workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავიერ ტებასი: ჩვენ გვსურს, რომ 3000 გულშემატკივარს დასწრების უფლება ჰქონდეს

ხავიერ ტებასი: ჩვენ გვსურს, რომ 3000 გულშემატკივარს დასწრების უფლება ჰქონდეს

მსოფლიო ფეხბურთის სამიტზე ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ესპანეთის ჩემპიონატში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

“ჩვენი მიზანია, რომ საწყის ეტაპზე 3000 გულშემატკივარს დასწრების უფლება ჰქონდეს. იანვრის ბოლოს კი უფრო მეტ მაყურებელს უნდა ველოდოთ. ტრიბუნების 100% მომავალ სეზონამდე არ გაივსება.”
“მე მსურს, რომ მესი ლა ლიგაში იყოს, ისევე როგორც მოურინიო, კლოპი, გვარდიოლა, კრიშტიანუ… ისინი ჩემპიონატს განვითარების მეტ საშუალებას მისცემენ.  იმედს ვიტოვებ, რომ ლეო დარჩება, ის ისტორიაში საუკეთესოა, ამით ყველაფერია ნათქვამი.”
“თითოეული კლუბის ფინანსური კეთილდღეობა ჩვენი მთავარი საფიქრალია. ლა ლიგა ეკონომიკურად ყველაზე გაძლიერებული დაბრუნდება. “ბარსელონამ” “რეალისა” და “იუვენტუსის” მსგავსად, ბილეთების ჯიხურების, მუზეუმისა და მაღაზიების დახურვის გამო ყველაზე მეტად იზარალა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nikusha
    schedule 27 ნოე 2020, 10:02

    იანვრის მერე 30% შეავსებენ სტადიონს ალბათ

  • M10 S9 D11
    schedule 27 ნოე 2020, 04:03

    სამიათასი რა ჩემი ფეხებია კამპ ნოუზე მაგდენი გულშემატკივარი გინდ ყოფილა და გინდ არა