workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Golden Boy: ანსუ ფატიმ მეორე ადგილი დაიკავა

Golden Boy: ანსუ ფატიმ მეორე ადგილი დაიკავა

იტალიური Tuttosport-ის მიერ ჩატარებული ხმის მიცემის პროცესის შედეგად, 2020 წლის იმ საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა გაირკვა, რომელთა ასაკიც 21 წელზე ნაკლებია. 

“ოქროს ბიჭუნას” პრიზი (Golden Boy Award) დორტმუნდის “ბორუსიას” ცენტრფორვარდს, ერლინგ ჰოლანდს გადაეცა, მეორე ადგილი კი “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავს, ანსუ ფატის ერგო. აღსანიშნავია, რომ ანსუ იტალიური გამოცემის ვებგვერდზე გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში ლიდერი იყო. 

მესამე ადგილი “ბაიერნის” კანადელმა ფლანგელმა, ალფონსო დევისმა დაიკავა, ათეულის დარჩენილი პოზიციები კი შემდეგმა ფეხბურთელებმა დააკომპლექტეს: ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი), ედუარდუ კამავინგა (რენი), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი), ფილ ფოდენი (მან. სიტი), დომინიკ სობოსლაი (ზალცბურგი), ბუკაიო საკა (არსენალი) და ვინისიუს ჟუნიორი (რეალი). 

“ბარსას” კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც ნომინანტთა შორის იყო – სერჟინიო დესტი – მე-14 ადგილზე გავიდა. 

პრიზის მფლობელები ბოლო წლებში კილიან მბაპე, მატეის დე ლიხტი და ჟოაო ფელიში გახდნენ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Ronaldinho..
    schedule 21 ნოე 2020, 21:23
    #9

    შემდეგ წელს პედრის ველოდები ტოპ 5 ში 🙂

    ისე რათქმაუნდა ფატის ეკუთვნოდა კაკრას მეორე,ჰალანდი ძალიან დიდია ეხლა!!
    ვინიციუსს რა უნდა ვაფშე მანდ

  • ROUCH
    schedule 21 ნოე 2020, 18:32
    #8

    ჰალანდმა ისეთები აკეთა თან რა გუნდით და მერე არც დორტმუნდში დააკლო რა კაცი არ იყიდეა ამ ბალაყნებმა

  • სტუმარი MSN 2019
    schedule 21 ნოე 2020, 17:39
    #7

    👏👏 მომავალში პირველი უნდა

  • tigresa
    schedule 21 ნოე 2020, 17:33
    #6

    გული დამწყდა ძალიან:( იმსახურებდა

  • 8-I N I E S T A-8
    schedule 21 ნოე 2020, 17:03
    #5

    მესის კარიერას გავს ფატმანას კარიერა.ვიმედოვნებ არ შეწყვეტს პროგრეს და მომავალ წელს ბალონ დორს ჩაიხუტებს.ყველაფერი აქ ოქროს ბიჭუნა რო გახდეს.მალე უნდა მოიხოდო ანსუმანე😎

  • Soxa
    schedule 21 ნოე 2020, 16:44
    #4

    არაუშავს, მომავალ წელს მოიგებს, ჯერ პატარაა.

  • ika9101
    schedule 21 ნოე 2020, 15:42
    #3

    მაგარია ეს ჰოლანდი

  • El pistolero 9
    schedule 21 ნოე 2020, 14:43
    #2

    ნუ ჰაალანდი რახან გახდა არ მაქვს პრეტენზია.მომავალ წელს მისი იქნება

  • M10 S9 D11
    schedule 21 ნოე 2020, 13:48
    #1

    არაუშავს კიდევ ექნება შანსი და მერე მოიგებს