Betfair-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო, “ბარსელონას” შეტევის პოტენციალზე თავის აზრს აფიქსირებს.
“ბარსელონას” რომ ფორვარდის შეძენა სჭირდებოდა, ამას მაშინაც ვფიქრობდი, როცა ანსუ ფატი ტრავმირებული არ იყო, ახლა კი მიმაჩნია, რომ ტრანსფერი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
თუ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლა სურს, ერთი ან ორი თავდამსხმელი უნდა დაიმატოს.
ბოლო დროს, ანსუს მეტი თავდაჯერება ჰქონდა და გუნდში მნიშვნელოვან ფიგურად ყალიბდებოდა, მისი არყოფნა კი მწვრთნელს პრობლემებს შეუქმნის. სეზონის გადამწყვეტი თამაშების მოსაგებად აუცილებელია, რომ კუმანს წინა ხაზზე დიდი არჩევანი ჰქონდეს”. – წერს რივალდო.
როგორც ცნობილია, ფატი კატალონიურ გუნდს დაახლოებით 4 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.




2 არა 3 თავდამსხმელს იყიდიან. საინტერესოა ამას სავალუტო ფონდი დააფინანსებს? ან იმ ბალასტს რა ვუყოთ არაფერში, რომ იღებენ ხელფასს? რივალდო, რამდენადაც კარგი ფეხბურთელი იყო, ორჯერ მეტი მოლაყბე გამოდგა.
მცველები სჭირდება ამ გუნდს