დღეს, “ბარსელონა” “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩს გამართავს. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კატალონიური გუნდის კაპიტანი, ლიონელ მესი, ამ შეხვედრაში მოედანზე იქნება და Mundo Deportivo-ს ცნობით, შთამბეჭდავ სტატისტიკურ შედეგს დააფიქსირებს.
“ბეტისთან” თამაში ზედიზედ 38-ე იქნება, რომელშიც მესი სრულად მიიღებს მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მან ჩემპიონატის მთელი სეზონის ტოლი რაოდენობის მატჩები ისე ჩაატარა, რომ ერთი წუთითაც არ დაუსვენია.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდი არგენტინელის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდია, სულ გატანილი 80 გოლიდან 45 მისი უშუალო მონაწილეობით (გოლი/ასისტი) გავიდა.
საინტერესოა, როდის მისცემს რონალდ კუმანი 33 წლის ფეხბურთელს დასვენების საშუალებას. თუმცა, როგორც “ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, მესი მაშინ უფრო იღლება, როცა არ თამაშობს.




პირველ ტაიმს დაისვენებს.😄
მინდა მესის გარეშე ვნახო ბარსელონა როგორ ითამაშებს , ძალიან საინტერესო იქნება . იქნებ დაასვენონ ერთი თამაში 🤔
ერთს,რომ შეაგდებს თამაშიდან მერე გაეხსნება ჯიგარს❤
თამაშიდან გოლი აუცილებლად ჭირდება ლეოს 🙁
პირველ ტაიმში 3 გოლი ვთხაროთ და მეორეში დაასვენოს, მაგრამ რამდენაც ვთხრით არვიცი დდდ შეტევაში ორი დებილი ფრანგი და ერთი აბიტურიენტი გვყავს
მოხსნამდე 6 გოლი უნდა გასამეორებლად 5
დღეს იფრენს.პელეს რეკორდის მოხსნამდე სულ 5 გოლიღა რჩება
იცის მესიმ როდის უნდა დაისვენოს და როდის არა ასე რომ ბეტისთან და შემდეგ თამაშებშიც იქნება