ბარსელონა-ბეტისი – რონალდ კუმანი მატჩის წინ

ბარსელონა-ბეტისი – რონალდ კუმანი მატჩის წინ

“ბარსელონას” დამრიგებელმა, რონალდ კუმანმა, “ბეტისთან” ხვალ გასამართ თამაშზე და გუნდთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე კომენტარი დღევანდელ პრესკონფერეციაზე გააკეთა.

“ლეო მესი დიდი ფეხბურთელია. გვინდა ის იმ პოზიციაზე ვათამაშოთ, საიდანაც მეტოქე ყველაზე მეტად დაზარალდება. ის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით შეტევაში. მან რამდენიმე სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშა. ის მეტოქისთვის პრობლემებს ყოველთვის ქმნის.

ხოაკინი? ჩვენ ვიცით, რომ მას საუბარი უყვარს. თუ მას მეტი რამის თქმა უნდა, ეს მისი პრობლემაა. მე კი მირჩევნია, წარსულზე არ შევჩერდე.

ნებისმიერი თამაში მნიშვნელოვანია. ეს სიტუაციაზე არაა დამოკიდებული. “ბეტისი” კარგი გუნდია და წინ რთული თამაში გველის. ოთხშაბათს დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, განსაკუთრებით დაცვაში. ამ თამაშისთვის მზად ვართ.

მესი დააფიქსირეს მოედანზე სიარულის დროს? ნებისმიერი ფეხბურთელი შეგიძლიათ მოედანზე სიარულის დროს დააფიქსიროთ. მისით კმაყოფილი ვარ. ვხედავ, რომ ის კონცენტრირებულია. მისი შემართება კარგია.

ნაკრებში მოთამაშე ბევრი ფეხბურთელის გუნდში ყოფნას ის მინუსი აქვს, რომ მოსამზადებლად ცოტა დრო გვრჩება, ისინი დაღლიელბი არიან, მაგრამ იმედი მაქვს, როდესაც საქმეს დავუბრუნდებით, ყველაფერი კარგად იქნება.

4-2-3-1 გუნდისთვის სიახლეა და ადაპტაცია უნდა გავიაროთ.

უმტიტი მკურნალობას განაგრძობს და თუ ის მწყობრში იქნება, გამოვიყენებთ.

ნეტუმ დაამტკიცა, რომ ის ჩვენი კლუბისთვის ძალიან კარგი მეკარეა.

ტერ შტეგენის დაბრუნება დიდებული იყო. მან ჩვენ გადაგვარჩინა. მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.

კრიტიკის მიღების პრობლემა არ მაქვს, თუმცა ამით არ უნდა ვიყოთ შეპყრობილნი. სეზონი ძალიან გრძელია. კლუბში ბევრი რამ მოხდა და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

დამაგვირგვინებელ ფაზაში თამაშზე ვისაუბრეთ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ყოველთვის პასის გაკეთებას ცდილობენ, მაშინაც კი, როდესაც მეტოქის საჯარიმოში არიან. ძნელია, ფეხბურთელი 2 თვეში შეცვალო და გადააჩვიო იმას, რასაც მთელი ცხოვრებაა აკეთებს.

ალენია და რიკი ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებიან და როდესაც დაიმსახურებენ, სათამაშო დროს მიიღებენ.

ალენიას, ისევე, როგორც რიკის, მის მომავალთან დაკავშირებით ვესაუბრე. ვხედავ, რომ კარლესს აქვს შემართება, ითამაშოს საყრდენ პოზიციაზე.

დაცვის ცენტრში საკმაოდ შეზღუდული არჩევანი გვაქვს, რისი მიზეზიც ტრავმებია. ვიცით, რომ ფრენკის ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ უმჯობესია ის საყრდენ ზონაში იყოს.

სათამაშო დროს მივცემ იმას, ვინც ამას ვარჯიშებზე დაიმსახურებს. ყველაფერი ფეხბურთელების ხელშია.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • პავლოვიჩი56
    schedule 07 ნოე 2020, 12:46

    კუილა(კუმან) შენ ყოვლად უნამუსო ხარ. წადიიი.
    არ დამიწყოთ ასე და ისე…ამის ხელში არანაირი პროგრესი-შედეგი არ იქნება.

  • rivaldo80
    schedule 06 ნოე 2020, 20:30

    ერთს მართალს იძახიის აღარა ის დრო საჯარიმოში გააართულო და პასები დაიწყო მიღე დარტყი რაა საჯარიმოში პასაობენ და გოლი ვერ გაქვთ ამდენი მისვლა ბევრ გუნდს არაქ მაგრამ ესენი ვერ იყენებენ იწყებენ პასაობას უაზროდ…ამ ყველაფერს დრო უნდაა მართალია

  • M10 S9 D11
    schedule 06 ნოე 2020, 20:22

    4-3-3 კუმან 4-3-3!!!!

  • El pistolero 9
    schedule 06 ნოე 2020, 19:04

    ბეტისი უნდა გავანადგუროთ!!!

  • grizmann
    schedule 06 ნოე 2020, 18:08

    100% ით მოსაგები თამაშია იქნება გრიზმანმა ბეტისს მაინც გაუტანოს რაც გადმოვიდა საუკეთესო თამაში ბეტისთან ჩაატარა

  • GioKakiashvili
    schedule 06 ნოე 2020, 18:08

    ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, მათი თქმით რონალდ კუმანმა დღეს განსხვავებული სავარჯიშო სესია ჩაატარა.

    ნიდერლანდელი მწვრთნელი უკმაყოფილო იყო კიევის "დინამოსთან" ნაჩვენები თამაშით, რის გამოც ის "ბეტისთან" შეხვედრას სხვა განწყობით ხვდება.

    მოთამაშეები სავარჯიშოდ 15 წუთით გვიან გავიდნენ, რადგან ისინი კუმანმა გასახდელში დატოვა და განუმართა, რომ ეს მატჩი "წლევანდელი სეზონის პირველი ფინალია".

    როგორც ჩანს, კუმანს ლა ლიგის შემდეგ ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება სურს.

    ♥️