პეტრ ჩეხი: ბარსელონა ჩემი ფავორიტი კლუბი იყო

პეტრ ჩეხი: ბარსელონა ჩემი ფავორიტი კლუბი იყო

“ჩელსის” ლეგენდარულმა მეკარემ, პეტრ ჩეხმა განაცხადა, რომ “ბარსელონა” მისი საყვარელი კლუბი იყო.

“კამპ ნოუზე” “ბარსას” წინააღმდეგ თამაში ყველა ფეხბურთელისთვის განსაკუთრებულია. ხალხმა არ იცის, რომ 3-4 წლის ასაკში “ბარსელონა” ჩემი ფავორიტი კლუბი იყო – სტოიჩკოვით, რომარიოთი და კუმანით… კარში კი სუბისარეტა. ბავშვობაში ამ გუნდის ქომაგი ვიყავი და შემდეგ მის წინააღმდეგ მოედანზე გასვლა ჩემთვის საჩუქარი იყო.

“ბარსელონაში” საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როცა ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ თუ კატალონიელთა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტას კონკურენტი – ლუის ბასატი გახდებოდა, მისი პირველი შენაძენი მე ვიქნებოდი. როცა ბასატმა არჩევნები წააგო, აგენტი ჩემთან მოვიდა და აღნიშნა: “სამწუხაროდ, არ გაგიმართლა, “ბარსელონაში” არ მიდიხარ.”

ინიესტას გოლი? დარტყმის აღებასთან ძალიან ახლოს ვიყავი. ვფიქრობ, 6 მილიმეტრამდე დამაკლდა. ბურთს თითქმის შევეხე, მაგრამ როცა დარტყმა ასეთი იდეალურია, რისი გაკეთება შეგიძლია? მეკარეების ცხოვრება ასეთია.

– ამბობს ჩეხი.

2003 წელს ჩეხი ფეხბურთელი “რენში” ასპარეზობდა, შემდეგ კი ლონდონის “ჩელსიში” გადავიდა.

ჩეხს “ბარსელონას” წინააღმდეგ 9-ჯერ უთამაშია, საიდანაც 2 მატჩი მოიგო და 3 წააგო, 4 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. მან “ბარსასგან” 12 გოლი გაუშვა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • Rick Sanchez
    15 თებ 2024, 15:24

    ციტატა: MESSI 2017
    აჰა გააქაჩინეს 1 ტაიმი დაღაკეს დალეწეს ლაიფციგი და ახლა მოუგებენ დდშვც


    მაგარი სვარკა თამაში იყო

  • nika 54
    14 თებ 2024, 22:15

    6 მილიმეტრი დამაკლდაო ბურთამდე, თითქოს ნახტომში მიკრომეტრი ეჭირა ხელში.

  • Ferran7
    14 თებ 2024, 01:17

    ძაან დაუფასებელის ჩეხი ამან რაც ბურთები გვიძრო 2012 ში რავიცი…

  • ♠️Spookyfy♠️
    14 თებ 2024, 01:17

    Legenda kaci❤️

  • MESSI 2017
    14 თებ 2024, 01:08

    აჰა გააქაჩინეს 1 ტაიმი დაღაკეს დალეწეს ლაიფციგი და ახლა მოუგებენ დდშვც

  • Toka19
    14 თებ 2024, 00:49

    ჩემს აზრით დაუფასებელია ჩეხი…