“ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ტატა მარტინომ, ესპანელი ვინგერის, ადამა ტრაორეს “ბლაუგრანას” შემადგენლობაში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
“მახსოვს, რომ ტრაორე დიდი ნაბიჯის გადადგმისთვის მზად იყო. ის კარგად ვარჯიშობდა როგორც საფეხბურთო, ასევე ფიზიკური კუთხით.
ის ტექნიკური ახალგაზრდა მოთამაშე იყო, რომელსაც საკუთარი პოტენციალი კარგად ჰქონდა გააზრებული”. – თქვა მარტინომ Diario AS-თან.
ადამა ტრაორე “ბარსას” აკადემიის აღზრდილია. მას 2013-დან 15 წლამდე ძირითად გუნდში თავის გამოჩენის შანსი სულ 4-ჯერ მიეცა, შემდეგ კი კლუბიდან წავიდა და “ასტონ ვილას” შეუერთდა. ახლა, 24 წლის ფეხბურთელი პრემიერ ლიგის “ვულვზში” თამაშობს და “ბარსელონას” მხრიდან მისი დაბრუნების სურვილზე საკმაოდ ხშირად იწერება.




სად, რა პოზიციაზე უნდა გეთამაშებინა მერე? მარჯვენა ფლანგზე თუ ცენტრფორვარდად?!
2014 წელს ჯეკა მოიყვანეს, ფლანგზე მესი იყო
ვის ამოაგდებდა შემადგენლობისან?
ამან ათამაშა პირველად ადამა.. და დონგუ კიდე ძაან ნიჭიერი იყო
მერე რატო არ მიეცი შანსი შე ფარჩაკო დონგუს და ვიღაც ჯანდაბებს რო ათამაშებდი