workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანრი 2014 წელს: ჩემს შვილს მაგალითის აღებას რიბერისა და მიულერისგან ვურჩევდი

ანრი 2014 წელს: ჩემს შვილს მაგალითის აღებას რიბერისა და მიულერისგან ვურჩევდი

პრესაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “არსენალის” ლეგენდის, ტიერი ანრის ინტერვიუ გავრცელდა, რომელიც 2014 წლით თარიღდება. ანრი, რომელსაც “ბარსელონაშიც” უთამაშია (2007-2010) ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს თამაშის სტილს აკრიტიკებს.

“ნაბიჯები, ფინტები – ეს თამაში არ არის. თამაში გახლავთ – რასაც თომას მიულერი გვთავაზობს. ახლა შვილი რომ მყავდეს მას ვურჩევდი: “შეხედე მათ, შეხედე რიბერის, შეხედე თომას მიულერს”. რასაც ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ აკეთებს – ეს უბრალოდ იდიოტობაა. 

არ ეცადოთ ამ ბიჭებზე მიბაძვა, თქვენ შეგიძლიათ მიბაძოთ ფრანკ რიბერის და თომას მიულერს.”,

 – აცხადებდა ანრი 2014 წელს. 

უცნაურია, რომ აღნიშნული ინტერვიუს ჩაწერამდე, ანრიმ წინა დღეებში ერთ-ერთ შეხვედრაში მეტოქე სწორედ მესისა და რონალდუს “დაწუნებული” სტილით მოატყუა, იმ დროს ფეხბურთელი ჯერ კიდევ “ნიუ იორკ რედ ბულსის” ღირსებას იცავდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • Johan Cruyff 14
    schedule 19 ნოე 2020, 22:45

    ანრი ყოველთვის ჰაი კლასის იუმორით გამოირჩევა

  • M10 S9 D11
    schedule 19 ნოე 2020, 16:08

    მოიცა რიბერი და მიულერი რა სტილით თამაშობდნენ ძაან მაინტერესებს განსაკუთრებით მიულერი