“ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი ანსუ ფატი, რომელიც დღეს სრულწლოვანი გახდა, აცხადებს, რომ მისი ოცნება “ოქროს ბიჭუნას” (Golden Boy) ჯილდოს მოგებაა.
დაახლოებით 2 კვირის წინ იტალიურმა Tuttosport-მა გამოაქვეყნა საბოლოო სია იმ 20 ახალგაზრდა ფეხბურთელისა, რომლებიც “ოქროს ბიჭუნას” წოდებისთვის იბრძოლებენ. მათ შორის მოხვდა ანსუ ფატი.
“ოქროს ბიჭუნას” წოდებაზე ვოცნებობ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ასეთ მნიშვნელოვან ჯილდოზე საბოლოო ნომინანტთა შორის მოხვედრა ყველას აღგვაფრთოვანებს. თუმცა, ყოველდღე მუშაობა უნდა გააგრძელო იმისათვის, რომ მსგავსი კარგი რაღაცები მოხდეს.
20 ფინალისტის სიის მხოლოდ ერთხელ გადახედვით მაშინვე გაანალიზებ, რომ ყველა პრედენტენი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მათ თავიანთ კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებში ძალიან კარგი სეზონი ჩაატარეს. ჩვენ ყველანი საბოლოო სიაში მოხვედრის მარტივი ფაქტის გამო გამარჯვებულები ვართ”, – ციტირებს ფატის სიტყვებს Mundo Deportivo.
მოიგებს იმედია ანსუ.
აი ძააან მაგარი ბავშვია რა ძააან მაგარი, მაგრად მშურს მართლაა, მბაპე რო გადმოვა ეგ მაშინ იქნება ფატი ვს მბაპე ელკლასიკოს ახალი დაპირისპირება და სისხლიი👌👌 მაგარი მომავალი აქვს მაიმც კლასიკოს❤ ეს ბოლო ორი სეზონია მთხლეობას რო ვუყურებთ ეგ შეიცვლება მალე იმედიააა ✔✔✔
დაჯილფოვების ცერემონია როდისაა?
Azarma ra daababana if if
სავარაუდოდ, წელს ჰალანდი მიიღებს ჯილდოს
და გაისად ანსუს ვერავინ შეეცილება
მოისე კენს ექნებოდა შანსი, ევერტონიდან დროზე რომ წასულიყო
ან რასისტი ტურინელების სნობიზმს რომ არ შესწირვოდა მისი ტალანტი
ჰოლანდი იგებს
ამას ან ალფონსო დეივისს უეჭველი ეკუთვნის