workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი მასკერანოს და გაგოს დაემშვიდობა, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულეს

მესი მასკერანოს და გაგოს დაემშვიდობა, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულეს

“ბარსელონას” 33 წლის კაპიტანი, ლიონელ მესი, საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ყოფილ პარტნიორებს, ხავიერ მასკერანოსა და ფერნანდო გაგოს დაემშვიდობა, რომლებმაც მოთამაშის კარიერა დაასრულეს. 

“ორი ადამიანი, რომლებთანაც მე ვცხოვრობდი და დიდი ხანი ვღებულობდი სიამოვნებას, ფეხბურთიდან წავიდნენ. მსურს, შესაძლებლობით ვისარგებლო და მათ დავემშვიდობო. 

ფერ, ძვირფასო, ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად გექნება. ჩვენი გაცნობის დღიდან 17 წელი გავიდა. ეროვნული ნაკრების გასახდელში ერთად ყოფნა ერთგვარი სიამოვნება იყო, ასევე შენს წინააღმდეგ თამაშიც, ეს კარგად იცი. ვიმედოვნებ, საკუთარი ოცნებების რეალიზირებას გააგრძელებ. 

რა შემიძლია ვთქვა მასკეზე. წლებია ერთად ვართ, ერთმანეთს ყოველდღიურად ვხედავდით, ჩვენ ყველაზე ბედნიერი მომენტები და რთული პერიოდები გადავიტანეთ, როგორც არგენტინის ნაკრებში, ისევე “ბარსელონაში”. იმ მომენტიდან გვენატრები, როდესაც წახვედი. შენს ოჯახთან ერთად ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.”,

– ნათქვამია მესის განცხადებაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • El pistolero 9
    schedule 17 ნოე 2020, 20:24

    მასკე მაგარი მასტი იყო❤❤

  • MARI=BARCA-fan
    schedule 17 ნოე 2020, 01:18

    ციტატა: Konrad de la Fuente
    ცუდი დიზაინი კი არაა, მარა ძველსაც ბევრი პლიუსი ჰქონდა მეც და ბევრიც შეჩვეული ვიყავით და მგონი ჯობია დააბრუნოთ neutral_face მოიკლო კომენტარების რაოდენობამაც. ბევრი რამე წინა დიზაინის ჯობდა, არაპრაქტიკულია თითქოს ეს.


    კიი, მეც გეთანხმებით, უფრო გართულებული დიზაინია, ამიტომ არის არაკომფორტული, და აქედან გამომდინარე არაპრაქტიკულიც ..

  • me da barca
    schedule 16 ნოე 2020, 22:52

    მასკე ადამიანი, რომელიც ბოლომდე იხარჯებოდა.

  • ჩიკო
    schedule 16 ნოე 2020, 22:07

    ბარსელონას პრეზიდენტობის ერთ-ერთმა მთავარმა კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა განაცხადა, რომ კლუბში ნეიმარის დაბრუნებას არ აპირებს.

    ფონტის თქმით, "პსჟ"-ს ფორვარდი, რომელიც "ბარსაში" 2013 წლიდან 2017 წლამდე თამაშობდა, გუნდს მოერგებოდა, თუ მთავარი მწვრთნელი ხავი გახდება, მაგრამ უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ბრაზილიელმა "ბლაუგრანას" სასამართლოში უჩივლა.

    "სპორტული თვალსაზრისით, ნეიმარი იდეალურად ჩაეწერებოდა ხავის გუნდში", – ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს El Chiringuito.

    "თუმცა, ფინანსური მიზეზებისა და იმის გამო, რომ კლუბს სასამართლოში უჩივლა, ის ჩემს გეგმებში არ შედის", – დასძინა ფონტმა. ა ბიჯო კაცი სწორეა , კაცი რომელიც კლუბს რომელმაც ვარსკვლავად აქცია უჩივის ის არცაა გასახსენებელი

  • Konrad de la Fuente
    schedule 16 ნოე 2020, 22:06

    ცუდი დიზაინი კი არაა, მარა ძველსაც ბევრი პლიუსი ჰქონდა მეც და ბევრიც შეჩვეული ვიყავით და მგონი ჯობია დააბრუნოთ neutral_face მოიკლო კომენტარების რაოდენობამაც. ბევრი რამე წინა დიზაინის ჯობდა, არაპრაქტიკულია თითქოს ეს.