Sport-ის ცნობით, ორშაბათს, “ბარსელონას” დროებით ხელმძღვანელობასა და კატალონიის მთავრობას შორის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
განხილვის საგანს არჩევნების, კერძოდ კი ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები წარმოადგენენ.
თარიღი
პირველ რიგში, უნდა შეირჩეს არჩევნების თარიღი. RAC1-ის ინფორმაციით, არჩევნები, სავარაუდოდ, 24 იანვარს დაინიშნება, თუმცა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის. მთავრობის რეკომენდაციით, ხმის მიცემა ორ დღის განმავლობაში უნდა იყოს შესაძლებელი.
ადგილი
აქამდე, არჩევნები, ყოველთვის, “კამპ ნოუზე” ტარდებოდა. კლუბს 21 საარჩევნო უბნის გახსნა სურს. ამ იდეის თანახმად, “ბარსელონას” წევრებს ხმის მიცემა, გარდა კატალონიისა, მადრიდში, ვალენსიაში, ანდალუსიასა და ბასკეთშიც შეეძლებათ.
ხმის მიცემის ფორმა
კლუბის მოქმედი წესდება, ხმის მოცემის კონკრეტულ ფორმას არ განსაზღვრავს. შესაძლებელია, პროცესი ფოსტისა და ელექტრონული საშუალებების გამოყემებითაც წარიმართოს, თუმცა კარლეს ტუსკეტსი და კლუბის დროებითი ხელმძღვანელობა ამ იდეას მხარს არ უჭერს, რაც კლუბის საზღვარგარეთ მყოფ წევრებს საკუთარი უფლების რეალიზაციის საშუალებას უსპობს.
ამომრჩეველი
ადამიანების, რომლებმაც “ბარსელონას” პრეზიდენტის ვინაობა უნდა გამოარკვიონ, 92% კატალონიაში ცხოვრობს, 5% კი – დანარჩენ ესპანეთში. 60 წელს გადაცილებული ამომრჩევლის წილი კი 40%-ს შეადგენს, რაც უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფის აუცილებლობას ქმნის.
აღსანიშნავია, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუს მიმართ უნდობლობის საკითხის აღძვრის ორგანიზატორები არჩევნების 24 იანვარს დანიშვნას აპროტესტებენ.
არჩევნების მხრივ, ერთი საქართველოს საშველი არ დადგა და მეორე ბარსასი.