”ლილის” ნიჭიერმა ნახევარმცველმა, ედინ აზარმა კომენტარი გააკეთა ინფრომაციაზე, რომლის თანახმადაც მისი შეძენით ”ბარსელონა” ინტერესდება.
”ბარსელონა”? მე იქ გადასვლა შემიძლია? ეს დიდი პატივია, როცა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი შენდამი ინტერესს იჩენს. რაიმე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს სიახლე მე მომწონს” – ფეხბურთელის სიტყვებს ციტირებს ”El Mundo Deportivo”.
შეგახსნებთ, რომ 20 წლის აზარს ”ლილთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული. მისით კი ისეთი გუნდები ინტერესდებიან, როგორიცაა ”რეალი”, ”არსენალი” და ”ლივერპული”.



