workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
კარლეს რეშაკი კლუბიდან წასვლის შესახებ საუბრობს

კარლეს რეშაკი კლუბიდან წასვლის შესახებ საუბრობს

“ბარსელონას” ლეგენდა, კარლეს რეშაკი, Onda Cero-სთან ინტერვიუში, კლუბიდან მისი კარლეს ტუსკეტსის მიერ განთავისუფლების შესახებ გავრცელებულ ცნობას უარყოფს და ამბობს, რომ ეს პირადად მიღებული გადაწყვეტილებაა.

დაიწერა, თითქოს, მე გამათავისუფლეს, რაც ცრუ ინფორმაციაა. ყოველთვის, დეკემბერში ერთწლიან კონტრაქტს ვდებდით. ბართომეუსთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა და მაქვს, ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმება და მუშაობის ახალ პრეზიდენტთან გაგრძელებაც შემეძლო, მაგრამ ეს, ჩემთვის, არასერიოზული ჩანდა. ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, თუმცა მოხარული ვიქნები თუ ვინმე ჩემს დაბრუნებას ისურვებს.

73 წლის რეშაკმა, ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატზე, ვიქტორ ფონტზეც, ისაუბრა.

მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაკავშირებს. იგი კლუბში ისეთ ადამიანებთან ერთად მოვა, როგორებიც ტონი ნადალი და ჩავი არიან.

მიუხედავად ამისა, იგი ფონტის მიერ რონალდ კუმანის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს არ ეთანხმება.

“ბარსასთვის” კუმანი ისტორიული ფეხბურთელია და წარმატების შემთხვევაში გუნდში დარჩენას დაიმსახურებს.

2010 წლიდან, რეშაკი “ბარსელონას” პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. გუშინ, La Vanguardia-მა იუწყა, რომ კლუბის დროებითმა ხელმძღვანელობამ მას ხელშეკრულება გაუწყვიტა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward