დიდი შანსია, დღეს ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფიდან 1/8-ფინალში გამსვლელი ორივე გუნდის ვინაობა გაირკვეს. ამისთვის საკმარისია, რომ “ბარსელონამ” და “იუვენტუსმა” არ წააგონ.
სათქმელად მარტივია, მაგრამ როდესაც კუმანის “ბარსელონა” ხარ, ანუ ისედაც შენი გაგჭირვებია, თან პიკე, ბუსკეტსი, ფატი, სერჟი რობერტო, არაუხო და უმტიტი გაკლია, ამას მესისა და დე იონგის დანაკლისს თავად დაამატებ და სასტარტო შემადგენლობის 6 წევრის გარეშე გიწევს თამაში, მოდი და ნუ წააგებ. მაშინაც კი, თუ მეტოქეს არანაკლები დანაკლისი აქვს.
სათამაშო ფორმა
“ბარსელონასი” არ იყოს, “დინამოსაც” არასტაბილურობა დასჩემდა. “კამპ ნოუზე” გმირულად ბრძოლისა და მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით წაგებიდან 3 დღეში კიეველებმა დონეცკის “შახტარს” უმასპინძლეს და 0-3 განადგურდნენ. ეს მირჩა ლუჩესკუს გუნდისთვის უკრაინის ჩემპიონატში პირველი მარცხი იყო.
შემდეგ იყო სანაკრებო პაუზა, რასაც “დინამომ”ჩემპიონატში “ინგულეცთან” სტუმრად 2-0 მოგება მოაყოლა.
კიეველებს ბოლო 4 საშინაო თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვთ.
“ბარსელონას” კი პრობლემები ყველა მიმართულებით აქვს. კატალონიელებს უკვე წლებია თამაში არ უვარგათ, რასაც ერნესტო ვალვერდეს გაგდების შემდეგ შედეგების გაუარესებაც მოჰყვა. სიტუაცია ვერც რონალდ კუმანმა გამოასწორა, რომლის გუნდმაც ლა ლიგის პირველ 8 ტურში მხოლოდ 11 ქულა აიღო, რაც ყველაზე ცუდი შედეგია იმ დროიდან მოყოლებული, კუმანი რომ “ბარსელონაში” თამაშობდა.
“ბარსას” ბოლო 4 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული, ისიც ნახევარი შემადგენლობით მოთამაშე “იუვენტუსთან”.
დანაკლისი
“კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში “დინამოს” არაერთი ფეხბურთელი კორონავირუსის გამო აკლდა. მათი ნაწილი გუნდს ახლახანს დაუბრუნდა, მაგრამ უკრაინელებს სხვა მოთამაშეები გამოაკლდნენ, მათ შორის “კამპ ნოუს” თამაშის გმირი, 18 წლის მეკარე რუსლან ნეშერეტი.
დღევანდელ შეხვედრაში უკრაინელებს ციგანკოვი, პოპოვი, როდრიგესი, სიროტა, ნეშერეტი, დეულანდი, შაბანოვი, ლედნევი, ანდრიევსკი, ტიმჩიკი, კოსტევიჩი და რუსინი არ ეყოლება, ხოლო სიდორჩუკის საკითხი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაა.
ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულოდ, კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა გიორგი წიტაიშვილი, რომელიც, შესაძლოა, დღეს მოედანზე ვიხილოთ.
ამ გუნდებს შორის გამართული წინა შეხვედრის შემდეგ საკადრო პრობლემები “ბარსელონასაც” მოუმრავლდა, თან როგორ. ჟერერ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ანსუ ფატი, სერჟი რობერტო, რონალდ არაუხო, სამუელ უმტიტი – ასე გამოიყურება “ბარსელონას” ლაზარეთი. ამას კი კუმანმა ლიონელ მესი და ფრენკი დე იონგი დაუმატა. გუნდის ლიდერები დღეს დაისვენებენ.
ურთიერთშეხვედრები
კიევის “დინამო” ის გუნდია, რომელთან ურთიერთშეხვედრების გახსენებაც “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის დიდად ტკბილი მოგონება არაა.
სულ ჩატარებული 11 თამაშიდან “ბარსამ” 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო, გაიტანა 20 და გაუშვა 16 გოლი.
ცუდად მოსაგონარი კი “დინამოსთან” თამაშები ჩემპიონთა ლიგის 1997/98 წლების სეზონის გამოა. ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. 22 ოქტომბერს, კიევში, მასპინძლებმა 3-0 მოიგეს. 5 ნოემბერს, როდესაც “ბარსელონა” შერცხვენის გამო რევანშს ელოდა, ანდრეი შევჩენკოსა (3) და სერგეი რებროვის გოლით, “დინამომ” “კამპ ნოუზე” 4-0 იმარჯვა.
მას შემდეგ, მიმდინარე სეზონამდე, გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ. ეს 2009 წელს, კვლავ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. ორივე თამაში ამჯერად “ბარსამ” მოიგო – შინ 2-0 და სტუმრად 2-1. გოლები მესიმ (2), პედრომ და ჩავიმ გაიტანეს. მესის გარდა, იმ “ბარსელონადან” გუნდში პიკე და ბუსკეტსი არიან შემორჩენილნი.
“ბარსელონას” უკრაინულ გუნდებთან სულ 20 თამაში აქვს ჩატარებული. კატალონიელებმა 13 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს, გაიტანეს 38 და გაუშვეს 24 გოლი. სტუმრად ჩატარებულ 9 თამაშში “ბლაუგრანას” ასეთი ბალანსი აქვს – 5 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი.
“დინამოს” ესპანურ მეტოქეებთან ჩატარებულ 28 თამაშში 5 მოგება, 10 ფრე, 13 წაგება, 33 გატანილი და 44 გაშვებული გოლი დაუგროვდა. კიევში გამართული 13 დაპირისპირებიდან კიეველებმა 3 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
არბიტრი
შეხვედრას 40 წლის მატეი იუგი მოემსახურება.
სლოვენიელი არბიტრი “ბარსელონას” მატჩში პირველად იმსაჯებს. “დინამომ” კი მისი მონაწილეობით ჩატარებული ერთადერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა.
ვიდეორეფერი გერმანელი საშა შტეგემანი იქნება, რომელიც “ბარსელონასთვისაც” და “დინამოსთვისაც” ახალი სახეა.
სტატისტიკა
- “ბარსელონა” იმ 4 გუნდს შორის შედის, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სამივე თამაში მოიგეს;
- ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ სამივე მატჩში “ბარსელონამ” პირველი ტაიმიც მოიგო და თამაშიც;
- “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 თამაშში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- “ბარსელონას” კიევის “დინამოსთან” ჩატარებული ბოლო 3 თამაში მოგებული აქვს;
- ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ სამივე შეხვედრაში “დინამომ” 2-2 გოლი გაუშვა;
- “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 24 თამაშში მხოლოდ 2 წაგება აქვს;
- “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 თამაშიდან 7-ში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- “დინამოს” ესპანურ გუნდებთან ჩატარებულ ბოლო 13 თამაშში მოგება არ აქვს.
მწვრთნელების კომენტარები
რონალდ კუმანი
ჩემპიონთა ლიგის მოგება ლა ლიგის მოგებაზე ადვილი არაა. დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლოს ორივე ტურნირის მოგებისთვის ვიბრძოლებთ.
როგორია ჩემი ემოციური მდგომარეობა? ახლანდელი შედეგებით კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნებით, მაგრამ დიდი ამბიციები გვაქვს და მიხარია, რომ ასეთ გუნდთან მუშაობის საშუალება მაქვს. ხვალინდელი თამაში მნიშვნელოვანია და ვეცდებით, შანსი გამოვიყენოთ.
მირჩა ლუჩესკუ
რა თქმა უნდა, მოგება გვინდა, მგრამ მოედანზე ვიხილავთ ორ განსხვავებული ფილოსოფიის, რესურსებისა და იდეების მქონე გუნდს. “დინამოს” ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ხანია არ უთამაშია და მინდა, რომ ეს თამაში კლუბის პროგრესისთვის გამოვიყენოთ.
“ბარსელონა” “ბარსელონაა”. რა თქმა უნდა, მესის არყოფნა მეტოქისთვის ყოველთვის უპირატესობაა, მაგრამ მისი არყოფნა გუნდის დაცვით პოტენციალს გაზრდის. ამ გუნდში შემთხვევით არავინ ხვდება. კატალონიელები ტრანსფერებში დიდ ფულს ხარჯავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავთ. გარდა ამისა, ამ გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდებიც ირიცხებიან.
სავარაუდო შემადგენლობები
UEFA
დინამო: ბუშანი, კეძიორა, ზაბარნი, მიკოლენკო, კარავაევი, შაპარენკო, შეპელიევი, გარმაში, ბუიალსკი, დე პენა, სუპრიაგა.
ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, ლანგლე, მინგესა, ალბა, პიანიჩი, ალენია, დემბელე, კოუტინიო, ტრინკაუ, გრიზმანი.
Whoscored
დინამო (4-4-1-1): ბუშანი, კეძიორა, ზაბარნი, მიკოლენკო, კარავაევი, წიტაიშვილი, ბუიალსკი, შეპელევი, დე პენა, გარმაში, სუპრიაგა.
ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, ალენია, ტრინკაუ, კოუტინიო, პედრი, გრიზმანი.
Sportsmole
დინამო: ბუშანი, კეძიორა, ზაბარნი, მიკოლენკი, კარავაევი, შეპელევი, გარმაში, შაპარენკო, ბუიალსკი, დე პენა, სუპრიაგა.
ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, ალენია, პედრი, კოუტინიო, დემბელე, გრიზმანი.
Sportskeeda
დინამო: ბუშანი, კარავაევი, მიკოლენკო, ზაბარნი, კეძიორა, გარმაში, შეპელევი, დე პენა, ბუიალსკი, შაპარენკო, სუპრიაგა.
ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, პუჩი, ტრინკაუ, კოუტინიო, დემბელე, გრიზმანი.
პროგნოზი
- WhoScored: 1-2
- Sportsmole: 1-2
- Sportskeeda: 0-2
- Squawka: 0-2
ტრანსლაცია
შეხვედრა თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 2 და Silksport.ge გთავაზობთ.
ჩავთვალოთ, რომ "ბაიერნი" "ბენფიკას" დაამარცხებს, ჩვენ კი – "დინამოს". მე-5 ტურში "ბენფიკასთან" "კამპ ნოუზე" გასამართ მატჩს პორტუგალიელებთან 2-ქულიანი უპირატესობით შევხვდებით და მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ.
მე მეეჭვება, რო კიევი დავამარცხოთ(კიევში). ასევე საეჭვოა ბენფიკასთან მოგება, თუნდაც სახლში. ჯობია კიევში როგორმე ფრე გავაგოროთ და უეფა გავინაღდოთ. შარშანდელი მე-2 ადგილიდან გასვლა გახსოვთ?
თუ ამ კაცს ტვინი აქვს,არაუხო თუ მზადაა ძირითადში უნდა იყოს,გარსიამ ბევრჯერ დაამტკიცა რომ დაცვაში თამაში არ იცის და ბარსაში მოყვანის ერთადერთი მიზეზი ისაა რომ პასის კულტურა და ტექნიკა აქვს,რაზეც ბარსაში გართულება აქვთ.მაგიტომ გაუშვეს მინა და ტოდიბო.ნახევარ დაცვაში ორ ცინგლიან 18წლის ბიჭს ცენტი არ უნდა ანდოს,სულელი არაა ლუჩესკო,იცის როგორ გამოიყენოს სისუსტე,შეიძლება სუსტი გუნდია დინამოც მაგრამ არა ისეთი როგორც პირველ თამაშში იყო,თან საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ,მოკლედ,იმის ძალა აქვთ რომ ერთი გოლი ამ ბარსელონას გაუტანონ და პირიქით,ჩვენ გოლის გატანის ძალა დიდი ხანია აღარ გვაქვს.შეტევაში ფატი უნდა დადგეს თავიდანვე აუცილებლად,ახლა უნდა დაამტკიცოს და მეათასედით მაინც გაამართლოს თავის არჩეული 10 ნომერი.მემფისის და ფატის შორიდან გასროლის და კოუტინიოს ათამაშების იმედად ვართ…ამ კოუტინიო არაფეხბურთელმა თუ ისევ ისე ითამაშა როგორც რაიოსთან,საერთოდ დაასრულოს კარიერა ან ნიუკასლში წავიდეს,იქაც ზამენაზე იქნება მაინც.ხვალ 10იანზე უნდა მოსინჯოს იქნებ რამე გამოუვიდეს და მეორე ტაიმში დემბელე ეგრევე მარჯვნიდან,ან თუ დემბელე მზად არაა პუჩი ან ნიკო კოუს ნაცვლად და შემტევ ნახ,მცველებად დადგებიან,პუჩსაც შეუძლია იგივე და გავისაც,დაჯე ნიკოც ძაან კარგია შეტევაში…
ისევ მინგესებით;გავი ნიკოებით და დესტი კოუტინიოების იმედად თუ გავიდა,დაემშვიდობოს სტატუსის ამაღლებას და თუ ნამდვილი კულეა,თავისი გუნდის ყურება მოუწევს ევროპა ლიგაზე და უკვე ჩავი მეცოდება…
თუ გავა უეფაზე მოიგოს უეფა არც ეგ იქნება ცუდი .. რივალდოს წასვლის მერე ამაზე უარეს მდგომარეობაში იყო ბარსელონა .. ერთი ორიჯერ უეფაზეც იყო.. რომელიღაც ეტაპზე მაშინ ბოლნისის სიონი ასპარეზობდა და შეხვდა ვიღაც ჭე კლასის ალბანუდ გუნდს. იმ ალბანელებისთვის რომ მოეგოთ ბოლნისელებს შემდეგ ეტაპზე უეფაზე ხვდებოდა ბარსელონას.. აი ასეთი დროს კი იყო .. :)))
ტერ შტეგენი
დესტი-მინგესა-გარსია-ალბა
რობერტო-ბუსკეტსი-გავი
დემირი-დეპაი-კოუტინიო
მინგესა-არაუხო
კოუტინიო-ანსუ ფატი
ბუსკეტსი-ნიკო
გავი-დე იონგი
დემირი-ლ.დე იონგი
ტერშტეგენი დესტი;არაუხო;ლენგლე;ალბა;ბუსი(ნიკო)დეიონგი;გავი(პუჩი);კოუტინიო;მემფისი;ფატი.
თუ ამ კაცს ტვინი აქვს,არაუხო თუ მზადაა ძირითადში უნდა იყოს,გარსიამ ბევრჯერ დაამტკიცა რომ დაცვაში თამაში არ იცის და ბარსაში მოყვანის ერთადერთი მიზეზი ისაა რომ პასის კულტურა და ტექნიკა აქვს,რაზეც ბარსაში გართულება აქვთ.მაგიტომ გაუშვეს მინა და ტოდიბო.ნახევარ დაცვაში ორ ცინგლიან 18წლის ბიჭს ცენტი არ უნდა ანდოს,სულელი არაა ლუჩესკო,იცის როგორ გამოიყენოს სისუსტე,შეიძლება სუსტი გუნდია დინამოც მაგრამ არა ისეთი როგორც პირველ თამაშში იყო,თან საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ,მოკლედ,იმის ძალა აქვთ რომ ერთი გოლი ამ ბარსელონას გაუტანონ და პირიქით,ჩვენ გოლის გატანის ძალა დიდი ხანია აღარ გვაქვს.შეტევაში ფატი უნდა დადგეს თავიდანვე აუცილებლად,ახლა უნდა დაამტკიცოს და მეათასედით მაინც გაამართლოს თავის არჩეული 10 ნომერი.მემფისის და ფატის შორიდან გასროლის და კოუტინიოს ათამაშების იმედად ვართ…ამ კოუტინიო არაფეხბურთელმა თუ ისევ ისე ითამაშა როგორც რაიოსთან,საერთოდ დაასრულოს კარიერა ან ნიუკასლში წავიდეს,იქაც ზამენაზე იქნება მაინც.ხვალ 10იანზე უნდა მოსინჯოს იქნებ რამე გამოუვიდეს და მეორე ტაიმში დემბელე ეგრევე მარჯვნიდან,ან თუ დემბელე მზად არაა პუჩი ან ნიკო კოუს ნაცვლად და შემტევ ნახ,მცველებად დადგებიან,პუჩსაც შეუძლია იგივე და გავისაც,დაჯე ნიკოც ძაან კარგია შეტევაში…
ისევ მინგესებით;გავი ნიკოებით და დესტი კოუტინიოების იმედად თუ გავიდა,დაემშვიდობოს სტატუსის ამაღლებას და თუ ნამდვილი კულეა,თავისი გუნდის ყურება მოუწევს ევროპა ლიგაზე და უკვე ჩავი მეცოდება…
გამარჯობათ. თქვენ გამაგიჟებთ. გადმოწერეთ სეტანტას აპლიკაცია გაიარეთ რეგისტრაცია. და ნუთუ თვეში 13 ლარი ასე ბევრია რო ჩარიცხოთ და რასაც გინდათ უყუროთ? მერე ქომაგობაზე თავს დებთ. პლიუს რეგისტრაციას რო გაივლი პირველი ორი კვირა საცდელი ვერსია გაქვს ანუ უფასოდ. პრემიერ ლიგა. ჩემპიონთა ლიგა. ლიგა 1. ბუნდესლიგა. რავი რა ჩემპიონატი არ გადის. ლა ლიგის გარდა. ლა ლიგა კიდე სილ გოუს აპლიკაცია გადმოწერეთ და იქ გადის. 3 ლარი ღირს თქვე სილქ გოუ. მგონი 16 ლარი თვეში არავის დაგაქცევთ. თუ მართლა ფეხბურთის ქომაგი ხართ. პლიუს. ანდროიდ ტვ ბოქსები ვისაც გაქვთ. დაუშვეს სეტანტას აპიც და სილქ გოუსც ტივი ბოქსებზე. გადმოწერეთ და ისიამოვნეთ ფეხბურთით… ყოველ თამაშზე თქვენ როგორ ხართ. რა სეტანტა რა აჭარა. სად ვუყურო დამილინკეთ. არ დაიღალეთ?
რა აჭარა ძმა
ტერ შტეგენი
დესტი-ლენგლე-ფირპო-ალბა
პიანიჩი-ალენია
ტრინკაო-კოუტინიო-დემბელე
გრიზმანი
კოუტინიო-პედრი
დემბელე-ლა დე ფუენტე
ტრინკაო-ბრაითვაიტი
გრიზმანი-მინგესა
პიანიჩი-მატეუშ ფერნანდესი
ანუ ცვლილებების მერე იქნება ასე:
ტერ შტეგენი
დესტი-მინგესა-ლენგლე-ფირპო
მატეუშ ფერნანდესი-ალენია
პედრი-ლა დე ფუენტე-ალბა
ბრაითვაიტი
არგეწყინოს ძმაო მაგრამ როდესაც ტერ შტეგენი შეცდომას დაუშვებს კომენტარს მაშინ რო წერ,როცა სეივებს აკეთებს სად ხარ რო იკარგები?
Sportskeedaს წყობა ყველაზე მაგარია