მესის ჩემთვის გოლის გასატანად 10 მატჩი დასჭირდა – ჩეხი

მესის ჩემთვის გოლის გასატანად 10 მატჩი დასჭირდა – ჩეხი

2006-2018 წლების პერიოდში კატალონიის “ბარსელონას” შემტევი, ლეო მესი და პეტრ ჩეხი ერთმანეთს 9-ჯერ დაუპირისპიდნენ. 38 წლის ყოფილი მეკარე “ჩელსის” ოფიციალურ ვებსაიტთან ინტერვიუში სწორედ არგენტინელთან პაექრობებზე საუბრობს.

“ლიონელს დიდი დრო – დაახლოებით, 10 მატჩი დასჭირდა, რომ ჩემი კარის ბადეში ბურთი გაეხვია. საბოლოოდ, “არსენალის” ფეხბურთელი ვიყავი, როდესაც “ლა პულგამ” ეს შეძლო.

ის თერთმეტმეტრიანებს ზუსტად ვერ ასრულებდა, ხან დარტყმებს კარგად ვიგერიებდი, ამიტომაც, “ჩელსის” რიგებში მესისგან გოლი არ გამიშვია, რაც ჩემთვის დიდი პატივია.

ყოველთვის ვფიქრობდი, რა შეიძლება გაეკეთებინა. სტრატეგია მქონდა, რომ დავლოდებოდი, რომელ მხარეს დააპირებდა დარტყმას. როდესაც ხედავდა, რომ იმ მიმართულებით ვხტებოდი, იცოდა, რომ ბურთი ჩემს დასამარცხებლად მაღლა უნდა აეწია”, – აცხადებს ჩეხი.

შეგახსენებთ, რომ ლეომ პეტრს ბურთი 2016 წელს გაუტანა, “ბარსამ” კი მატჩი მისი დუბლით, ანგარიშით, 2-0 მოიგო.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • nikusha
    06 ნოე 2020, 09:41

    ციტატა: me da barca
    და რა თქვა ამითი. მე ვარო მაგარი თუ მესი დააკნინა? ჩელსის დაცვას უთხარი მადლობა და თავის ქებას მორჩი.

    ციტატა: nikusha
    შენ ისტორიაში ერთერთი საუკეთესო მეკარე ხარ:

    ჩემთვის ყველა დროის საუკეთესოები არიან:

    1) კანი
    2) ჩეხი
    3) ბუფონი
    4) ნოიერი
    5) კასილასი

    და შემდგომზე ბევრი კარგი მეკარე კი იყო მარა მე გამოვარჩევ (სუბიექტურად) ვალდესს და ბრავოს (რადგან ვარ კულე)

    და მომავალში ორი მეკარე დაემატება ტერ შტეგენის და ობლაკის სახით

    ჩეხი ჯობია ბუფონს? გაქვს მისი თამაშები ნანახი? თუმცა მაშინ ბავშვი იყავი.

    მაქვს ნანახი და არც ბავშვი არ ვარ. ბუფონი ფეხით ვერ თამაშობს და პენალტი მოგიერებული მაგის არ მახსოვს , აი ჩეხი მაგით სრულყოფილი მეკარეა. მანუ კიდე ზედმეტი განცხადების გამო დავხიე უფრო ქვემოთ თორე ჩემთვის მანუ და ჩეხი თითმის ერთნაირი მეკარეა

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: nikusha
    შენ ისტორიაში ერთერთი საუკეთესო მეკარე ხარ:

    ჩემთვის ყველა დროის საუკეთესოები არიან:

    1) კანი
    2) ჩეხი
    3) ბუფონი
    4) ნოიერი
    5) კასილასი

    და შემდგომზე ბევრი კარგი მეკარე კი იყო მარა მე გამოვარჩევ (სუბიექტურად) ვალდესს და ბრავოს (რადგან ვარ კულე)

    და მომავალში ორი მეკარე დაემატება ტერ შტეგენის და ობლაკის სახით

    ჩეხი ჯიჯის იკერს და ნოიერს გირჩევნია? 🙂

    იკერი მადრიდისტაა ბოლოსდაბოლოს და იმიტომ ეკუთნის ქვემოთ ადგილი და დანარჩენზე დავწერე რა და როგორ. მე პირადად მირჩევნია, მაქვს ჩემი აზრი და არ გაქვთნ უფლება რომ გამაკრიტიკოთ. ყველას აზრი დასაფასებელია და მისაღები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს თქვენითვის გაითვალისწინოთ. ,, ზოგს მღდველი მოსწონს ზოგს მისი ცოლი'' ამ თქმულებით ყველაფერი ნათქვამია

  • me da barca
    05 ნოე 2020, 14:40

    და რა თქვა ამითი. მე ვარო მაგარი თუ მესი დააკნინა? ჩელსის დაცვას უთხარი მადლობა და თავის ქებას მორჩი.

    ციტატა: nikusha
    შენ ისტორიაში ერთერთი საუკეთესო მეკარე ხარ:

    ჩემთვის ყველა დროის საუკეთესოები არიან:

    1) კანი
    2) ჩეხი
    3) ბუფონი
    4) ნოიერი
    5) კასილასი

    და შემდგომზე ბევრი კარგი მეკარე კი იყო მარა მე გამოვარჩევ (სუბიექტურად) ვალდესს და ბრავოს (რადგან ვარ კულე)

    და მომავალში ორი მეკარე დაემატება ტერ შტეგენის და ობლაკის სახით

    ჩეხი ჯობია ბუფონს? გაქვს მისი თამაშები ნანახი? თუმცა მაშინ ბავშვი იყავი.

  • M10 S9 D11
    05 ნოე 2020, 14:29

    სამაგიეროდ ისეთი გაგიტანა მაწონზე გაგაქცია

  • nikusha
    05 ნოე 2020, 13:39