“უნდობლობის მოძრაობის” აქტივისტებმა ცოტა ხნის წინ ტვიტერის საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც კლუბის დროებითი ხელმძღვანელობის ქმედებები დაგმეს.
მათ უკმაყოფილება კონკრეტულად იმ ფაქტთან დაკავშირებით გამოთქვეს, რომ დროებითი საბჭო უკვე 2 კვირაა რაც შეიქმნა, საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური თარიღი კი დადგენილი ჯერ ისევ არ არის.
წინა წლებში, როდესაც დროებითი ხელმძღვანელობა ინიშნებოდა, არჩევნების თარიღი 1-2 დღეში ხდებოდა ცნობილი.
“უნდობლობის მოძრაობა” სავარაუდო დროსაც აპროტესტებს. გავრცელებული ჭორების მიხედვით, არჩევნები 24 იანვარს უნდა ჩატარდეს. აღნიშნული თარიღი კი აქტივისტების თქმით საკმაოდ გვიანია.
იმის გათვალისწინებით, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ ფეხბურთელების ხელფასების შემცირების საკითხზე უნდა იმსჯელოს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისა და ასევე მომავალი წლის ბიუჯეტის რაოდენობა უნდა განსაზღვროს, მინიმუმ 2 თვე აუცილებლად დასჭირდებათ. აქედან გამომდინარე, პროტესტი ადეკვატურადაც უნდა მივიჩნიოთ.
რატომ წელავს ეს ბებერი არჩევნებს ვერ ვხვდები, გაუტკბა?