დღეს დავიდ ვილია ჟუან ლაპორტას შეხვდა, სადაც მან 4 წლიან კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერა ხელი. მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენს. “El Guaje” კატალონიის “ბარსელონაში” 2014 წლამდე დარჩება. ესპანელი ფორვარდის პრეზენტაცია “კამპ ნოუზე” დღეს შედგება. ვილიას თან ახლდა თავისი აგენტი. მას შემდეგ, რაც კონტრაქტზე ხელი მოაწერა დავიდ ვილიამ მან და მისმა აგენტმა სურათი გადაიღეს ჟუან ლაპორტასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად.
წყარო: fcbarcelona.cat