკაიოლა, ვიდალი, რ. გარსია, ბუდიმირი.
პროგნოზი
- WhoScored: 2-1
- Sportsmole: 2-0
- Sportskeeda: 4-1
ტრანსლაცია
შეხვედერა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.
კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.
ვინც კოუ დააყენოს ფლანგზე ის იყოს "მაგარი" აბა წარმატებები კუმან!❤️
ველოდები ლამაზ,შემტევ და ხარისხიან თამაშს.ასევე ბევრ გოლს ოსასუნას კარში.მიდით ბიჭებო.დროა წინ წავიწიოთ ცხრილში.ჩემი აზრით ფრენკი ნახ დაცვაში ჯობია და ლენგლეს მინგესა შეუწყვილდეს
ტერ შტეგენი
დესტი-მინგესა-ლენგლე-ალბა
პიანიჩი-დე იონგი
გრიზმანი-კოუტინიო-დემბელე
მესი
გრიზმანი-ტრინკაო
პიანიჩი-ალენია
დემბელე-პედრი
კოუტინიო-ბრაითვაიტი
დე იონგი-ბუსკეტსი
კოუტინიოს მაგივრად ბრაიტვაიტი და ეგაა ერთხელ მაინც ცადოს მესი გრიზმანი დემბელე ბრაიტვაიტი წინ
ოსასუნასთან არის ლა ლიგის ფინალი და საერთოდ დარჩენილი ყველა თამაში ფანალია უკვე ამ ტურნირზე. დიდი ანგარიშით უნდა გადახსნან უსასუნა 🙂