აფელაი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე შეიძინა ”ბარსელონამ” ხოსეპ გვარდიოლას ეპოქაში. მისი ადაპტაცია წარმატებული გამოდგა, იბრაჰიმმა გაიტანა 2 გოლი და გახდა მნიშვნელოვანი ფიგურა. იბიმ ასევე მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ფინალში. აფელაიმ მოედანზე მხოლოდ 2 წუთი გაატარა, თუმცა ეს იყო შესანიშნავი ჯილდო ”ბარსაში” მისი გადასვლიდან მუდმივი პროგრესირების გამო.
მისი ოფიციალური დებიუტი სამეფო თასის მატჩში შედგა, სადაც ”ატლეტიკის” კარის დალაშქვრა ერიკ აბიდალმა შეძლო. ამის შემდეგ ფეხბურთელი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა გუნდისთვის და 28 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. იბრაჰიმმა მოედანზე 1000-ზე მეტი წუთი დაჰყო, აქედან 131 წუთი ჩემპიონთა ლიგაზე, 224 სამეფო თასზე და 700 ლა ლიგაში. ის ასევე მონაწილეობას ღებულობდა სანაკრებო მატჩებში. ”ბარსელონას” შემადგენლობაში 2-ივე გოლი მან გასვლით მატჩში გაიტანა: პირველი გოლი თასზე მან ”ალმერიას” გაუტანა, ხოლო მეორე პრიმერას უკანასკნელ ტურში ”მალაგას”.
მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაა, მაგრამ ეს გადაცემა გასულ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში, მადრიდის ”რეალთან” დაპირისპირებაში. 76-ე წუთზე აფელაიმ ჩავისგან მიიღო გადაცემა, მოატყუა მარსელო და გაუკეთა გადაცემა მესის, რაც წარმატების საწინდარი გახდა. შესანიშნავი მომენტი ”ბარსასთვის” და თავად ფეხბურთელისთვის.
იბიმ დაამტკიცა, რომ მრავალფეროვანი ფეხბურთელია, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, იქნება ეს შეტევა და ნახევარდაცვა.