’”ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი, ხულიო სალინასი თვლის, რომ კატალონიურ გუნდზე მეტად სერხიო აგუერო მადრიდის ”რეალს” სჭირდება.
”ვფიქრობ ”ბარსა” არ იყიდის აგუეროს” – საუბრობს სალინასი ”EFE”-სთან ინტერვიუში. ”ისინი არ ეძებენ კუნის ტიპის ფეხბურთელს. მათ არ სჭირდებათ კიდევ ერთი თავდამსხმელი. ამას გარდა ჩემი აზრით აგუერო მადრიდის ”რეალს” უფრო მოერგება”.
სალინასი დარწმუნებულია, რომ ”ბარსას” ყველაზე მეტად სესკ ფაბრეგასი სჭირდება: ”აი სესკ ფაბრეგასი კატალონიელთათვის კარგი და სასარგებლო შენაძენი იქნება. ყველაფრის მიუხედავად სესკს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ უკეთესია ტიაგო ალკანტარაზე, რომელსაც ძალიან კარგი მომავალი ელის”.