workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი “ბარსელონასთან” ერთად მე-800 მატჩს ჩაატარებს

ლეო მესი “ბარსელონასთან” ერთად მე-800 მატჩს ჩაატარებს

“ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი, ხვალ თავის კატალონიურ კარიერაში (ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით) მე-800 მატჩს ჩაატარებს. 

33 წლის არგენტინელისთვის საიუბილეო მატჩში “ბარსას” მეტოქე მადრიდის “ატლეტიკოა”, რომელიც რონალდ კუმანის გუნდს სატურნირო ცხრილში მთელი 6 ქულით უსწრებს და იმედი დავიტოვოთ, რომ მესი ამ ჩამორჩენის აღმოფხვრისთვის განსაკუთრებულად მოტივირებული იქნება. 

“ბლაუგრანას” მაისურით 2004 წლიდან დღემდე ჩატარებულ ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრებში ლეოს ანგარიშზე 677 გოლია [Sport], “ვანდა მეტროპოლიტანოს” ბინადარი კლუბი მისი ერთ-ერთი “საყვარელი მეტოქეა” – “ლა პულგას” “ატლეტიკოს” კარი 32-ჯერ აქვს აღებული. 

მესის მიერ მადრიდული გუნდის წინააღმდეგ გატანილი ყველა გოლი, შეგიძლიათ, ამ სტატიაში იხილოთ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 21 ნოე 2020, 00:17

    რამდენჯერაც დაწერეს ესა თუ ის გუნდი ლეოს საყვარელი გუნდია, მათ კარში ამდენი გოლი აქვსო გატანილიო, იმდენჯერ ვერ გაიტანა. ანუ ცუდად მაქვს დაცდილი.

  • BARCELONA FOREVER
    schedule 20 ნოე 2020, 20:59

    გამოდის რო რაღაც საოცრებას უნდა ველოდოთ ხვალ მეფისგან ძან კი არ გაუმართლა ატლეტიკოს 😀

  • M10 S9 D11
    schedule 20 ნოე 2020, 17:21

    მიდი ლომო საიუბილეო მატჩებში გიყვარს სპექტაკლების დადგმა