“ბარსელონას” ერთ-ერთმა მთავარმა სატრანსფერო სამიზნემ, ერიკ გარსიამ, რომლის შეძენასაც კლუბი უფასოდ აპირებს, CityXtra-სთან ინტერვიუ ჩაწერა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ესპანელი ცენტრალური მცველი მის მიმართ კატალონიელთა ინტერესზე, გარსიამ უპასუხა:
“ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი ვარ. ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს. ძალიან მადლიერი ვარ, რადგან მათ ჩემზე გარკვეული ავანსები გასცეს. ასევე მადლიერი ვარ პეპის, ის მე მენდო და თავდაჯერება შემმატა, სხვას ვერაფერს დავამატებ.
მიმდინარე სეზონში ერიკი არცთუ ისე ხშირად გვევლინება “სიტის” მატჩებისას მოედანზე, მაგრამ პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე სრულად ნათამაშები 3 შეხვედრა, 19 წლის ფეხბურთელისთვის მაინც რესპექტაბელური დროა.




Ras erchit icis sadac tamashobs 😂 chkviania
რუბენ დიაში იყიდეს და ამას მოგვყიდიან იასნია, რა ნახეს უბრალოდ განსაკუთრებული ამ იგროკში? გამოცდილი მცველი იყიდონ ვინმე.