“ბარსელონას” ამერიკელი ფეხბურთელი, სერჟინიო დესტი, CBS-სთან ინტერვიუში, სხვადასხვა საინტერესო საკითხთან ერთად, სადებიუტო “ელ კლასიკოს” შესახებ საუბრობს.
ჩემპიონთა ლიგა
“კარგად ვთამაშობთ, სწორ გზას ვადგავართ. ახლა ექვსი ქულა გვაქვს და “იუვესთან” მოგებით გახარებულები ვართ, თუმცა შემდეგი თამაში რთული იქნება”.
დებიუტი “კლასიკოში”
“კლასიკოში” თამაში შესანიშნავი იყო, მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ. მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო დაპირისპირებაში მონაწილეობა მაინც განსაკუთრებული მომენტია. ვისურვებდი, მაყურებელთან ერთად მეთამაშა”.
ადაპტაცია
“აქ ყოფნის პერიოდი ძალიან კარგად მიდის. ესპანური ენის გაკვეთილები უკვე მიტარდება. შემდეგ, მინდა, კატალონიურიც ვისწავლო”.
ტიტულები
“ლა ლიგის, თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა. ბევრი ტიტულის მოგების იმედი გვაქვს, ჩვენს გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ”.
“ბარსაში” გადასვლა
“მქონდა შემოთავაზებები სხვა კლუბებისგანაც, თუმცა “ბარსა” ჩემი ოცნების გუნდია, ყველაზე დიდი მსოფლიოში. მინდა, ახალ ფეხბურთელებთან ერთად, ახალი პროგრამის ნაწილი ვიყო”.
ეროვნული ნაკრები
“მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა მსურს და, იმედია, ტურნირზე გასვლას შევძლებთ. შესანიშნავ თაობასთან ერთად, ძალიან კარგი მწვრთნელიც გვყავს”.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ამერიკელი “ბარსას” ამსტერდამის “აიაქსიდან”, 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ, შეუერთდა.
ეგრე ჰაალანდი 20მილიონად იყიდა დორტმუნდმა და ყველაზე მეტად კროოსზე მწყდება გული.24 წლის კროოსი რეალმა 25 მილიონად იყიდა.თან ეს ის დროა როცა ტიაგო მიდის და ჩავი ასაკშია.სად ქონდათ თვალები ამ ჩემისებს
თან თვითონ აგენტს აქვს ნათქვამი, რომ ჯერ ბარსას შევთავაზეთ კროოსიო და თურმე ბორდმა განაცხადა ბარსას დნმ არ აქვსო. აზრზე ხარ:) და რაკიტიჩი მოიყვანეს, ბლიად.
კარგია რო ახალი თაობა მოდის,ახალგაზრდები,ეს აუცილებელია…ეს ჭირდებოდა ბარსელონას პირველ რიგში…
Iniesta_8,
ეგრე ჰაალანდი 20მილიონად იყიდა დორტმუნდმა და ყველაზე მეტად კროოსზე მწყდება გული.24 წლის კროოსი რეალმა 25 მილიონად იყიდა.თან ეს ის დროა როცა ტიაგო მიდის და ჩავი ასაკშია.სად ქონდათ თვალები ამ ჩემისებს
დე ბრუინში სიტიმ 75 მილიონი გადაიხადა 5 წლის წინ 😀
ფლოკი,
და პედრი 3 თუ 4 მილიონათ 🙂
21 მილიონი გადაიხადეს ამაში და გრიზმანში+დემბელეში+კოუტინიოში ერთად დაახლოებით 400 მილიონი და ერთმანეთზე ნაგვები არიან 🙂, ამიტომ მთავარი არა ფეხბურთელის ღირებულებაა არამედ მისი პოტენციალი, აგერ დებტუინიც 20 მილიონად დაითრია სიტიმ თავის დროზე 😉