ინტერვიუ კიკე სეტიენთან: ლიონელ მესის გაწვრთნა ძალიან რთულია

ინტერვიუ კიკე სეტიენთან: ლიონელ მესის გაწვრთნა ძალიან რთულია

ახლახანს, El Pais-მა საინტერესო ინტერვიუ მოამზადა, რომელშიც ლეგენდარული ესპანელი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე და “ბარსელონას” ყოფილი დამრიგებელი, კიკე სეტიენი მონაწილეობენ. 

შეკითხვებს ძირითადად დელ ბოსკე სვამდა. განვლილ კარიერასა და სხვა თემებთან ერთად, მან სეტიენს “ბარსაში” მუშაობაზეც ჰკითხა. 

“როცა “ბარსელონაში” მივედი, ფეხბურთელებსაც ვუთხარი, რომ გასახდელში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად იქამდე არასდროს ვყოფილვარ. 

ზოგადად, გუნდებში ასეთი სიტუაციაა: 16-18 ფეხბურთელი მუდმივად მონდომებულია, ოთხ-ხუთს კი ენთუზიაზმი აკლია. ისინი ვარჯიშობენ, მაგრამ ადვილად ეშვებიან და თუ გუნდისთვის ყველაფერი კარგად არ მიდის, ერთ დონეზე რჩებიან. ერთი ან ორი მოთამაშე კი არის ისეთი, რომელთან ურთიერთობა ძალიან პრობლემატურია. 

კლუბში მოსვლის პირველივე დღეს ვთქვი და ახლაც მჯერა, რომ ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ისტორიაში ბევრი დიდებული მოთამაშე იყო, მაგრამ ასეთი სტაბილურობა არავისგან მახსოვს.

ლეოს გაწვრთნა რთულია. მისი შეცვლა ნამდვილად არ შემეძლო, რადგან კლუბში მას ისეთს იღებენ, როგორც არის, კლუბი ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას. მესი ბევრს არ საუბრობს, მაგრამ თავისი მოთხოვნები აქვს და ამას ყოველთვის გაჩვენებს. 

“ბარსელონაში” ჩემი თავი ვერ გამოვავლინე. რადიკალური ცვლილებები ნამდვილად გვჭირდებოდა, მაგრამ ასეთ მცირე დროში ეს შეუძლებელი იყო. კარანტინამდე თამაში თითქოს გავაუმჯობესეთ, პაუზის შემდეგ კი სიტუაცია დაიძაბა, არც მუშაობის დრო გვქონდა და არც ფიქრის. ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, შემდეგ კი “ბაიერნამდე” მივედით…

ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება 2-8-მდე იყო მიღებული, ამ დამარცხებაში კი ჩემს როლს ვაცნობიერებ. ისტორიაში ამ შედეგით შესვლამ უზარმაზარი ზიანი მომაყენა, მაგრამ გლოვის პერიოდი უკვე გავიარე.

ვფიქრობ თუ არა მწვრთნელობის გაგრძელებაზე? არც ისე ხშირად. სახლში თავს კომფორტულად ვგრძნობ, აქ არის ზღვა და ცნობილი ძროხები. პირველ კონტრაქტამდე ოფისებს ვემსახურებოდი, ფეხბურთმა კი ყველაფერი მომცა და ამისთვის ყოველთვის მადლობელი ვიქნები”. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (15)

  • MARI=BARCA-fan
    01 ნოე 2020, 21:17

    ციტატა: Aron ralston
    4-5 ფეხბურთელი რომ ვთქვა კარგად ჩაარტყა ყველამ მივხდით უკვე ვიზეც ისაუბრა


    ციტატა: Giorgi99
    ბუსკეტსი, ალბა ,პიკე, რობერტო ეს 4 იგულისხმა ალბათ.


    ზუსტად მაგიტომ არ მოვა ჩავი, სანამ ეგენი გუნდში იქნებიან..
    დავწერე რამდენჯერმე,,
    …და მართალიც არის!!!

  • rivaldo80
    01 ნოე 2020, 19:43

    საცოდავი კაციაა და თავისნაირი საცოდაობა დაგვმართაა მსგავსი მწვრთნელი ბარსას ისტორიაში არ ყოფილაა მეცოდება ისეთი საწყალი კაციაა

  • me da barca
    01 ნოე 2020, 19:11

    ბეტისმა, რომ გააჯ…ნა ის კაცი ბარსაში მოათრიეს. ისიც დახარბდა და უარი არ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაქაჩავდა. ზედმეტად დიდ ლუკმას რომ გადაყლაპავ შეიძლება დაიხრჩო.

    ციტატა: Memphis Depay
    ისე ერთი რაღაც კი გამოჩნდა, როგორც ჩვენ გვეგონა რო მარტო მწვრთნელებში იყო პრობლემა სულ არაა ეგრე და ჩანს. ზედ აქვთ გადასხმული რამდენიმე იგროკს, მაგ სუარესიც მასე იყო ზუსტად და იმიტო გაასხა. ზედ მიჰყვეს მესი, ბუსკეცი და პიკე. მადლობა გაწეული სამსახურისთვის, მარა დრო მოვიდა გააჯ.ან.


    ბარსელონას მესის მსგავსი ჯერ არ ყოლია და მგონი არც ეყოლება. ზედ გადაა..ა ბართომ და გიკვირს რატომ არ დაფრინავს? გააჯ..ას, ნაცვლად შეგეძლო გეხმარა სიტყვა წავიდეს. რატომ არ გაუშვეს? ხელფასსაც დაზოგავდნენ და თურმე მთლა მასე არ ყოფილაო, კიკემ, იმ მწყემსა გული დაგწყვიტაა? ყველაფრის თავი და ბოლო ბართოა და მის დათესილს იმკის დღესაც ბარსა.

  • Ani benzo
    01 ნოე 2020, 18:58

    Barca otxeulshi rom sheva amashi ise var darwmunebuli rogorc realis chempionobashi, ase rom magaze ar inerviulot

  • nika 54
    01 ნოე 2020, 17:28

    ციტატა: Memphis Depay
    ისე ერთი რაღაც კი გამოჩნდა, როგორც ჩვენ გვეგონა რო მარტო მწვრთნელებში იყო პრობლემა სულ არაა ეგრე და ჩანს. ზედ აქვთ გადასხმული რამდენიმე იგროკს, მაგ სუარესიც მასე იყო ზუსტად და იმიტო გაასხა. ზედ მიჰყვეს მესი, ბუსკეცი და პიკე. მადლობა გაწეული სამსახურისთვის, მარა დრო მოვიდა გააჯ.ან.


    გააჯვან? მაშინ გაგეშვათ, რას დატოვეთ?

  • B.A.r.c.A
    01 ნოე 2020, 16:21

    ეს ნახე რადღეშია ამდენი რო გუნდთან ელაპარაკა შეიძლება ესე არ მოსვლოდა… გუნდიდან სუარესი გაუშვეს მესსისთვის გავლენა რო შეემცირებინათ და მესსი თამაშოობს ანდრე გომეშის დონემდე😂 ჩაჯმული როაქ მთელ გუნდს იმას უყურეთ მესსიმ ითამაშა და ითამაშებს გაეშვათ და ნახავდნენ სითიში ვინ რას გახეხავდაა იქ არ ყავთ პიკე ლანგლე ალბა რობერტო ბუსკეცი ბრაითვაითი ძალით ტალანტი დემბელე აჭრილი დე იონგი და ნეტოო ზედ მიყილებული გრიზმანი როდის იყო 10 კაცის ჩასვლის ერთი კაცი შველოდა ეს ძალით იდეენი მწვრთნელი მოათრიეს კიდე იმ მწვრთნელის თავში ჩამახედა სუარეს რო ვერ ხედავს და პიკეს ლანგლეს და გრიზმანს ძირითადში ღლის

  • El pistolero 9
    01 ნოე 2020, 15:36

    წადი ძროხები წველე შენი მწვრთნელობა მივაცენზურე.

  • CuleTillIDie
    01 ნოე 2020, 14:29

    ძაან ცუდ დროს მოუწია ამას მოსვლა, ხოდა არ ეყო არც კლასი და გამოცდილება რომ გაეწვრთნა ეგეთი გუნდი. კიდე ის 4-5 ფეხბურთელი რო ახსენა ზუსტად ვიცით ვინცაა და ვეთანხმები მაგაში…

  • Giorgi99
    01 ნოე 2020, 13:47

    ბუსკეტსი, ალბა ,პიკე, რობერტო ეს 4 იგულისხმა ალბათ.

  • Aron ralston
    01 ნოე 2020, 13:16

    4-5 ფეხბურთელი რომ ვთქვა კარგად ჩაარტყა ყველამ მივხდით უკვე ვიზეც ისაუბრა

  • Don_Andresito
    01 ნოე 2020, 13:07

    უკვე გასაგებია ვონაა ის 4 მოთამაშე. სანამ ეგენი არიან და მაგათი პალაჟენიაა არაფერი შეიცვლება. გუნდს განვითარებაში ვერ ყვებიან და ცდილობენ თავიანთ დონეზე დატოვონ. ბოლო წელია იმედია ბუსი პიკესთვის. ლეომ კიდე გადაწყვიტოს ან მოუმატებს და ანდრე გომეშის დონეს აცდება ან პრაშაი. ესეთი მესი სკამს გაახმობს სიტიში. იქ კი ვეღარ იბლატავებს ესე

  • M10 S9 D11
    01 ნოე 2020, 13:02

    ციტატა: Memphis Depay

    ციტატა: M10 S9 D11
    მესიზე რო ესე ილაპარაკებს ბარსას ფანი რავიცი რავიცი


    კიდია თამაში და რა ჩემი ბრალია? ბარსას ფანი რას ქვია რახან ბარსას ფანი ვარ არ უნდა გავაკრიტიკო მესი? მასე რო ვილიპარაკებ თურმე მითითებს აქ როგორ რა გავაკეთო.


    რა თამაში კიდია სად დაინახე რომელ თამაშში

  • Aroni
    01 ნოე 2020, 12:34

    შე კაცო ძროხიდან რო მესიზე გადახვიდოდე გაგიჭირდებოდა, აბა რა…

  • M10 S9 D11
    01 ნოე 2020, 12:07

    შენ რო მესის გაწვრთნი იმ ფეხბურთის დედა მივაცენზურე

    ციტატა: Memphis Depay
    ისე ერთი რაღაც კი გამოჩნდა, როგორც ჩვენ გვეგონა რო მარტო მწვრთნელებში იყო პრობლემა სულ არაა ეგრე და ჩანს. ზედ აქვთ გადასხმული რამდენიმე იგროკს, მაგ სუარესიც მასე იყო ზუსტად და იმიტო გაასხა. ზედ მიჰყვეს მესი, ბუსკეცი და პიკე. მადლობა გაწეული სამსახურისთვის, მარა დრო მოვიდა გააჯ.ან.


    მესიზე რო ესე ილაპარაკებს ბარსას ფანი რავიცი რავიცი

  • Andria
    01 ნოე 2020, 11:59

    გვიხმარა და წავიდა