workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კოკე: გრიზმანს “ატლეტიკოშიც” გაუჭირდებოდა

კოკე: გრიზმანს “ატლეტიკოშიც” გაუჭირდებოდა

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა კოკემ Cadena SER-თან კომენტარი გააკეთა მის ყოფილ თანაგუნდელზე, “ბარსელონას” შემტევზე, ანტუან გრიზმანზე, რომელიც კატალონიურ გუნდში ფეხის მოკიდებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.

“გამიკვირდა, როდესაც დავინახე, რომ გრიზმანი “ბარსასთან” ბოლო დაპირისპირებაში მოედანზე თამაშის 90-ე წუთზე გამოვიდა.

ანტუანს, თუ იგი ოდესმე დაბრუნებას გადაწყვეტს, ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად აქაც დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს. ლიონელ მესისაც კი სასტარტოში თამაშისთვის ბრძოლა მოუწევდა.”

კოკემ გასულ ზაფხულში “ბარსადან” “ატლეტიკოში” გადასულ ლუის სუარესზეც ისაუბრა: “სუარესი ჩვენს გუნდს იდეალურად ერგება. ის ფელიშს, კორეასა და ლიორენტეს განვითარების საშუალებას აძლევს. ჩვენი შეტევა რადიკალურად შეიცვალა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 11 ნოე 2020, 12:35
    #3

    რაო? მესისაც გაუჭირდებაო? უზმოზე ჩამოკრა ვნებს ტვინს

  • B.A.r.c.A
    schedule 11 ნოე 2020, 00:32
    #2

    სიმეონემ აქამდე როგორ ვერ მივხვდი ეს რა მაგარი მყავსოო😂

  • C.PC5
    schedule 10 ნოე 2020, 23:42
    #1

    მესის გაუჭირდებოდა ატლეტიკოს ძირითადში თამაშიო. სად გავიცინოთ. რომელს ვერ ამოაგდებსა ძირითადიდან, ღლაპ ფელიქსს თუ *ლე კოშტას. ისე სუას გადასვლამ მართლა უშველა ამათ შეტევას. ბოლო სეზონში აღარ იყო ატლეტიკო ძაან თავდაცვაზე გადასული გუნდი, ნუ დაცვაც აღარ ყავთ ისეთი როგორიც ადრე, და რაღაცნაირად იყვნენ გაჭედილები, ვეღაც უტევდნენ და ვერც თავს იცავდნენ ნორმალურად, ახლა თითქოს სუას მისვლით დარწმუნდნენ რომ შეტევა უნდა ითამაშონ და არა ათობანა