workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსა” სანჩესის ალტერნატივად გრიზმანს განიხილავს

”ბარსა” სანჩესის ალტერნატივად გრიზმანს განიხილავს

”ბარსელონა” სერიოზულად აპირებს შეტევითი ხაზის გაძლიერებას. თუკი კატალონიელები ”უდინეზედან” ალექსის სანჩესის შეძენას ვერ მოახერხებენ მაშინ ისინი ანტუან გრიზმანის ვარიანტზე გადაერთვებიან.

ალექსის სანჩესის შესაძენად სატრანსფერო ბაზარზე ნამდვლი ომი მიმდინარეობს. ჩილელი ფეხბურთელის შეძენა სურთ ისეთ კლუბებს, როგორებიაა მადრიდის ”რეალის”, ”ბარსელონა”, ”მაჩესტერ სიტი”, ”მაჩესტერ იუნაიტედი”, ”ინტერი” და ”იუვენტუსი”. ამჟამად სანჩესის შეძენის კარგი შანსი ”ინტერს” აქვს.

აი ”ბარსელონამ” კი უკვე შეარჩია სათადარიგო ვარიანტი. გამოცემა ასის ცნობით იმ შემთხვევაში, თუ სანჩესი კატალონიის დედაქალაქში გადაბარგებაზე უარს განაცხადებს ”ბლაუგრანას” რიგებში ჩაირიცხება ”რეალ სოსიედადის” ახალგაზრდა ტალანტი, ანტუან გრიზმანი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward