ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელმა მცველმა, დანილომ, “ბარსელონასთან” მარცხის შემდეგ (0-2) კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ ორგანიზებულად ვთამაშობდით, თუმცა არასაკმარისად აგრესიულად. “ბარსელონაში” მოთამაშე ტალანტების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ რთულია. ჩვენ არც თუ ისე ცუდი საგოლე მომენტები გვქონდა, თუმცა მთლიანი მატჩი კარგ დონეზე ვერ ჩავატარეთ. ახლა შემდეგ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ და შევეცადოთ გავიმარჯვოთ.”, – დანილოს სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი ციტირებს.



10 დარტყმა კარის მიმართულებით, კარის ჩარჩოში 0.
იმედია პირლოც ჩაეწერება დიდ მწვრთნელთა რიგებში.რა ფეხბურთელიც იყო იმის ნახევარი მწვრთნელი თუ გამოდგა პრეტენზია აღარავის ექნება მაგასთან.
რა ორგანიზებულ თამაშზე საუბრობ, კარები დაგებომბა :დ
რა ორგანიზებულად შენ ხო არ ჩამოკარი პედრიმ გიხმარათ მარტომ პახოდუ კარში ვერ დაარტყით მთელი თამაში 😀