workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ერიკ გარსიაში ფულის გადახდას არ აპირებს

“ბარსელონა” ერიკ გარსიაში ფულის გადახდას არ აპირებს

კატალონიურ პრესაში გავრცელებული ბოლო ცნონებით, “ბარსელონა” არ აპირებს ერიკ გარსიაში იანვარში ფული გადაიხადოს. “ბლაუგრანა” ახალგაზრდა ფეხბურთელს მომდევნო ზაფხულში უფასოდ დაიბრუნებს.

გარსიას “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და საიდუმლო არავისთვისაა, რომ მას “ბარსელონაში” დაბრუნება სურს. Sport-ის ცნობით, კატალონიელები აპირებენ ზაფხულამდე მოიცადონ და 19 წლის ფეხბურთელი უფასოდ დაიბრუნონ. “ბლაუგრანას” ოპტიმიზმის საფუძველს თავად ფეხბურთელის სურვილი და მის აგენტთან, ივან დე ლა პენიასთან არსებული კარგი ურთიერთობა აძლევს.

“ბარსა” გარსიას იანვარში დამატებას იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ რომელიმე ცენტრალური მცველი, ანუ სამუელ უმტიტი, მორიგ ტრავმას მიიღებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Bakero
    schedule 13 ნოე 2020, 20:12

    ამის აღზრდა ჩამოყალიბების დროა ეხლა ? როცა დაცვის ცენტრზეა ლაპარაკი ! 😡 უპამეკანო თუ ვერ მოგყავთ კუნდე მაინც მოიყვანეთ სევილიადან

  • Konrad de la Fuente
    schedule 13 ნოე 2020, 19:23

    კულიბალი ან შკრინიანი ითრიონ, რასაც ვხედავ მაგაზე უკეთესი ვარიანტები არ არსებობს. უპამეკანო მომწონს კი, მარა თითქოს ქაჯი მცველია მომენტებში.

  • me da barca
    schedule 13 ნოე 2020, 19:18

    უმტიტი თუ მწყობრში არ ჩადგა, უნდა მოიშორონ ზაფხულში, ხელფასს მაინც დაზოგავენ. ზედმეტი ტვირთი გახდა გუნდისთვის.

  • Konrad de la Fuente
    schedule 13 ნოე 2020, 18:48

    ციტატა: M10 S9 D11
    აი ტოდიბო რატო გაყიდეს რატოოოოოოო


    შალკეში არ ჩანდა რაის ტოდიბო თუ ძმა ხარ, მაგაზე უკეთესი აგერ არაუხო გვყავს ჩემი აზრით.

  • M10 S9 D11
    schedule 13 ნოე 2020, 18:39

    აი ტოდიბო რატო გაყიდეს რატოოოოოოო

  • Konrad de la Fuente
    schedule 13 ნოე 2020, 18:38

    რუბენ დიაშის სახით მშვენიერი მცველი იყიდა სიტიმ, ამ გარსიას რა აქვს ჯერ გაკეთებული ისეთი რო ბარსას ძირითადის ღირსეული წევრი იყო? პოტენციალი აქვს, მარა ამაზე ნაკლები არ გვყავს არაუხო. გამოცდილი მცველი გვინდა, რომელიც უეჭბელი გაამართლებს. ტიაგო სილვა ამ ასაკშიც კი აჯობებს ლანგლეს და პიკეს ერთად აღებულს.