workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
ჟერარ პიკე ვალვერდეს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ასახელებს

ჟერარ პიკე ვალვერდეს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ასახელებს

“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ Marca-სთან ინტერვიუში მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა.

გასაკვირი არაა, რომ პიკემ “ბლაუგრანას” ლეგენდა და “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა გამოარჩია.

გვარდიოლა გენიოსია. ის სხვა დონეზეა. თუმცა, მყავდა ისეთი დიდებული მწვრთნელებიც, როგორებიც არიან ალექს ფერგიუსონი, ლუის ენრიკე, ვისენტე დელ ბოსკე, ერნესტო ვალვერდე…

საინტერესოა, რომ 33 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა “ბლაუგრანადან” “გაგდებული” ერნესტო ვალვერდეც, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც “ბარსა” ჩემპიონთა ლიგიდან სამარცხვინოდ 2-ჯერ გამოვარდა.

ერნესტო ვალვერდე “ბარსელონას” 2017-2020 წლებში წვრთნიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Albicelecte
    schedule 28 ნოე 2020, 19:04
    #7

    ვალვერდე იყო მოურინიოს ტიპის მწვრთნელი, რომელიც ჟოზესგან განსხვავებით გადამწყვეტ შეხვედრებში ხდებოდა ჩმორი (ნუ დაჩმორებული ჟოზეც გვინახავს ხშირად)
    ანუ ვგულისხმობდი ქულების საუკეთესოდ შემგროვებელ მწვრთნელს
    ასევე მწვრთნელს, რომელიც ერთ კონკრეტულ ისტორიულ მტერთან საუკეთესო შედეგს დებს და პუბლიკაზე ამითაც მანიპულირებს
    ნუ განსხვავება იყო ის, რომ ვალვერდე უფრო ჩუმია, ასევე არაა უზრდელი და ნაკლებად სკანდალურია
    ნაკლებად უხეში სტილის მოყვარული და არც ყველაფერზე წამსვლელი

    ბარსელონას თავიდანვე უფრო შემტევი ხასიათის მწვრთნელი სჭირდებოდა

  • ნელსონ სემედუ
    schedule 28 ნოე 2020, 18:27
    #6

    გიორგი ჩანგელია,
    რა ფილოსოფია ორჯერ რომ ისტორიული სირცხვილი ჭამა გუნდმა მაგის ხემძღვანელობით ეგარი ფილოსოფია?

    როგორ მეზიზღება ეს მჯმელი მწვრთნელი

  • Geo_Barca
    schedule 28 ნოე 2020, 18:18
    #5

    ვალვერდეს ის 2 მატჩი რომ წაუშალო მის ბარსელონურ კარიერაში საერთო ჯამში ძან კაი მწვრთნელი იყო. ნუ თუ გუნდი არ დაფრინავდა და სანახაობრივ თამაშს არ აჩვენებდა შედეგი იყო და შედეგი არის მთავარი დღევანდელ ფეხბურთში. რადგან გავა წლები და ხალხი ისეთია შედეგებით აფასებს ყველაფერს და არა თამაშით და სანახაობით

  • El pistolero 9
    schedule 28 ნოე 2020, 18:08
    #4

    რომის და ენფილდის კოშმარის მერე ვალვერდე როგორ უნდა დაასახელო????მაგრამ იმ კაცმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა ბარსაში.რაც იცოდა ის ათამაშა გუნდს.საერთოდ ფერნანდესის ბრალია ყველაფერი.ჯერ ტრანსფერები რა იყო და მერე ვალვერდე

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 28 ნოე 2020, 17:19
    #3

    ციტატა: alen halilovic

    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    უკვე ნათლად ჩანს, რომ რაც ხდებოდა, ყველაფერი ვალვერდეს ბრალი არ იყო. ერნესტოს მინუსი ისაა, რომ საკმარისად გამბედავი არ იყო. შემთხვევითი არაა, რომ ყველა ფეხბურთელი პატივს სცემს და ასე თბილად დაემშვიდობენენ, მათ შორის მესიც.

    გამბედავი არ ვიცი მე, (სეტიენი იყო ალბათ ყველაზე გაუბედავი ბოლო პერიოდში). მაგრამ თამაშის ნახვა რო არ მინდოდა იშვიათი შემთხვევების გარდა, ეგ კარგად მახსოვს. მესი თუ მოხოდავდა ხოლმე გუნდს ღირდა რამდენიმე თამაშის ნახვა, ისე ტანჯვა იყო ყველა თამაში 88 წუთიანი. თამაშებს ხო უყურებდით ვალვერდეს დროსაც? კაი ტიპია შეიძლება, ალბათ კარგი მწვრთნელიცაა, მაგრამ ბარსას მწვრთნელი არ უნდა ყოფილიყო არც ერთი დღით (და ის სათვალეებიანი ბიზნესმენი რომ არა არც იქნებოდა)

    შეიძლება მისი სტილი არ შეესაბამებოდა "ბარსას", მაგრამ ფანები რომ აგინებდნენ ვალვერდეს, არსწორი იყო. იმ კაცს ეგეთი ფილოსოფია აქვს და თუ არ გინდა, ნუ დანიშნავ. ბართომეუს ბრალი იყო ყველაფერი.

  • alen halilovic
    schedule 28 ნოე 2020, 16:18
    #2

    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    უკვე ნათლად ჩანს, რომ რაც ხდებოდა, ყველაფერი ვალვერდეს ბრალი არ იყო. ერნესტოს მინუსი ისაა, რომ საკმარისად გამბედავი არ იყო. შემთხვევითი არაა, რომ ყველა ფეხბურთელი პატივს სცემს და ასე თბილად დაემშვიდობენენ, მათ შორის მესიც.

    გამბედავი არ ვიცი მე, (სეტიენი იყო ალბათ ყველაზე გაუბედავი ბოლო პერიოდში). მაგრამ თამაშის ნახვა რო არ მინდოდა იშვიათი შემთხვევების გარდა, ეგ კარგად მახსოვს. მესი თუ მოხოდავდა ხოლმე გუნდს ღირდა რამდენიმე თამაშის ნახვა, ისე ტანჯვა იყო ყველა თამაში 88 წუთიანი. თამაშებს ხო უყურებდით ვალვერდეს დროსაც? კაი ტიპია შეიძლება, ალბათ კარგი მწვრთნელიცაა, მაგრამ ბარსას მწვრთნელი არ უნდა ყოფილიყო არც ერთი დღით (და ის სათვალეებიანი ბიზნესმენი რომ არა არც იქნებოდა)

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 28 ნოე 2020, 16:06
    #1